კარიბის გაერთიანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარიბის გაერთიანება
აბრევიატურა CARICOM
შეიქმნა 4 ივლისი, 1973 (ჩარაგუამასის ხელშეკრულებით)
სტატუსი მოქმედი
ტიპი მთავრობათშორისი ორგანიზაცია
მდებარეობა კარიბის ზღვის აუზი
წევრები 15 სრული წევრი
5 ასოცირებული წევრი
8 დამკვირვებელი
ენა ინგლისური
ესპანური
მდივანი ირვინ ლაროკი
კავშირები Committee for the Coordination of Statistical Activities
კარიბის გაერთიანება რუკა
კარიბის გაერთიანება რუკა
https://www.caricom.org/

კარიბის გაერთიანება (CARICOM) — ორგანიზაცია, რომელშიც შედის კარიბის ზღვის აუზის 15 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია წევრებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაზრდა, ამ ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებლის თანასწორად გადანაწილება და საგარეო პოლიტიკის კოორდინირება.[1] ორგანიზაციის მთავარ საქმიანობებს შორისაა ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირება და დაგეგმვის განვითარება; მის იურისდიქციაში მყოფი ნაკლებ განვითარებული ქვეყნებისთვის სპეციალური გეგმების შემუშავება და განხორციელება; მრავალი წევრისთვის ერთიან ბაზრად ოპერირება და რეგიონალური სავაჭრო დავების გადაწყვეტა. სამდივნო შტაბ-ბინა განთავსებულია გაიანის დედაქალაქ ჯორჯტაუნში.

მიუხედავად იმისა, რომ კარიბის გაერთიანება დააარსეს ძირითადად რეგიონის ინგლისურენოვანმა ქვეყნებმა, თანდათან ის მრავალენოვანი გახდა, როდესაც 1995 წლის 4 ივლისს თავის რიგებში მიიღო ნიდერლანდურენოვანი სურინამი და 2002 წლის 2 ივლისს ფრანგულენოვანი ჰაიტი. გარდა ამისა, გეგმაშია, რომ სამუშაო ენად გამოცხადდეს ესპანურიც.[2] 2012 წლის ივლისში, ორგანიცაზიამ გაავრცელა განცხადება, რომ გეგმავენ ფრანგულისა და ნიდერლანდურის ოფიციალურ ენებად გამოცხადებას.[3]

2001 წელს, წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა ხელი მოაწერეს ჩაგუარამასის ხელშეკრულების შესწორებულ ვარიანტს, რომელიც საერთო ბაზრის იდეის განხორციელების გზებს სახავდა. ხელშეკრულების შესწორებული ნაწილი მოიცავდა კარიბის სასამართლოს შექმნას. 2013 წლიდან, კარიბის გაერთიანების ბლოკი დომინიკელთა რესპუბლიკასთან, ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით მიბმულია ევროკომისიასთან, რაც CARIFORUM-ის სახელითაა ცნობილი.[4] ხელშეკრულება ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და CARIFORUM-ს ვაჭრობისა და ინვესტირების თვალსაზრისით თანაბარ უფლებებს აძლევს. შეთანხმების 234 თავის თანახმად, CARIFORUM-ისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტაზე ზრუნავს ევროსასამართლო.[5]

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციას ჰყავს 15 სრული წევრი, 5 ასოცირებული წევრი და 8 დამკვირვებელი. ასოცირებულ წევრთაგან ყველა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა.

CARICOM-ის წევრები
სტატუსი დახელი მიღების თარიღი შენიშვნა
სრული წევრი ანტიგუა და ბარბუდის დროშა ანტიგუა და ბარბუდა' 4 ივლისი 1974
ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები 4 ივლისი 1983 არაა საბაჟო გაერთიანებათა წევრი
ბარბადოსის დროშა ბარბადოსი 1 აგვისტო1973
ბელიზის დროშა ბელიზი 1 მაისი 1974
დომინიკის დროშა დომინიკა 1 მაისი 1974
გრენადის დროშა გრენადა 1 მაისი 1974
გაიანის დროშა გაიანა 1 აგვისტო1973
ჰაიტის დროშა ჰაიტი 2 ივლისი 2002 დროებითი წევრი 1998 წლის 4 ივლისიდან
იამაიკის დროშა იამაიკა 1 აგვისტო1973
მონსერატის დროშა მონსერატი 1 მაისი 1974 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
სენტ-კიტსისა და ნევისის დროშა სენტ-კიტსი და ნევისი 26 ივლისი 1974 შეუერთდა როგორც სენტ-კრისტოფერ-ნევის-ანგილია
სენტ-ლუსიის დროშა სენტ-ლუსია 1 მაისი 1974
სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშა სენტ-ვინსენტი და გრენადინები 1 მაისი 1974
სურინამის დროშა სურინამი 4 ივლისი 1995
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო 1 აგვისტო1973
ასოცირებული ანგილია დროშა ანგილია ივლისი 1999 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
ბერმუდის კუნძულების დროშა ბერმუდა 2 ივლისი 2003 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების დროშა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები ივლისი 1991 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
კაიმანის კუნძულების დროშა კაიმანის კუნძულები 16 მაისი 2002 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
ტერქსისა და კაიკოსის კუნძულების დროშა ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები ივლისი 1991 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
დამკვირვებლები არუბის დროშა არუბა ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორია
კოლუმბიის დროშა კოლუმბია
კიურასაოს დროშა კიურასაო ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორია
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა
მექსიკის დროშა მექსიკა
პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო აშშ
სინტ-მარტენის დროშა სინტ-მარტენი ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორია
ვენესუელის დროშა ვენესუელა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ramjeet, Oscar (2009-04-16). „CARICOM countries will speak with one voice in meetings with US and Canadian leaders“. Caribbean Net News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-20. ციტირების თარიღი: 2009-04-16. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-08. ციტირების თარიღი: 2013-07-11.
  3. COMMUNIQUÉ ISSUED AT THE CONCLUSION OF THE THIRTY-THIRD REGULAR MEETING OF THE CONFERENCE OF HEADS OF GOVERNMENT OF THE CARIBBEAN COMMUNITY, 4-6 JULY 2012, GROS ISLET, SAINT LUCIA დაარქივებული 16 January 2013[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები "OFFICIAL LANGUAGE - Heads of Government recognized that, although English was the official language of the Community, the facility to communicate in their languages could enhance the participation of Haiti and Suriname in the integration process. They therefore requested the conduct of a study to examine the possibilities and implications, including costs, of introducing French and Dutch."
  4. Caribbean moves afoot to restructure CARIFORUM, Peter Richards, Tuesday April 12th 2011
  5. LETTER OF THE DAY - Privy Council and EPA დაარქივებული 2014-08-21 საიტზე Wayback Machine. , October 8, 2009, Jamaica Gleaner