სენ-პიერი და მიკელონი
| სენ-პიერის და მიკელონის ტერიტორიული ერთეული
Collectivité territoriale de Saint-Pierre-et-Miquelon
სენ-პიერი და მიკელონი |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
|
||||||
| ჰიმნი: მარსელიეზა |
||||||
| დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) |
სენ-პიერი / |
|||||
| ოფიციალური ენა(ები) | ფრანგული | |||||
| მთავრობა | ||||||
| - | საფრანგეთის პრეზიდენტი | ნიკოლა სარკოზი | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 242 კმ2 (208-ე) | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2009 შეფასებით | 7,051 (227-ე) | ||||
| - | სიმჭიდროვე | 29.1 კაცი/კმ2 (188-ე) | ||||
| ვალუტა | ევრო | |||||
| Internet TLD | .pm | |||||
| სატელეფონო კოდი | 508 | |||||
სენ-პიერი და მიკელონი (ფრანგ. Collectivité territoriale de Saint-Pierre-et-Miquelon) — საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი ატლანტის ოკეანეში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის სამხრეთით. შედგება 8 კუნძულისაგან, რომელთაგან უდიდესია კუნძული სენ-პიერი და კუნძული მიკელონი. ფართობი 242 კმ². მოსახლეობა 7,051 კაცი (2009), უმთავრესად ფრანგები. ადმინისტრაციული, მთავარი ეკონომიკური ცენტრი და ნავსადგური — ქალაქი სენ-პიერი. ოფიციალური ენა — ფრანგული. რელიგია — კათოლიკური. ჰავა ზომიერია, ნოტიო ოკეანის. იანვრის საშუალო ტემპერატურა −6 °C, ივლისის 14 °C. ნალექები 1000 მმ-მდე წელიწადში. ბორცვიანი დაბლობებისა და პლატოების ქვიანი ზედაპირი არახელსაყრელია სოფლის მეურნეობისათვის. მოსახლეობის მთავარი საქმიანობაა თევზჭერა და გადამუშავება, სხვა ქვეყნების თევზსაჭერი გემების მომსახურება.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 287, თბ., 1985 წელი.
|
|||||||||||||||||||||||||


