კარტახენა (კოლუმბია)
|
ქალაქი
კარტახენა
Cartagena de Indias
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 285 რუს. • ინგლ. • ფრ. |
კარტახენა (ესპ. Cartagena de Indias), იგივე ინდოეთის კარტახენა — ქალაქი ჩრდილოეთ კოლუმბიაში, კარიბის ზღვის სანაპიროზე, ბოლივარის დეპარტამენტის დედაქალაქი. მოსახლეობა შეადგენს 1 075 000 კაცს. მთელი ოთხი საუკუნის განმავლობაში, კარტახენა ესპანეთის სამეფოს ბასტიონს წარმოადგენდა მთელს სამხრეთ ამერიკაში. ამავე დროს, ის იყო მნიშვნელოვანი მონებით ვაჭრობის ცენტრი და მთავარი სატრანზიტო ქალაქი აცტეკებისა და ინკების იმპერიებში ნაძარცვი ოქროს ესპანეთისკენ გატარებაში.
კარტახენა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
კარტახენა მიიჩნეოდა ანდებში შესასვლელ საუკეთესო პორტად, რამაც ქალაქის სწრაფი განვითარება განაპირობა. შემდგომში მასზე არაერთი იერიში იქნა მიტანილი ფრანგი და ინგლისელი მეკობრეების მიერ. კარტახენა იქცა კოლუმბიის განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად.
მონუმენტები [რედაქტირება]
კარტახენაში მდებარეობს რამდენიმე თავდაცვითი ნაგებობა, 1639-1657 წლებში აშენებული სან-ფელიპე დე ბარხასის, სან-ხოსესა და სან-ფერნანდოს ციხესიმაგრეები.
ძველი ქალაქი განლაგებულია ტორო-დელ-რელოხის — უმთავრესი ნავსადგურის მისადგომებთან.
1983 წელს აქ ხელი მოეწერა კარიბის ზღვის დაცვის კონვენციას.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- კარტახენა, კოლუმბია
- ტურისტული სიახლეები
- ტურიზმის ბიურო
- (ესპანური) ქალაქის ხელმძღვანელობის ოფიციალური ვებ-გვერდი
- (ესპანური) კარტახენის ისტორია
- (ესპანური) Cartagena de Indias Benefic Works Society
- (ესპანური) A Guide to Surgical Tourism in Cartagena, Colombia 2010.
|
|||||