კუბური პესო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუბური პესო
ესპ. peso cubano
100 კუბური პესო
100 კუბური პესო
კოდი ISO 4217 CUP
ოფიციალური
მომხმარებლები
კუბის დროშა კუბა
შედგება 100 სენტავოსაგან
სიმბოლო $ ან $MN
მონეტები 1, 2, 5 და 20 სენტავო, 1 და 3 პესო.
ბანკნოტები 1, 3, 5, 10, 20, 50 და 100 პესო.
ცენტრალური ბანკი კუბის ცენტრალური ბანკი

კუბური პესო (ISO 4217 კოდი: CUP ესპ. peso cubano) — ერთ-ერთი ორი სახეობის ვალუტიდან, რომელიც ოფიციალურად მიმოქცევაშია კუბის რესპუბლიკაში. 1 კუბური პესო შედგება 100 სენტავოსგან. მეორე სახეობის ვალუტაა კუბური კონვერტირებადი პესო (CUC), რომელიც განსხვავდება კუბური პესოსგან სავალდებულო წარწერით «convertible».

ერთი და იმავე სახელწოდების ორი ფულის ერთეულის არსებობის მთელი არსი იმაშია, რომ ეროვნული პესოების სხვა ქვეყნის ვალუტაზე გადაცვლა შეუძლებელია - მას კუბის გარეთ არავითარი ღირებულება არ აქვს; ხოლო კონვერტირებადი პესო კი თავისუფლად იცვლება ნებისმიერ ფულის ერთეულზე, მათ შორის, სხვათა შორის, ეროვნულ პესოზეც. გარკვეული ფინანსური მიზნებისათვის, ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით 1 ეროვნული პესო 1 კონვერტირებადი პესოს ტოლია. თუმცა, პრაქტიკაში ორი პესოს გაცვლითი კურსი ბანკებისა და ვალუტის გაცვლითი პუნქტების მიერ დგინდება და ერთი კონვერტირებადი პესოს ყიდვა დაახლოებით 25 კუბური პესო ჯდება.

თავად კუბელებს ანაზღაურების ნაწილი ჩვეულებრივ, ხოლო ნაწილი - კონვერტირებად პესოებში ეძლევათ. ყოველდღიური ხარჯებისათვის, როგორც წესი, კუბური პესო გამოიყენება. სურსათისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების მაღაზიათა უმრავლესობა სწორედ კუბურ პესოს ითხოვს, თუმცა ე. წ. “დოლარ-შოფები” ანგარიშსწორებას კონვერტირებად პესოში ახდენენ.

ისტორია[რედაქტირება]

1857 წლამდე კუბაში მიმოქცევაში იყო ესპანური და ესპანური კოლონიალური რეალი 1857 წლიდან კუბაში დაიწყო ბანკნოტების გამოშვება რომელიც მიმოქცევაში იყო მხოლოდ კუნძულზე და 1 პესო 8 რეალის ტოლი იყო. 1881 წელს პესო მიბმული იქნა ამერიკულ დოლარზე 1 პესო 1 დოლართან თანაფარდობით. 1915 წელს გამოშვებული იქნა პირველი მონეტები, მანამდე მიმოქცევაში იყო მხოლოდ ბანკნოტები.

1960 წლიდან კუბური პესო მიბმული იყო საბჭოთა რუბლზე. აშშ-ს მიერ კუბის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ კუბურმა პესომ დაკარგა კონვერტირებადობა. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ პესოს გაცვლითმა კურსმა შეადგინა 125 პესო = 1 ამერიკული დოლარი. ბოლო დროებში პესოს კურსმა აიწია და 1 დოლარი 23-25 პესოს შორის მერყეობს.

1993 წელს მკაცრი ეკონომიის პირობებში ქვეყნის ბაზარზე დაშვებული იქნა ამერიკული დოლარი. 1994 წელს მიმოქცევაში შევიდა კონვერტირებასი კუბური პესო. 2004 წელს კუბის მთავრობამ აშშ-ს მორიგი სანქციის საპასუხოდ ამერიკული დოლარი ამოიღო მიმოქცევიდან.

მონეტები[რედაქტირება]

1915 წელს მოიჭრა სპილენძ-ნიკელის მონეტები ნომინალით 1, 2 და 5 სენტავო, ვერცხლის მონეტები 10, 20 და 40 სენტავო და 1 პესო, ასევე ოქროს მონეტები ნომინალით 1, 2, 4, 10 და 20 პესო. მონეტები იჭრებოდა აშშ-ში ფილადელფიაში. ოქროს მონეტების და 2 სენტავოს გამოშვება შეწყდა 1916 წლიდან, ხოლო ვერცხლის მონეტების გამოშვება 1934 წლიდან. თითბერის მონეტები ნომინალით 1 და 5 სენტავო მიმოქცევაში შევიდა 1943 წლიდან. 1953 წელს მოიჭრა ვერცხლის მონეტები ნომინალით 25 და 50 სენტავო. ეს იყო ბოლო ვერცხლის მონეტები მიმოქცევაში. აშშ-ში მოჭრილი ბოლო მონეტა იყო 1961 წელს 5 სენტავო.[1]

1962 წლიდან მიმოქცევაში შევიდა სპილენძ-ნიკელის მონეტები ნომინალით 20 და 40 სენტავო, ხოლო 1963 წელს ალუმინის 1 და5 სენტავო. 1969 წელს მოიჭრა ალუმინის 20 სენტავო, ხოლო შემდეგ 1983 წელს 2 სენტავო და თითბერის 1 პესო. 1990 წელს მიმოქცევაში შევიდა სპილენძ-ნიკელის 3 პესო, ხოლო 1992 წელს 1 და 3 პესო. მონეტა ნომინალით 40 სენტავო მიმოქცევიდან ამოიღეს 2004 წლის ივლისში. ამჟამად მიმოქცევაშია მონეტები ნომინალით: 1, 2, 5 და 20 სენტავო, ასევე 1 და 3 პესო.

ბანკნოტები[რედაქტირება]

1857 წელს «ესპანურმა ბანკმა ჰავანაში» გამოუშვა ბანკნოტები ნომინალით: 50, 100, 300, 500 და 1000 პესო. 1867 წელს მიმოქცევაში შევიდა 25 პესო, ხოლო 1869 წელს 5 და 10 პესო. ათწლიანი ომის პერიოდში კუბის რესპუბლიკის სახელით გამოშვებული იქნა 50 სენტავო, 1, 5, 10, 50, 500 და 1000 პესო.

1872 წელს «ესპანურმა ბანკმა ჰავანაში» გამოუშვა ბანკნოტები ნომინალით: 5, 10, 25 და 50 სენტავო და 1 და 3 პესო. 1891 ხაზინამ გამოუშვა 5, 10, 20, 50, 100 და 200 პესო. 1896 წელს ბანკმა შეიცვალა სახელი და ეწოდა «ესპანური ბანკი კუნძულ კუბაზე» და გამოუშვა ბანკნოტები 5 და 10 სენტავო, 1, 5, 50, 100, 500 და 1000 პესო, ხოლო 1897 წელს 10 და 20 სენტავო.

1905 წელს «კუბის ეროვნულმა ბანკმა» გამოუშვა ბანკნოტები ნომინალით 1, 2, 5 და 50 პესო.

1949 წელს მიმოქცევაში შევიდა ბანკნოტები ნომინალით 1, 5, 10 და 20 პესო, ხოლო 1950 წელს 50, 100, 500, 1000 და 10 000 პესო. თუმცა 1950 წლიდან 100 პესოზე მაღალი ბანკნოტი აღარ გამოუშვიათ. 1961 წლის იანვარში მოხდა ბანკნოტები დენომინაცია და შეიცვალა ახალი ბანკნოტებით, რომელიც დაიბეჭდა ჩეხოსლოვაკიაში. 1983 წელს მიმოქცევაში შევიდა 3 პესო. 1961 წლის ბანკნოტების დენომინაცია მოხდა 2002 წელს. ამჟამად მიმოქცევაშია ბანკნოტები ნომინალით: 1, 3, 5, 10, 20, 50 და 100 პესო.

2002 წლის სერია
სურათი ნომინალი
ავერსი რევერსი
1 კუბური პესო ავერსი.jpg 1 კუბური პესო რევერსი.jpg 1 კუბური პესო
3 კუბური პესო ავერსი.jpg 3 კუბური პესო რევერსი.jpg 3 კუბური პესო
5 კუბური პესო ავერსი.jpg 5 კუბური პესო რევერსი.jpg 5 კუბური პესო
10 კუბური პესო ავერსი.jpg 10 კუბური პესო რევერსი.jpg 10 კუბური პესო
20 კუბური პესო ავერსი.jpg 20 კუბური პესო რევერსი.jpg 20 კუბური პესო
50 კუბური პესო ავერსი.jpg 50 კუბური პესო რევერსი.jpg 50 კუბური პესო
100 კუბური პესო ავერსი.jpg 100 კუბური პესო რევერსი.jpg 100 კუბური პესო

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. LA MONEDA CUBANA. Jose Maria Aledon, La Moneda Cuba (1999).