კარიბის კრიზისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარიბის კრიზისი
ცივი ომი ნაწილი
Soviet-R-12-nuclear-ballistic missile.jpg
საბჭოთა ბირთვულ ქობინიანი რაკეტა
თარიღი 14 ოქტომბერი - 20 ნოემბერი, 1962 წელი
მდებარეობა კუბა
შედეგი
მხარეები
აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი

კუბის დროშა კუბა

მეთაურები
აშშ-ის დროშა ჯონ ფიცჯერალდ კენედი საბჭოთა კავშირის დროშა ნიკიტა ხრუშჩოვი

კუბის დროშა ფიდელ კასტრო

დანაკარგები
1 საფრენი აპარატ (ჩამოგდებული)
1 საფრენი აპარატ (დაზიანებული)
1 მფრინავი მოკლული
ჯონ კენედი და მისი კაბინეტი კუბის კრიზისის პერიოდში
რუკაზე, რომელსაც საიდუმლო გრიფი ბოლოდ დროს მოეხსნა, ნაჩვენებია აშშ-სა და სსრკ-ის ხომალდების განლაგება კუბის კრიზისის პერიოდში.

კარიბის კრიზისი (ასევე კუბის კრიზისი, კუბის ქობინთა კრიზისი) 1962 წლის ოქტომბერში იყო აშშ-სა და სსრკ-ს კონფრონტაციის (ცივი ომი) პიკი და ამავე დროს, გარდატეხის წერტილი. ეს იყო მსოფლიო ისტორიული მომენტი, როდესაც ორი ზესახელმწიფო - აშშ და სსრკ - ატომური ესკალაციის ზღვარზე იყო მისული. მსოფლიო ისტორიაში ატომური ომი აქამდე უფრო სავარუდო არასდროს ყოფილა.

წინაისტორია[რედაქტირება]

1959 წელს აშშ-მა იტალიაში 30 და თურქეთში 15 ატომური რაკეტა განათავსა, რომელთა სავარაუდო მიზანი სსრკ-ის სამხრეთი ნაწილი იყო. 1962 წლის აპრილში თურქეთში განლაგებული ამერიკული “თორის” და “იუპიტერის” სისტემის რაკეტები საბრძოლო მდგომარეობაში იყო მოყვანილი. სსრკ-მა ეს ქმედება მისი უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ აქციად შეაფასა და საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.

1962 წლის მაისში სსრკ-მა დაიწყო ოპერაცია “ანადირის” განხორციელება. ამ გასაიდუმლოებული აქციის მიხედვით წითელმა არმიამ დაიწყო კუბაზე ატომური რაკეტების სტაციონიერება და 40.000 მებრძოლის გადასხმა. მიზეზად დასახელებულ იქნა აშშ-ის მხრიდან კუბის სავარაუდო ინტერვენცია. ნამდვილი მიზეზი კი იმ სტრატეგიული წონასწორობის აღდგენა იყო, რომელიც აშშ-მა დაარღვია იტალიასა და თურქეთში რაკეტების განლაგებით.

1962 წლის აგვისტოში სი-აი-ეი-ის აგენტებმა და მზვერავი თვითმფრინავის ლოკჰიდ უ-2-ის საშუალებით აღმოაჩინეს საბჭოური რაკეტების სასტარტო ნაგებობები კუბაზე (პროვინცია პინარ დელ რიო). თავდაპირველად აშშ კუბაზე რაკეტების არსებობის ფაქტს არ უშვებდა და ამიტომაც ამ აღმოჩენას მძაფრი რეაქცია არ მოჰყოლია.

კრიზისი 1962 წლის ოქტომბერში[რედაქტირება]

კვირა, 14 ოქტომბერი[რედაქტირება]

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ ფ. კენედიმ „სი-აი-ეის“ ნება დართო საიდუმლო საჰაერო ფოტოგადარებები ეწარმოებინა მზვერავ თვითმფრინავ „ლოკჰიდ უ-2“-ის გამოყენებით.

ორშაბათი, 15 ოქტომბერი[რედაქტირება]

ფოტოგადაღებებმა დაადასტურეს კუბაზე საბჭოთა ატომური რაკეტების არსებობა. გაირკვა რომ რაკეტები „სს-4“ ტიპის საშუალო დიაპაზონის რაკეტები იყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ ვაშინგტონამდე მიღწევა.

სამშაბათი, 16 ოქტომბერი[რედაქტირება]

პრეზიდენტის მრჩეველმა უშიშროების დარგში მაკჯორჯი ბანდმა კენედი არსებული ვითარების კურსში ჩააყენა. ამ უკანასკნელმა იმავე დღეს მოიწვია ე.წ. ექსკომი, რომელზეც განხილულ იქნა კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა გზები. მათ შორის: რაკეტების სტაციონირების მიღება-ნებართვა, დიპლომატიური მოლაპარაკების გზით საერთო ენის გამონახვა სსრკ-სთან, კუბის საზღვაო ბლოკადა, საჰაერო თავდასხმა და ინტერვენცია. მოლაპარაკების შედეგი ფართო საზოგადოებისათვის (და სსრკ-სათვისაც) საიდუმლოდ იქნა შენახული.

ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი[რედაქტირება]

მომდევნო ფოტოგადაღებებმა დაადასტურეს კუბაზე მინიმუმ 16 და მაქსიმუმ 32 რაკეტის („სს-4“ და „სს-5“) არსებობა, რომელთა ფრენის რადიუსი მაქსიმუმ 4.500 კმ იყო. ამ რაკეტებს შეეძლოთ ამერიკის ყველა უმნიშვნელოვანესი სამრეწველო ცენტრების და ვაშინგტონის დაბომბვა. თავდასხმის შემთხვევაში ამერიკელებს რეაქციისათვის მხოლოდ 5 წუთი ჰქონდათ.

გარდა ამისა კუბაზე სსრკ-მა განათავსა “ილ-28“ ტიპის ბომბდამშენი თვითმფრინავები.

ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი[რედაქტირება]

სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო პრეზიდენტ კენედის შეხვდა. ამ შეხვედრაზე მან უარყო კუბაზე საბჭოთა ატომური რაკეტების არსებობის ფაქტი და მოითხოვა დას. ბერლინის დემილიტარიზაცია. ამ მოთხოვნის მიხედვით აშშ-მა და მისმა დასავლეთ ევროპელმა მოკავშირეებმა დაასკვნეს (როგორც შემდგომში გაირკვა ეს მოსაზრება მცდარი იყო), რომ კუბაზე რაკეტების განლაგებით სსრკ-ს სხვა არაფერი სურდა თუ არა ბერლინის გარშემო მიმდინარე დიპლომატიურ ომში უკეთესი პოზიციის დაკავება.

პარასკევი, 19 ოქტომბერი[რედაქტირება]

მიუხედავად კენედის ზოგიერთი მრჩევლის პროტესტისა, რომლებიც კუბაში შეჭრას ითხოვდნენ, პრეზიდენტმა და ექსკომმა მიიღეს მხოლოდ კუბის საზღვაო ბლოკადაში მოქცევის გადაწყვეტილება.

კვირა, 21 ოქტომბერი[რედაქტირება]

აშშ-ს მიერ არსებული საერთაშორისო პოლიტიკური კრიზის შესახებ გაფრთხილებულ იქნენ შემდეგი ქვეყნები: კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გფრ. კენედიმ მოიწვია ამერიკის უმსხვილესი გაზეთების შეფები და მათ მასმედიაში ინფორმაციის გავრცელების ნება დართო.

ორშაბათი, 22 ოქტომბერი[რედაქტირება]

კრიზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე:

  • აშშ-ის შეიარაღებული ძალები გადაყვანილ იქნენ „თავდაცვით მდგომარეობა II“-ზე (ინგლ.: Defense Condition II).
  • დამატებითი ცოცხალი ძალა გადასროლილ იქნა ფლორიდაზე მოსალოდნელ ინტერვენციაში მონაწილეობის მისაღებად.
  • კუბის ირგვლივ მობილიზირებული იქნა უს-ნეივი-ს 200-მდე საბრძოლო გემი.
  • პრეზიდენტმა კენედიმ ტელევიზიის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია 24 ოქტომბრისთვის ბლოკადის დაწყებასთან დაკავშირებით. ამასთანავე მან მოუწოდა ხრუშჩოვს გაეტანა კუბადან ატომური რაკეტები და თავდასხმის შემთხვევაში სსრ კავშირს საპასუხო ატომური დარტყმებით დაემუქრა.
  • კრემლი შიშობდა კრიზისის ყველაზე საშინელ ფინალს – აშშ-ის ინტერვენციას კუბაზე.

სამშაბათი, 23 ოქტომბერი[რედაქტირება]

ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ ის კუბის საზღვაო ბლოკადას აქცეპტირებას არ უკეთებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: