რესპუბლიკა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მმართველობის ფორმები
რედ.

რესპუბლიკა (ლათ. Res Publika >> „ხალხის საქმეს“) - წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთ ფორმას.

დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობა რესპუბლიკური მმართველობის მიმდევარია. რესპუბლიკური მმართველობის დროს სახელმწიფოს მეთაურს ირჩევენ გარკვეული ვადით. რესპუბლიკური მმართველობის კლასიკური ქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი, ფინეთი, იტალია, ბრაზილია და ა. შ.

რესპუბლიკური მმართველობისას გამოყოფენ საპრეზიდენტო ხელისუფლების რამდენიმე ფორმას. ესენია:

  • პარლამენტური რესპუბლიკები — ასეთ ქვეყნებში პრეზიდენტის ძალაუფლება ძირითადად მთავრობასთან

შეთანხმებით ხორციელდება. პრეზიდენტს მხოლოდ საცერემონიალო ფუნქციები ეკისრება (ინდოეთი, გერმანია, იტალია, მალტა, საბერძნეთი, ავსტრია და ა. შ.);

  • შეზღუდული საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკები — ასეთ ქვეყნებში პრეზიდენტი, ძირითადად, როგორც

სახელმწიფოს, ასევე მთავრობის მეთაურია; მისი როლი, როგორც სახელმწიფოს მეთაურისა, ძირითადად, საცერემონიალო ხასიათისაა, ხოლო მისი, როგორც მთავრობის მეთაურის, ფუნქციები გარკვეულად დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო ორგანოებზე (ასეთი ქვეყნებია: სამხრეთ კორეა, მექსიკა, პანამა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, ტაივანი);

  • დუალისტური საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკები — ასეთ ქვეყნებში გარკვეულწილად შენარჩუნებულია პარლამენტარიზმის ზოგიერთი ატრიბუტი და ამავე დროს მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პოზიციები (შრი-ლანკა,

ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, პორტუგალია და ა. შ.);

  • შეუზღუდავი საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკები — აქ შეიძლება გაერთიანდეს ისეთი ქვეყნები, სადაც

პირველი პირი თითქმის შეუზღუდავია თავისი ძალაუფლების გამოყენების თვალსაზრისით (ჩრდილოეთ კორეა, ინდონეზია, თურქმენეთი, უგანდა, სირია, ლიბია, სომალი, სუდანი, საქართველო და ა. შ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე