კუბელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუბელები
კუბელები.jpg

I რიგი: ფიდელ კასტრო, რაულ კასტრო, ხოსე მარტი, ალმეიდა ბოსკე ხუანი
II რიგი: სელია კრუზი, ომარა პორტუონდო, დიანა ჩავიანო, ლეონარდო პადურა
III რიგი: რეინალდო არენასი, ალეხო კარპენტიერი, ხოსე ლესამა ლიმა, ნიკოლას გუილენი

IV რიგი: გერტრუდის გომეს დე აველანედა, კომპაი სეგუნდო, იბრაჰიმ ფერერი, ჯონ სეკადა
საერთო მოსახლეობა

±12,500,000

რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
კუბის დროშა კუბა 11 451 652
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 1 მილიონი
ესპანეთის დროშა ესპანეთი 20,000
კანადის დროშა კანადა 10,000
ენები
ესპანური და ადგილობრივი ენები
რელიგიები
ძირითადად კათოლიციზმი, ასევე სხვა მცირე რელიგიური ჯგუფები.

კუბელები — კუბის რესპუბლიკის ძირითადი მოსახლეობა.

ეთნოგენეზი[რედაქტირება]

კუბელები — მრავალეთნიკური ერია. ესპანელების გამოჩენის მომენტში , კუბაზე ცხოვრობდნენ არავაკის ტომის ინდიელები და ჰაიტიდან ჩამოსახლებული ინდიელები. ესპანური კოლონიზაციის შედეგად ინდიელთა უმრავლესობა ამოწყდა. შემდეგ აქ ჩამოიყვანეს მონები აფრიკიდან. მათი შთამომავლები შეადგენენ კუბის მოსახლეობის 40 პროცენტს. გარდა ამისა ერი ჩამოაყალიბეს მულატებმა, მეტისებმა და ევროპელებმა. ესპანეთიდან კუბაში ჩამოვიდნენ ძირითადად გალისიელები, კასტილიელები, ნავარელები, კატალონიელები. მათ ყველას ერთად „გალეგოს“ ეძახიან. XVIII საუკუნის ბოლოდან აქ ჩამოვიდა ასევე ფრანგების (ჰაიტიდან და ლუიზიანიდან), იტალიელების, ჩინელების და ინდიელების (მექსიკიდან) დიდი ნაკადი.

2002 წლის მოსახლეობის აღწერა კუბაში[რედაქტირება]

კუბაში მოსახლეობის ოფიციალური აღწერა ჩატარდა 2002 წელს.

მოსახლეობა რეგიონებში
მოსახლეობა რაოდენობა რეგიონის ფართობის მიხედვით
პროვინცია ფართობი(კმ²) ფართობი (%) მოსახლეობა მოსახლეობა (%) სიმჭიდროვე
კუბელების საერთო რაოდენობა 109,886.19 100 11,177,743 100 101.72
პინარ-დელ-რიო 10,904.03 9.92 726,574 6.50 66.63
არტემისა 5,791.59 5.22 711,066 6.36 124.06
ჰავანა 721.01 0.66 2,201,610 19.70 3053.49
მატანსასი 11,802.72 10.74 670,427 6.00 56.80
ვილია-კლარა 8,412.41 7.06 817,395 7.31 97.17
სიენფუეგოსი 4,180.02 3.80 395,183 3.54 94.54
სანკტი-სპირიტუსი 6,736.51 6.13 460,328 4.12 68.33
სეგო-დე-ავილა 6,783.13 6.17 411,766 3.68 60.70
კამეგუეი 15,615.02 14.21 784,178 7.02 50.22
ლას-ტუნასი 6,587.75 6.00 525,485 4.70 79.77
ოლგინი 9,292.83 8.46 1,021,321 9.14 109.90
გრანმა 8,375.49 7.62 822,452 7.36 98,20
სანტიაგო-დე-კუბა 6,156.44 5.60 1,036,281 9.27 168.32
გუანტანამო 6,167.97 5.61 507,118 4.54 82.22

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]