ფერნანდო ლუგო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფერნანდო ლუგო
ფერნანდო ლუგო
პარაგვაის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო, 2008 – 22 ივნისი, 2012
წინამორბედი ნიკანორ დუარტე
მემკვიდრე ფედერიკო ფრანკო

დაბადებული 30 ივნისი, 1951
სან-სოლანო, პარაგვაი
ეროვნება პარაგვაელი
პოლიტიკური პარტია პატრიოტული ალიანსი
რელიგია კათოლიკე
ხელმოწერა Firma de Fernando Lugo.png

ფერნანდო არმანდო ლუგო მენდესი (ესპ. Fernando Armindo Lugo Méndez; 30 ივნისი, 1951, სან-სოლანო, პარაგვაი) — პარაგვაელი პოლიტიკოსი და საეკლესიო მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი 2008 წლის 15 აგვისტოდან.

1977 წელს გახდა მღვდელი, მოღვაწეობდა ეკვადორში მისიონერად. 1983 წლიდან სწავლა გააგრძელა რომში. 1987 წელს დაბრუნდა სამშობლოში. 1994 წელს გახდა უღარიბესი სან-პედროს ეპარქიის ეპისკოპოსი და უწოდეს ღარიბების ეპისკოპოსი. 2005 წლიდან პოლიტიკაშია.

2007 წელს გაწევრიანდა ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიაში, რომელიც შედიოდა პატრიოტული ალიანსის შემადგენლობაში. ალიანსმა მისი კანდიდატურა დაასახელა 2008 წლის აპრილის არჩევნებში. 20 აპრილს ხმათა უმრავლესობით დაამარცხა მეტოქე და პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვალა ნიკანორ დუარტე.

2009 წელს გაეხვა სექსუალურ სკანდალში და იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ეპისკოპოსობის პერიოდში დაარღვია ცელიბატის წესი და სექსუალური კავშირი ჰქონდა 26 წლის გოგონასთან, რომელთანაც შეეძინა შვილი. რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ 2008 წლის 31 ივლისს გაათავისუფლა ცელიბატის აღთქმისაგან.[1][2] მიუხედავად ამისა, პრეზიდენტს თანამდებობა არ დაუტოვებია და განაცხადა რომ არ გადადგებოდა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ანუ 2013 წლის 15 აგვისტომდე.[3]

2012 წლის 22 ივნისს იმპიჩმენტის საფუძველზე გადააყენეს[4]. იმპიჩმენტის პროცესში, რომელიც ძალიან სწრაფად ჩატარდა, სენატმა დაადგინა, რომ ლუგომ სათანადოდ ვერ უხელმძღვანელა გასულ კვირაში მიწებიდან ხალხის გასახლების საქმეს. შეტაკებების დროს 17 პოლიციელი და ფერმერი იქნა მოკლული[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]