| ქალაქი
კარაკასი
Caracas
Santiago de León de Caracas
| დროშა |
გერბი |
 |
 |
|
კარაკასი (ესპ. Caracas, ოფიციალურად Santiago de León de Caracas) — ვენესუელის დედაქალაქი. ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. მდებარეობს ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში, კარაკასის ვიწრო ხეობაში, ვენესუელის სანაპირო მასივზე (კორდილიერა-დე-ლა-კოსტა), ზღვის დონიდან 760-910 მეტრზე. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2 097 350 მლნ-ს (2009), ხოლო მთლიანად მეტროპოლიის 3 196 514 (2008).
კარაკასის დაარსებამდე, დაახლოებით 400 წლის წინ, კარაკასის ხეობა დასახლებული იყო ადგილობრივებით. 1562 წელს, სანაპირო ზოლში მთელი რიგი ქალაქების აღმოცენების შემდეგ, ესპანელი კაპიტნის ვაჟმა, ფრანსისკო ფახარდომ ამ ხეობაშიც სცადა დასახლების გაშენება. მაგრამ ამ დასახლებას დიდხანს არ უარსებია, რადგან ის დარბეულ იქნა ადგილობრივების მიერ. ეს ადგილობრივების მხრიდან ბოლო აჯანყება იყო. 1567 წლის 25 ივლისს, ამჯერად კაპიტანმა დიეგო ლეონმა აქ კვლავ წამოიწყო ქალაქის მშენებლობა და მას სანტაიგო-დე-ლეონ-დე-კარაკასი უწოდა.
XVII საუკუნეში ვენესუელის სანაპირო ზოლი მეკობრეთა ხშირ თავდასხმებს განიცდიდა, მაგრამ ამ მხრივ კარაკასი საკმაოდ დაცული იყო ბუნებრივი ბარიერით, სანაპირო მთების მასივით. ამ ფაქტმა, კარაკასი რეგიონის უმთავრეს ქალაქად აქცია.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში
? არის გვერდი თემაზე: