პაულო კოელიო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაულო კოელიო
დაბ. თარიღი 24 აგვისტო, 1947
დაბ. ადგილი რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
საქმიანობა მწერალი, რომანისტი
ეროვნება ბრაზილიელი
ჟანრი დრამა, ფსიქოლოგიური
დებიუტი ჯოჯოხეთის არქივები
Magnum opus ალქიმიკოსი

პაულო კოელიო (Paulo Coelho; დ. 24 აგვისტო, 1947) — ბრაზილიელი მწერალი, ლირიკოსი.

დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა 1970 წელს სწავლა მიატოვა და სამოგზაუროდ გაემართა ცენტრალურ ამერიკაში, შემდგომში კი ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში. ორი წლის შემდეგ ბრაზილიაში ბრუნდება და პოპულარული მუსიკისთვის ლექსების წერას იწყებს მუსიკოს რაულ სეიხასთან ერთად.

მოგვიანებით ჰოლანდიაში ხვდება ადამიანს, რომელსაც მოიხსენიებს "ჟ"-თი, და რომელმაც, როგორც თავად ამტკიცებს მისი ცხოვრება პოლარულად შეცვალა და ქრისტიანობის თავდადებული მიმდევარი გახდა. ამ დროიდან ის კათოლიკური ჯგუფის "რამ" (Regnus Agnus Mundi) წევრი ხდება, სადაც "ჟ" მისი მასწავლებელია.

ამჟამად მეუღლე ქრისტინასთან ერთად ცხოვრობს რიო-დე-ჟანეიროსა და ტარბში (საფრანგეთი).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მევიოლინე ლორდი მენუჰინი და კოელიო ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, შვეიაცარია, 1999 წ

დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში ინჟინერ პედროსა და ლიჟია კოელიოების შეძლებულ ოჯახში. შვიდი წლისა წმინდა ეგნატე ლოიოლას იეზუიტთა სკოლაში გაგზავნეს, სადაც წიგნების წერის სიყვარული პირველად გამოავლინა. მწერლად გახდომის სურვილს ოჯახმა მხარი არ აუბა და ახალგაზრდა პაულოს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებინა რიო-დე-ჟანიეროს უნივერსიტეტში, თუმცაღა, პაოლომ სწავლა მალევე მიატოვა და ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი. საბოლოო ჯამში 17 წლის პაოლოს ოჯახთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ ის კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს სამკურნალო კურსის გასავლელად.ვერც ელექტროშოკით მკურნალობამ, ვერც განმეორებითმა კურსმა პაოლოს საკუთარი თავისადმი რწმენა ვერ შეურყია - ამიტომაც, კლინიკადან გაიქცა, ცოტა ხანს იხეტიალა და შინ დაბრუნდა. ერთ წელიწადში სამოყვარულო თეატრალურ მოძრაობაში ჩაება, 60-იან წლებში აგრე რიგად პოპულარული რომ იყო ბრაზილიაში და არამხოლოდ ხელოვნების თვალსაზრისით, არამედ პროტესტის გამოხატვის კუთხითაც. თეატრალურ-საპროტესტო აქტივობა კოელიოს კვლავ ფსიქიატრიული კლინიკით დაუგვირგვინდა, საიდანაც ისევ გაიქცა, მაგრამ უფულობამ მაინც შინ დააბრუნა. საბოლოოდ, მესამე ფსიქიატრიული მკურნალობის შემდეგ მისი ოჯახი შეეგუა, რომ პაოლო "ნორმალურ" სამუშაოს არასოდეს მოჰკიდებდა ხელს. პაოლო კოელიო ისევ და ისევ თეატრალურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას განაგრძობდა.

1970 წელს მომავალმა მწერალმა მექსიკაში, პერუში, ბოლივიაში, ჩილეში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში დაიწყო მოგზაურობა. ორიოდე წლის თავზე პაოლო სამშობლოში დაბრუნდა და სიმღერებისთვის ლექსების წერას შეუდგა იმხანად უკვე პოპულარული ბრაზილიელი მომღერლების კონცერტებისთვის; მან არაერთი სასიმღერო ტექსტი დაუწერა მომღერალ რაულ სეიშასს.

შემოქმედება[რედაქტირება]

პაულო კოელიოს ეკუთვნის ისეთი ცნობილი რომანები, როგორებიცაა:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]