ჰონდურასი
| ჰონდურასის რესპუბლიკა
República de Honduras
ჰონდურასი |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
|
||||||
| ჰიმნი: Himno Nacional de Honduras |
||||||
| დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) |
ტეგუსიგალპა / |
|||||
| ოფიციალური ენა(ები) | ესპანური ენა | |||||
| მთავრობა | დემოკრატიული კონსტიტუციური რესპუბლიკა | |||||
| - | პრეზიდენტი | პორფირიო ლობო | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 112,492 კმ2 (102-ე) | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2009 შეფასებით | 7,810,848 (96-ე) | ||||
| - | აღწერა | 2000 | ||||
| - | სიმჭიდროვე | 64 კაცი/კმ2 (128-ე) | ||||
| მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
| - | სულ | $21.74 მილიარდი (107-ე) | ||||
| - | ერთ მოსახლეზე | $3,131 (124-ე) | ||||
| აგი (2007) | 0.700 (საშუალო) (115-ე) | |||||
| ვალუტა | ლემპირა (HNL) |
|||||
| დროის სარტყელი | CST (UTC -6სთ.) | |||||
| ქვეყნის კოდი | HND | |||||
| Internet TLD | .hn | |||||
| სატელეფონო კოდი | 504 | |||||
ჰონდურასის რესპუბლიკა (ესპ. República de Honduras) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. დედაქალაქი — ტეგუსიგალპა (1880 წლამდე — კომაიაგუა). სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ნიკარაგუა, სამხრეთ-დასავლეთით — სალვადორი და დასავლეთით — გვატემალა.
სექციების სია |
სახელწოდება [რედაქტირება]
- ოფიციალური: ჰონდურასის რესპუბლიკა.
- ეროვნული: República de Honduras.
- ეტიმოლოგია: სახელი მოდის fondura-დან, რაც ასტურიულ ენაზე ნიშნავს ღუზის სადგომს, ასე ეძახდნენ XVI საუკუნეში ტრუხილიოს ყურეს.
გეოგრაფია [რედაქტირება]
სახელმწიფო მდებარეობს ცენტრალურ ამერიკაში და უკავია ცენტრალური ამერიკის ყელის ჩრდილოეთ ნაწილი.. დასავლეთიდან ესაზღრება გვატემალა, სამხრეთ-დასავლეთით ელ-სალვადორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიკარაგუა, სამხრეთით წყნარი ოკეანე, უფრო კონკრეტულად კარიბის ზღვა და მისი ნაწილები - ფონსეკასა და ჰონდურასის ყურეები. ქვეყნის ფართობია 112,492 კვ.კმ. მოსახლეობა შეადგენს 8 მილიონს (2009). დედაქალაქი - ტეგუსიგალპა. ქვეყნის შემადგენლობაშია ასევე მრავალი კუნძული კარიბის ზღვაში და ფონსეკის ყურე. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი მთიანია (ყველაზე მაღალი წერტილი 2865 მ).
კარიბის ზღვის სანაპიროსთან არის დაბლობები და მოსკიტების სანაპირო ზოლი. ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარეობს ბანანის პლანტაციები. წყნარი ოკეანის სანაპიროსთანაც დაბლობებია. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კი მდებარეობს ლა-მოსკიტიას ჯუნგლები.
სახელმწიფო [რედაქტირება]
- სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი პორფირიო ლობო
- საკანონმდებლო ორგანო : ეროვნული კონგრესი.
- ადმინისტრაციული დაყოფა : ჰონდურასი დაყოფილია 18 დეპარტამენტად.
დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობის ზრდის დინამიკა — 1,534 მლნ (1950) [1]; 7,4 მლნ (2007) [2]; 8,0 მლნ (2010 წლის ივლისი).
სიცოცხლის საშუალო მაშვენებელი — 69 წელი კაცებში, 72 წელი ქალებში.
ურბანიზაციის მაჩვენებელი — 48%.
მოსახლეობა:
- მეტისები 90%
- ინდიელები 7%
- ნეგროიდები 2%
- თეთრები 1%
სახელმწიფო ენა — ესპანური, თუმცა ასევე ლაპარაკობენ ინდიელთა ენებზეც.
რელიგია — 97% კათოლიკები, 3% პროტესტანტები.
ეკონომიკა [რედაქტირება]
- რესურსები : ხე-ტყე,ოქრო, ვერცხლი,სპილენძი, ტყვია,თუთია, რკინის მადანი, ჰიდროენერგია.
- ექსპორტი : ყავა, ბანანები, შაქარი, კრევეტები,ომარები ხე-ტყე, ხორცი.
- ვალუტა : ლემპირა.
ისტორია [რედაქტირება]
ჰონდურასის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე მაიას ტომები სახლობდნენ. აქ ყვაოდა მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი კოპანი (ჩვ.წ.150-900წ.წ.). 1822 წელს, ესპანეთის მიერ დამოუკიდებლობის გარანტიის მიცემის შემდეგ, ჰონდურასი შევიდა ცენტრალური ამერიკის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც 1838 წელს დაიშალა და მის ადგილას წარმოიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ადმინისტრაცია [რედაქტირება]
პოლიტიკური პარტიები [რედაქტირება]
პრესა [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Большая Советская Энциклопедия. / редколл., гл. ред. Б.А. Введенский. 2-е изд. Т.12. М., Государственное научное издательство «Большая Советская энциклопедия», 1952. стр.40-44
- ↑ Страны и регионы мира: экономико-политический справочник. - 3-е изд. / под ред. А.С. Булатова. М., "Проспект", 2009. стр.285
|
|||||||||||||||||||||||||
|
|||||
სტატიის