ურუგვაი
| აღმოსავლეთ ურუგვაის რესპუბლიკა
República Oriental del Uruguay
ურუგვაი |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
|
||||||
| დევიზი: Libertad o muerte „თავისუფლება ან სიკვდილი“ |
||||||
| ჰიმნი: Himno Nacional Uruguayo |
||||||
| დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) |
მონტევიდეო / |
|||||
| ოფიციალური ენა(ები) | ესპანური | |||||
| მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
| - | პრეზიდენტი | ხოსე მუხიკა | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 176 215 კმ2 | ||||
| - | წყალი (%) | 1,5 | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2011 შეფასებით | 3 318 535[1] (133-ე) | ||||
| - | აღწერა | 3 286 314[2] | ||||
| - | სიმჭიდროვე | 18,65 კაცი/კმ2 (196–ე) | ||||
| მშპ (მუპ) | 2011 შეფასებით | |||||
| - | სულ | $46 872 მილიარდი[3] | ||||
| - | ერთ მოსახლეზე | $14,415[3] | ||||
| აგი (2007) | 0,783[4] (მაღალი) (46-ე) | |||||
| ვალუტა | ურუგვაული პესო (UYU) |
|||||
| დროის სარტყელი | (UTC -3სთ.) | |||||
| - | ზაფხულის (DST) | (UTC -2სთ.) (UTC) | ||||
| ქვეყნის კოდი | URY | |||||
| Internet TLD | .uy | |||||
| სატელეფონო კოდი | +598 | |||||
ურუგვაი ოფიციალურად აღმოსავლეთ ურუგვაის რესპუბლიკა[5] (ესპ. República Oriental del Uruguay [reˈpuβlika oɾjenˈtal del uɾuˈɣwai]) — სახელმწიფო სამხრეთი ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბრაზილია, დასავლეთით — არგენტინა.
ურუგვაის მოსახლეობა 3,3 მლნ ადამიანს შეადგენს,[1] რომელთაგან 1,8 მლნ დედაქალაქ მონტევიდეოს მეტროპოლიურ არეალში ცხოვრობს.[1] მოსახლეობის დაახლოებით 88% ევროპული წარმოშობისაა. 176 000 კმ² ფართობით, ურუგვაი სამხრეთ ამერიკის ყველაზე პატარა სახელმწიფოა ტერიტორიის მხრივ, სურინამის შემდეგ.
1680 წელს პორტუგალიელებმა დააარსეს ერთ–ერთი ყველაზე ძველი ევროპული დასახლება ურუგვაიში — კოლონია-დელ-საკრამენტო. XVIII საუკუნის დასაწყისში ესპანელებმა სამხედრო ციხესიმაგრის სახით დააარსეს მონტევიდეო.[6] 1811–1828 წლებში ესპანეთთან, პორტუგალიასთან, არგენტინასთან და ბრაზილიასთან ომების შემდეგ ურუგვაიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დღეისათვის იგი დემოკრატიული კონსტიტუციური რესპუბლიკაა, პრეზიდენტით, რომელიც როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაურია.
სექციების სია |
ეტიმოლოგია [რედაქტირება]
ლა-რეპუბლიკა-ორიენტალ-დელ-ურუგუაი (La República Oriental del Uruguay) ნიშნავს „მდინარე ურუგვაის აღმოსავლეთით მდებარე რესპუბლიკას“. მდინარე ურუგვაის ეტიმოლოგია ბოლომდე უცნობია, თუმცა გუარანის ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ფერადი ჩიტების მდინარეს“.[7]
გეოგრაფია [რედაქტირება]
ურუგვაის ფართობი ფართობი 176 220 კმ²–ს შეადგენს.
საზღვრის საერთო სიგრძე 1564 კმ (მათ შორის: არგენტინასთან — 579 კმ, ბრაზილიასთან — 985 კმ.). სანაპირო ზოლის სიგრძე: 660 კმ.
ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა კათედრალი (Cerro Catedral) 514 მ. სამხრეთით გორაკ-ბორცვიანი ტერიტორია იცვლება დაბლობებით. სანაპირო ზოლი ლაგუნის ტიპისაა.
კლიმატი სუბტროპიკული, ოკეანურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 22—24°C, ივლისისა 10—12°C. სამხრეთის ქარების "პამპერო"-ს ქროლვის დროს კი ტემპერატურა ეცემა −5 °C-მდე, მოდის თოვლიც.
ატმოსფერული ნალექები 1000 მმ შეადგენს სამრეთის რაიონებში, ხოლო 1200 მმ-ს ჩრდილოეთით.
სახელმწიფო [რედაქტირება]
ურუგვაი მმართველობის მიხედვით რესპუბლიკაა. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც არჩეულია მოსახლეობის მიერ 5 წლის ვადით (დაუშვებელია მიყოლებით, მეორე ვადით არჩევა). ამჟამად ურუგვაის პრეზიდენტია ხოსე მუხიკა (2010 წლის მარტიდან).
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ურუგვაის მთავრობის პორტალი
- Uruguay entry at The World Factbook
- Uruguay from UCB Libraries GovPubs
- ურუგვაი საიტზე Open Directory Project
- Uruguay profile from the BBC News
ურუგვაი, ტურისტული მეგზური Wikivoyage-ზე- Travel guide to Uruguay in English
- Photographic Travel Essay Through Uruguay
- Simplemente Uruguay საიტზე YouTube
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 Central Intelligence Agency. Uruguay. The World Factbook. წაკითხვის თარიღი: 5 January 2010.
- ↑ [1]. ine.gub.uy
- ↑ 3.0 3.1 Uruguay. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 22 April 2012.
- ↑ Human Development Index and its components. United Nations Development Programme. წაკითხვის თარიღი: 23 February 2011.
- ↑ For example, International Court of Justice press release 20 April 2010 re judgment Argentina v Uruguay.
- ↑ Bureau of Western Hemisphere Affairs. Background Note: Uruguay. US Department of State. წაკითხვის თარიღი: 23 February 2011.
- ↑ Ministerio de Turismo y Deporte del Uruguay (Spanish, English and Portuguese). Turismo.gub.uy. წაკითხვის თარიღი: 26 June 2010.
|
|||||||||||
|
|||||
|
|||||

