ფრანსისკო პისარო
ვიკიპედიიდან
ფრანსისკო პისარო გონსალესი (ესპ. Francisco Pizarro y González, დაახ. დ. 1475 - გ. 1541) — ესპანელი ავანტიურისტი, კონკისტადორი, ინკების იმპერიის დამპყრობელი და ქალაქი ლიმას დამაარსებელი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
პისარო დაიბადა ქალაქ ტრუხილიოში, ესტრემადური. დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ტრადიციულად მას 16 მარტს აღნიშნავენ. ცნობები მის ადრეულ ბიოგრაფიაზეც არ მოიპოვება. პისარომ წერა-კითხვა არ იცოდა, შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ მისი განათლებით არავინ დაკავებულა.
1502 წელს ახალი მსოფლიოს ზღაპრული სიმდიდრის ამბებით მოხიბლული პისარო სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა.
1531 წელს ის უკვე მესამე ექსპედიცაიში მიდის ინკების იმპერიის დასაპყრობად. 1535 წელს მან ინკების დედაქალაქი კუსკო დაიპყრო და ქალაქი ლიმა დააარსა.
1538 წელს პისაროსა და მის თანამებრძოლ ალმაგროს შორის უთანხმოება გაჩნდა ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით. პისარომ სალინასთან ბრძოლაში ალმაგრო დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა იგი. თუმცა მოკლული ალმაგროს შვილმა მის თანამოაზრეებთან ერთად პისაროს წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო და 1541 წლის 26 ივნისს მოკლა იგი.

