პანამის არხის ზონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პანამის არხის ზონა
Zona del Canal de Panamá

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ტერიტორია

1903 — 1979
დროშა გერბი
დევიზი
"გაყოფილი მიწა, გაერთიანებული მსოფლიო"
დედაქალაქი ბალბოა
ისტორია
 - დაარსება 18 ნოემბერი 1903
 - გაუქმება 1979

პანამის არხის ზონა (ესპ. Zona del Canal de Panamá) ეწოდებოდა ამერიკის ყოფილ ტერიტორიას, რომელიც მოიცავდა პანამის არხს და 8 კილომეტრის სიგანის ტერიტორიას არხის ორივე მხარეს, ასევე ქალაქებს პანამა და კოლონი, ზონის მთლიანი ფართობი შეადგენდა 1,430 კვადრატულ კილომეტრს. მის საზღვრებში მოქცეული იყო პანამის ორი პროვინცია. ზონა 1903 წლის 18 ნოემბერს ჰეი-ბუნაუ-ვარილის ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა.

1904 წლის 26 თებერვალს გამოცხადდა ისტმიანის არხის კონვენცია, როლის საფუძველზეც პანამამ ამერიკას გადასცა ზონის ტერიტორია და მასზე არსებული წყალი განკარგვის სრული უფლებით, მათ შორის: სამშენებლო, განვითარების და ნებისმიერი სხვა გამოყენებისათვის. 1977 წელს ტორიხოს-კარტერის ხელშეკრულებით არხი გამოცხადდა ნეიტრალურ ტერიტორიად.[1] 1979 წლამდე ტერიტორია იყო ამერიკის განკარგულებაში, სადაც მან ააშენა არხი და ახორციელებდა მის მართვას. 1979-1999 წლებში არხი იყო ამერიკა-პანამის ერთობლივი კონტროლის ქვეშ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Harding, Robert C. (2006). The History of Panama. Greenwood Publishing. ISBN 978-0-313-33322-4.
  • Knapp, Herbert and Knapp, Mary (1984). Red, White and Blue Paradise: The American Canal Zone in Panama. San Diego: Harcourt, Brace, and Jovanovich. ISBN 0-15-176135-3.
  • Major, John (1993). Prize Possession: The United States and the Panama Canal, 1903–1979. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-52126-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Panamanian Control“, Panama Canal, infoplease.com, http://www.infoplease.com/ce6/world/A0860218.html. წაკითხვის თარიღი: 2008-06-02
ამერიკული ხომალდები პანამის სანაპიროსთან, 1923 წლის 1 მარტი.
ამერიკული ხომალდები პანამის სანაპიროსთან, 1923 წლის 1 მარტი.