კანადა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „კანადა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კანადა (მრავალმნიშვნელოვანი).
Canada
კანადა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: „O Canada“
დევიზი: „ზღვიდან ზღვამდე“
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ოტავა
45°24′N 75°40′E
უდიდესი ქალაქი ტორონტო
ოფიც. ენები ინგლისური, ფრანგული
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქია
  -მონარქი ელისაბედ II
  -გენერალ-გუბერნატორი მიკაელ ჟანი
  -პრ.-მინისტრი სტივენ ჰარპერი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
9,984,670 კმ²(მე-2)
 
  8.92%
მოსახლეობა
 - 2008 სავ.
 - 2006 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
33,254,000 (36-ე)
31,612,897
3.2 ად/კმ² (219-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$1.274 ტრილიონი (მე-13)

$38,200 (21-ე)
აგი (2007) Green Arrow Up Darker.svg 0.961 (მაღალი) (მე-4)
ვალუტა კანადური დოლარი (CAD)
დროის სარტყელი (UTC -3,5-დან -8-მდე.)
  -ზაფხულის დრო (UTC -2,5-დან -7-მდე.)
ქვეყნის კოდი CAN
ccTLD .ca
სატელეფონო კოდი +1


სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: კანადა.
  • ინგლისური / ფრანგული: Canada.
  • ეტიმოლოგია: სავარაუდოდ მომდინარეობს სიტყვისაგან "კანატა", რაც ჰურონის ინდიელთა ენაზე "სოფელს", „მცირე დასახლებას“ ნიშნავს.
  • ქვეყნის კოდი: CA.


[რედაქტირება] გეოგრაფია

Canada-CIA WFB Map.png

ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში. მოიცავს კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილს და მიმდებარე კუნძულებს. სახმელეთო საზღვარი აქვს მხოლოდ აშშ-სთან.

  • ფართობი: 9.976.140 კვ. კმ. საზღვრები: საზღვაო - 1.695.369 კმ (მატერიკული); 536.782 კმ (კუნძულების); სახმელეთო - 8.895 კმ.
  • ბუნება: გეოგრაფიული რაიონებიაპალაჩები, დიდი ტბების და წმ. ლავრენტის დაბლობი, შიგა დაბლობი, კორდილიერები, ინუიტების რეგიონი. უმაღლესი მწვერვალი - ლოგანი 5.951 მ; მდინარეები (კმ)მაკენზი 4.241, წმ. ლავრენტი 3.058, ნელსონი 2.575, ჩერჩილი 1.609; ტბები (კვ.კმ) – ჰურონი 36.000 (სულ 59.600), დიდი დათვის 31.328, სუპერიორი 28.700 (სულ 82.100), დიდი სლევი 28.568, ვინიპეგი 24.387, ერი 12.800 (სულ 25.700), ონტარიო 10.000 (სულ 18.960); კუნძულები (კვ.კმ) - ბაფინი 507.451, ვიქტორია 217.291, ელზმირი 196.236, ნიუფაუნდლენდი 108.860, ბენქსი 70.028, დევონი 55.247, აქსელ ჰაიბერგი 43.178, მელვილი 42.149; კლიმატი - კონტინენტური ცივი, სუბპოლარული.
  • ბუნებრივი რესურსები: რკინის მადანი, ნიკელი, თუთია, სპილენძი, ოქრო, ტყვია, მოლიბდენი, ალმასი, ვერცხლი, თევზი, საშენი ხე-ტყე, ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ჰიდროენერგია.


[რედაქტირება] სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული ფედერაციული კონსტიტუციური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური: დიდი ბრიტანეთის დედოფალი (1952 წლიდან), რომლის წარმომადგენელია გენერალ-გუბერნატორი.
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (105+301 წევრი).

[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 10 პროვინცია (province) და 3 ტერიტორია (territory; territoire).

ალბერტაახალი შოტლანდიაბრიტანეთის კოლუმბიაიუკონიკვებეკიმანიტობანიუ-ბრანსუიკინიუფაუნდლენდი და ლაბრადორინუნავუტიონტარიოპრინს-ედუარდის კუნძულისასკაჩევანიჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები

[რედაქტირება] დემოგრაფია

კანადის პარლამენტის შენობა


[რედაქტირება] ეკონომიკა

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 595 მლრდ $ (მე-9 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 19.640 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 2, მრეწველობა 31, მომსახურება 67.
  • ექსპორტი: ავტომობილები, ნავთობი, ალუმინი, ხე-ტყე, ხორბალი.
  • ბიუჯეტი: 178,600 მლნ $.
  • ვალუტა: კანადური დოლარი (CAD).


[რედაქტირება] ისტორია

1867 წელს ბრიტანეთის დომინიონის სტატუსი მიიღო. 1931 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 1949 წელს მიუერთდა ნიუფაუნდლენდი. 1982 წლის კანადის აქტით ქვეყნის უფლებამოსილებები გაფართოვდა. თავისუფალის ვაჭრობის შესახებ, რომელიც მან გააფორმა აშშ-სა და მექსიკასთან, განაპირობა საგარეო ვაჭრობის მკვეთრი ზრდა. კანადის საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემა რჩება ფრანგულენოვანი კვებეკის სეპარატისტული განწყობილებანი. 1995 წელს ამ პროვინციაში ჩატარებულ რეფერენდუმზე დამოკიდებლობის მომხრეებმა ნახევარზე ოდნავ ნაკლები ხმა მიიღეს.


[რედაქტირება] მემკვიდრეობა

კვებეკის ისტორიული რაიონი, ლუნენბურგის ძველი ქალაქი, ალგონქინის, ნაჰანის, დინოზავრის, როკი მაუნთენის ეროვნული პარკები.

[რედაქტირება] ცნობილი კანადელები

  • მწერლები - ალისტერ მაკლეოდი, დუგლას კუპლანდი;
  • გამომგონებლები - ალექსანდერ ბელი (ტელეფონი), ფრედერიკ ბანტინგი (ინსულინი), ჯეიმს ნაისმითი (კალათბურთი)
  • ბიზნესმენები - ჯეკ უორნერი (ფილმ-სტუდიის დამაარსებელი), კენეთ თომსონი (მედია მაგნატი)
  • მსახიობები - მერი პიკფორდი, ქრისტოფერ პლამერი, მაიკლ მეიერსი, კიანუ რივსი;
  • სუპერმოდელები - ლინდა ევანჯელისტა, ნატაშა ჰენსტრიჯი, პამელა ანდერსონი;
  • მუსიკოსები - ოსკარ პიტერსონი, პოლ ანკა, ბრიან ადამსი, სელინ დიონი, შანაია ტვეინი, ავრილ ლავინი, მაიკლ ბუბლე;
  • სპორტსმენები - ჟილ ვილნევი (ავტორბოლა), ბობი ჰალი, გორდი ჰოუ, უეინ გრეცკი, მარიო ლემიე (ჰოკეი), სინდი კლასენი (ჩქაროსნული ციგურაობა).

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე