სან-ხოსე
|
ქალაქი
სან-ხოსე
San José de Costa Rica san jajihtrwe
|
სან-ხოსე (ესპ. San José) — კოსტა-რიკის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს კოსტა-რიკის ცენტრალურ ხეობაში და წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს.
1738 წელს კაბიდო დე ლეონის მიერ დაარსებული სან-ხოსე ლათინური ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა დედაქალაქს წარმოადგენს. კოსტა-რიკის დედაქალაქის სტატუსი მან 1823 წელს მიიღო. დღეს ის თანამედროვე ქალაქია ჩვეული ფუსფუსით, შთამბეჭდავი არქიტექტურითა და ხელოვნებით, რაც უამრავ ტურისტს იზიდავს, სწორედ ტურიზმია ქალაქის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.
2006 წლის მონაცემებით, სან-ხოსეს მოსახლეობა 365 799 ადამიანს შეადგენს. მასთან სიახლოვის გამო, მრავალი ქალაქი მისი მიზიდულობის ქვეშ იმყოფება.
ქალაქი ზღვის დონიდან 1 161 მეტრზე მდებარეობს და გამოირჩევა სტაბილური კლიმატით მთელი წლის მანძილზე. საშუალო ტემპერატურა 25° C-ია, ნალექების მაჩვენებელი 1800 მმ.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Municipalidad de San José. Mayor of San José's Office
- Catedral Metropolitana de San José, Costa Rica
- San José, Costa Rica General info