კონსერვატიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსერვატიზმი (ფრანგ. conservatisme, ლათ. conservo — ვინახავ) — ტრადიციულ ფასეულობეებისადმი, სოციალური და რელიგიური დოქტრინებისადმი ერთგულების მქადაგებელი დოქტრინა. პოლიტიკაში მოძრაობა, რომელიც იცავს სახელმწიფოსა და საზოგადოების წესრიგს, ქადაგებს რადიკალური რეფორმების მიუღებლობას და ექსტრემიზმს. საგარეო პოლიტიკაში ქადაგებს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, სამხედრო ძალის გამოყენებას ზოგ შემთხვევაში, ტრადიციულ მოკავშირეთა მხარდაჭერას და პროტექციონიზმს.

კონსერვატიზმის მთავარი ფასეულობა არის საზოგადოების ტრადიციების, მისი ისტიტუტების და მრწამსის შენახვა, თუმცა ამით არ ცხადდება უარი საზოგადოების ევოლუციურ განვითარებაზე. კონსერვატიზმის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი არის რევოლუციური ცვლილებების მიუღებლობა.

როგორც იდეოლოგია, კონსერვატიზმი ჩამოყალიბდა როგორც რეაქცია საფრანგეთის რევოლუციის საშინელებებზე (ედმუნდ ბიორკი პამფლეტები). ეწინააღმდეგება ლიბერალიზმს, რომელიც ითხოვს ეკონომიკურ რეფორმებს, და სოციალიზმს, რომელიც ითხოვს სოციალურ თანასწორობას. კონსერვატიზმის დამფუძნებელთა შორის არის ასევე იეზუიტი ჟოზეფ დე მესტრი და ავსტრიის კანცლერი კლემანს მეტერნიხი.

კონსერვატიზმი უნდა განისხვავოს რეტროგრადიზმისგან და ტრადიციონალიზმისგან, რადგანაც თანამედროვე კონსერვატიზმი ზოგ შემთხვევაში უფრო მოქნილი და სწრაფი გამოდგა, ვიდრე სხვა პოლიტიკური მოძრაობები. ამის ნათელი მაგალითებია რონალდ რეიგანის რეფორმები აშშ-ში და მარგარეტ ტეტჩერის რეფორმები გაერთიანებულ სამეფოში.

საქართველოს კონსერვატიული პარტია[რედაქტირება]

საქართველოში ასევე არსებობს საქართველოს კონსერვატიული პარტია, - მემარჯვენე ორიენტაციის პარტია საქართველოში.

პარტიას თავდაპირველად ერქვა „ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორები“ და წარმოადგენდა ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ერთობას. 2002 წელს კონსერვატორები გაერთიანდნენ ბლოკში ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და რესპუბლიკურ პარტიასთან.

ბლოკმა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია თბილისის მასშტაბით, მიიღო რა ხმების 24% და გაიყო გამარჯვება ლეიბორისტულ პარტიასთან. უკვე 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით იყო გამარჯვებული ხმათა 27%-ით. კონსერვატიული პარტია იყო ერთ-ერთი ორგანზატორი ებმაგრამ არჩევნების გაყალბების გამო ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებისა.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები იყვმენ ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ შემადგენლობაში და მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით.

კონსერვატორებმა შეწყვიტეს ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა იმავე წლის გაზაფხულზე. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატორები მონაწილეობდნენ რესპუბლიკელებთან ერთად ბლოკით „დავითაშვილი - ხიდაშელი - ბერძენიშვილი“. ბლოკმა საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმების 12% და გავიდა მეორე ადგილზე.

2007 წლის შემოდგომაზე კონსერვატიული პარტია გაწევრიანდა ეროვნულ საბჭოში და იყო 2007 წლის ნოემბრის აქციების ერთ-ერთი ინიციატორი. პარტია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა ლევან გაჩეჩილაძეს, ხოლო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად.

მიუხედავად არჩევნებში მიღებული ხმებისა, პარტიის წევრებმა უარი განაცხადეს მანდატებზე. 2009 წლიდან პარტია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი საპროტესტო აქციებისა 9 აპრილიდან 26 მაისამდე მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

წყაროები[რედაქტირება]