ხოსე მუხიკა
| ხოსე მუხიკა | ||
| ურუგვაის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | ||
| დაიკავა | 1 მარტი 2010 | |
| წინამორბედი | ტაბარე ვასკესი | |
|
|
||
| დაბადებული | 20 მაისი 1935 მონტევიდეო, ურუგვაი |
|
| მეუღლე | ლუსია ტოპოლანსკი | |
| პროფესია | ფერმერი | |
| ხელმოწერა | ||
ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანო (ესპ. José Alberto Mujica Cordano; დ. 20 მაისი 1935, მონტევიდეო, ურუგვაი) — ურუგვაის პოლიტიკური მოღვაწე. ურუგვაის პრეზიდენტი 2010 წლის 1 მარტიდან. 2009 წლის 29 ნოემბერს დაამარცხა თავისი მუდმივი კონკურენტი და არჩეულ იქნა ქვეყნის მეთაურის პოსტზე.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ახალგაზრდობაში იყო პარტიზანული მოძრაობის, ტუპამაროსის წევრი. სამხედრო ციხეში გაატარა 14 წელი. 2005-2008 წელს ეკავა მინისტრის პოსტი, ხოლო შემდეგ სენატორის თანამდებობა.
საინტერესო ფაქტი [რედაქტირება]
მუხიკას უწოდებენ "მსოფლიოს ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს" [1] – საკუთარი ხელფასის 90%, 12 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ხოსე მუხიკა ყოველთვიურად რიცხავს საქველმოქმედო მიზნებისათვის და იტოვებს მხოლოდ მინიმალურ თანხას ყოველდღიური საჭიროებისათვის. მან უარი თქვა პრეზიდენტის რეზიდენციაზე და ცხოვრობს მეუღლის კუთვნილ პატარა ფერმაში, რომელსაც მხოლოდ ორი პოლიციელი იცავს. მუხიკას ჰყავს 1987 წელს გამოშვებული, 1800 აშშ დოლარად შეფასებული "ფოლქსვაგენ ხოჭო".
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Biography by CIDOB Foundation
- Uruguay's President-Elect: Che Guevara’s Spiritual Heir by The Daily Maverick
- Lessa (2001). La revolución imposible: los Tupamaros y el fracaso de la vía armada en el Uruguay. Fin de Siglo.
- Mujica, el viaje de un tupamaro
- Mujica por Pagina 12: “En mi paisito vale la pena invertir”
- [2]
| წინამორბედი: ტაბარე ვასკესი |
ურუგვაის პრეზიდენტი 2010 – დან |
შემდეგი: ' |