ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრაზილია
მეტსახელი(ები) კანარიო,სელესაო,ყვითელ-მწვანეები
ასოციაცია ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია
კონფედერაცია კონმებოლი(სამხ.ამერიკა)
მწვრთვნელი ბრაზილიის დროშა კარლოს დუნგა (2006-)
კაპიტანი ლუსიო
შინაური სტადიონი მარაკანა
მორუმბი
მინეორაო
მანე გარინჩა
ბეირა რიო
სერა დურადა
კასტელაო
მანგეირაო
არუდა
ფიფა-ს კოდები BRA
წამყვანი მეგოლე პელე77 (21)
ძირითადი ფორმა
სათადარიგო ფორმა
პირველი საერთაშორისო
არგენტინის დროშა არგენტინა 3 - 0 ბრაზილია ბრაზილიის დროშა
(ბუენოს აირესი,არგენტინა; 20 სექტემბერი, 1914)
უდიდესი გამარჯვება
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 14 - 0 ნიკარაგუა ნიკარაგუას დროშა
(მეხიკო,მექსიკა; 17 ოქტომბერი, 1975)
უდიდესი დამარცხება
ურუგვაის დროშა ურუგვაი 5 - 0 ბრაზილია ბრაზილიის დროშა
(ვიმია დელ მარი, ჩილე; 18 სექტემბერი, 1920)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოჩენა 18 (პირველად 1930)
საუკეთესო შედეგი 1958,1962,1970,1994,2002

ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს ბრაზილიას მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში და მას ადმინისტრირებას ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია უწევს.ეს არის მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველზე წარმატებული გუნდი,რომელმაც 5-ჯერ(1958,1962,1970,1994,2002) აიღო თასი.ცნობილი გამონათქვამია:ფეხბურთი ინგლისში დაიბადა,ბრაზილიაში კი გაიზარდაო.ამჟამად ბრაზილია ფიფას რეიტინგში მეორეა,ყოველთვის ყოველთვის უძლიერეს ნაკრებებშია და ერთადერთი გუნდია,რომელსაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] ადრეული ისტორია

ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველ თამაშად მიჩნეულია მატჩი,რომელიც გაიმართა 1914 წელს ქალაქ ფლუმინენსეში რიო დე ჟანეიროსა და სან პაულუს ნარჩევ ფეხბურთელებსა და ინგლისის საფეხბურთო კლუბ იქსტერ სიტის შორის.ბრაზილიამ ოსვალდო გომესისა და ოსმანის გოლების წყალობით 2:0 გაიმარჯვა.მომავალი წარმატებებისაგან განსხვავებით ბრაზილიელთა პირველი თამაშები შორს იდგა ბრწყინვალებისაგანეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო ბრაზილიურ ფეხბურთში არსებული დაპირისპირებით,რამაც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას საშუალება არ მისცა ანგარიშგასაწევი გუნდი ჩამოეყალიბებინა.

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების პირველი საერთაშორისო მატჩი:იქსტერ სიტისთან 1914 წელს.

კერძოდ კი სან პაულუსა და რიო დე ჟანეიროს სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციებს შორის დაპირისპირება ნიშნავდა იმას,რომ ეროვნული ნაკრები არ უნდა დაკომპლექტებულიყო ორივე ფედერაციიდან წამოსული ფეხბურთელებით.1930 და 1934 წლის ჩემპიონატებზე ბრზაილია პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას.მაგრამ მომავალში რადიკლაურად შეიცვალა ვითარება-ბრაზილიამ 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა,ხოლო ლეონიდას და სილვა ტურნირის ბომბარდირი გახდა.

1950 წელს ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა,რომელიც იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებული პირველი ჩემპიონატი.ეს იყო ბრაზილიაში ჩატარებული ერთადერთი ჩემპიონატი(თუ არ ჩავთვლით 2014 წელს გასამართ მუნდიალს).ეს ჩემპიონატი უნიკალური იყო არაიმიტომ რომ გამორჩეული ფინალი ჰქონდა,არამედ იმიტომ რომ ბოლო ეტაპზე ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძოდა.არსებითად ბრაზილიასა და ურუგვაის შორის მატჩი იყო გადამწყვეტი.ბრაზილიელებს ჩემპიონატის მოსაგებად ფრეც ჰყოფნიდათ,მაგრამ 2:1 წააგეს.მიუხედავად იმისა,რომ თავიდან 1:0 იგებდნენ.მატჩი გაიმართა რიო დე ჟანეიროში,მარაკანას სტადიონზე,დაესწრო 199,854 მაყურებელი.ეს მატჩი დღეს სამხრეთ ამერიკაში ცნობილია როგორც მარაკანასო,ხოლო ბრაზილიაში კი-საბედისწერო ფინალი.

1954წლის მსოფლიო ბრაზილიას შემადგენლობა გადახალისებული ჰყავდა,იყვნენ უდიდესი ფეხბურთელები-ნილტონ სანტოსი,ჯალმა სანტოსი და დიდი, მარაკანას ფინალიც დავიწყებული იყო,მაგრამ ბრაზილიელები შორს ვერ წავიდნენ:მეოთხედფინალში უნგრეთმა 4:2 დაამარცხა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უსაშინლეს თამაშში.ეს სამარცხვინო მატჩი ცნობილია როგორც ბერნის ბრძოლა.

[რედაქტირება] ოქროს ხანა და პელე(1958-1970)

1958 წლის შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ბრაზილიელთა მწვრთნელმა ვისენტე ფეოლამ გუნდში მკაცრი წესები დაადგინა.მან ფეხბურთელებს მისცა იმ 40 ქმედებისა,რაც არ უნდა გაეკეთებინათ ფეხბურთელებს.ესენი იყო ქუდის და ქოლგის ტარება,ოფიციალური ტანსაცმლის ტარების დროს სიგარეტის მოწევა, პრესასთან საუბარი დაწესებულ დროში.ეს იყო ერთადერთი გუნდი,რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგი(1950 წლის მარცხი ისევ ზემოქმედებდა ზოგიერთ ფეხბურთელზე),სტომატოლოგი(რადგანაც ფეხბურთელების ღარიბული წარმოშობიდან გამომდინარე ბევრს ჰქონდა დენტალური პრობლემები,რომელიც გამოწვეული იყო ინფექციით და მათ გამოსვლაზე ძალიან უარყოფითი გავლენა ჰქონდა) და ევროპაში წარმომადგენელი ჰყავდა წარგზავნილი,რათა შეჯიბრებამდე ერთი წლის მანძილზე დაკვირვებოდა გუნდებს,ბრაზლიის მომავალ მეტოქეებს.

ბრაზილიის ნაკრები 1959 წლის კოპა ამერიკაზე

ბრაზილია ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა ინგლისთან,საბჭოთა კავშირთან და ავსტრიასთან.პირველ მატჩში მათ 3:0 დაამარცხეს ავსტრიელები,შემდეგ კი ინგლისთან ფრე 0:0 ითამაშეს.ბრზილიელები წუხდნენ რომ მათ უნდა ეთამაშათ განსაკუთრებით ძლიერ და ტურნირის მოგების უპირველეს პრეტენდენტ საბჭოთა კავშირთან.მათი სტრატეგია იყო სწრაფი გოლი.მატჩის დაწყებამდე გუნდის ლიდერები ნილტონი,ბელინი,სანტოსი და დიდი ესაუბრნენ მწვრთნელ ვისენტე ფეოლას და დაარწმუნეს რომ საბჭოთა კავშირის დასამარცხებლად და თასის ასაღებად გუნდში სამი ცვლილება გაეკეთებინა:პელე,გარინჩა და ზიტო დაეყენებინა სასტარტო შემადგენლობაში.თამაშის დასაწყისში გარინჩამ მიიღო ბურთი,მოაყტუა ორი მოწინააღმდეგე ფეხბურთელი და გაიტანა გოლი.ბრაზილიელებმა სამი წუთის მანძილზე შეინარჩუნეს თავიანთი უპირატესობა,შემდეგ კი ვავამ გუნდს გამარჯვება მოუტანა.ეს წუთები იყო ყველაზე დიდი სამი წუთი ფეხბურთის ისტორიაში,როგორც მოგვიანებით უწოდეს.საბოლოოდ 2:0 ბრაზილიელთა სასარგებლოდ.მეოთხედფინალში ბრაზილიელებმა პელეს დუბლით დაამარცხეს უელსელები,ხოლო ნახევარფინალში ფრანგები 5:2.ხოლო ფინალში მასპინძელი შვედები და მოიგეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.ბრაზილია გახდა პირველი გუნდი,რომელმაც საკუთარი კოტინენტის გარეთ მოიგო ჩემპიონობა.აღსანიშნი ფაცტი იყო რომ ფეოლას ვარჟიშებზე ჩაეძინებოდა,თამაშის დროს კი თვალები დახუჭული ჰქონდა და მძინარეს შთაბეწდილებას ტოვებდა ხოლმე.ამის გამი დიდი ხშირად ეუბნებოდა რომ ნამდვილი მწვრთნელი ყოფილიყო.

1962 წელს ბრაზილიამ მეორედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი ვარსკვლავ გარინჩასთან ერთად.მან გუნდის ლიდერობა იტვირთა მას შემდეგ რაც მექსიკასთან სადებიუტო შეხვედრაში პელე დაიმტვრა და დაასრულა ტურნირი.

1966 წლის მსოფლიო თასის მზადებაში გავლენა იქონია პოლიტიკამ.ყველა წამყვან ბრაზილურ გუნდს სურდა თავისი ფეხბურთელები ქვეყნის უპრველეს გუნდშიმზადების ბოლო თვეში ფეოლას განკარგულებაში იყო 46 ფეხბურთელი,ინგლისში კი მხოლოდ 22 უნდა წაეყვანა.ამან გამოიწვია განუწყვეტელი კამათი და ფსიქოლოგიური წნეხი.შედეგად მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიამ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა მუნდიალზე გამოსვლის მანძილზე.რათქმაუნდა ამის ყველაზ ედიდი შედეგი ის იყო რომ პელე(რომელიც ამ დროს კარიერის ზენიტში იყო),ჯგუფურ ეტაპზე ყველა საგოლე მომენტი გააფუჭა.

ბრაზილიამ მესამე მსოფლიო თასი მექიკის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიგო 1970წელს.ბრაზილიას აქ საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა;კაპიტანი აბერტო,ჟაირზინიო,ტოსტაო,ჟერსონი,რიველინო და რაღათქმაუნდა პელე.ჟიულ რიმეს ტროფის მესამედ მიღების შემდეგ ბრაზილამ სამუდამოდ დაისაკუთრა ეს პრიზი.

[რედაქტირება] 1974-1990

დიდი ფეხბურთიდან პელეს და სხვა ვარსკვლავების წასვლის შემდეგ ბრაზილიამ ვერ შეძლო გამკლავებოდა ჰოლანდიელების ტოტალურ ფეხბურთს და ვერ დაცვა საკუთარი ტიტული 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა,წააგო რა პოლონეთის მეტად ძლიერ გუნდთან.1978წლის მსოფლიო ჩემპიონატზებრაზილიამ მე-3 ადგილი დაიკავა .

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიელებმა ადვილად გაიარეს ჯგუფური ეტაპი,მაგრამ 3:2 დამარცხდნენ იტალასთან.ეს იყო ერთ-ერთი კლასიკური მატჩი ისტორიაში არსებულ პლეი-ოფურ მატჩებს შორის.ამ შეხვედრაში პაოლო როსიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა.სელესაო დამარცხდა მათ მიერვე წოდებულ სარიას უბედურებაში,გამომდინარე სტადიონის სახელწოდებიდან.ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი დამნაშავე იყო ტელე სანატანა,რომელმაც აირჩია შემტევი ტაქტიკა მაშინ,როცა 2:2 ფრე სავსებით მისაღები იყო მათთვის.1982 წლის მუნდიალის შემადგენოლბა დღესაც მიიჩნევა მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნილ ყველაზე საუკეთეო შემადგენლობად.მაშინდელ გუნდში იყვნენ:ზიკო,სოკრატესი,ფალკაო და სხვები.

1986 წელს მწვრთნელი ტელე და 1982 წლის რამდენიმე ფეხბურთელი მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნდა.ეს ფეხბურთელები ცოტა ხანში შესულები იყვნენ,მაგრამ მაინც შეეძლოთ თამაშით ხალხი მოეხიბლათ. დიდი დანაკლისი იყო ზიკო,ვინაც ჩემპიონატის დაწყებამდე ტრავმა მიიღო.განუწყვეტელმა შეკითხვებმა როდის ჩადგებოდა მწყობრში იგი,ძალიან ცუდი გავლენა იქონია გუნდზე.მეოთხედფინალში ბრაზილია საფრანგეთს შეხვდა.ეს მატჩი იყო კლასიკური ტოტალური ფეხბურთის ნიმუში.მოგრბა ორივე გუნდს სურდა,მაგრამ მეორე ტაიმის ბოლოს მოედანზე ზიკო შემოვიდა(ამ დროს ანგარიში 1:1) იყო,ბრაზილიელბმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს,მაგრამ ზიკომ,ყველა დროს ბრაზილიელი ფანების გმირმა თერთმეტმეტრიანი გააცუდა.აინიშნა დამატებითი დრო,მაგრამ საქმე ბოლოს მაინც პენალტების სერიამდე მივიდა.მართალია აქ ზიკომ გამოიყენა მომენტი,მაგრამ ჟულიო სეზარ და სილვამ და სოკრატესმა გააფუჭეს.ფრანგთაგან პენალტი გააფუჭა კაპიტანმა მიშელ პლატინიმ,მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია თამაშის შედეგზე-4:3 ფრანგთა სასარგებლოდ.

1990 წლის მსოფლიო თასზე ბრაზილიელებს სებასტიანო ლაზარონი წვრთნიდა,რომელიც ჩემპიონატამდეც და შემდეგაც არცთუისე ცნობილი იყო.გუნდი თამაშობდა დაცვითი ტაქტიკით,რომლის მთავარი სიმბოლო იყო ნახევარმცველი დუნგა და სამი განაპირა მცველი.თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ბრაქზილიელები მეორე ეტაპზე გასულიყვნენ.აქ მათ შედარებით სუსტი არგენტინა შეხვდათ და მთელი თამაშის მანძილზე მწვავე პრესინგს ახორციელებდნენ,უამრავი საგოლე მომენტიც ჰქონდათ,მაგრამ კლაუდიო კანიჯამ შეძლო გოლის გატანა და სელესაოს ტურნირიდან გამოთიშვა.

[რედაქტირება] მეტი წარმატებები

[რედაქტირება] 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

ბევრისდა გასაოცრად ბრაზილიის ნაკრებს 24 წელია არ მოეგოთ მსოფლიო ჩემპიონატი და ფინალშიც კი არ იყვნენ გასულები.მათი ბრძოლა დამთავრდა 1994 წელს,როცა რომარიომ,ბებეტომ,დუნგამ,ტაფარელმა,ჟორჟინიომ და სხვებმა მეოთხედ მოიგეს მსოფლიო თასი.ბრაზილიელებმა მე-8დ ფინალში 1:0 დაამარცხეს მასპინძლები,მე-4დ ფინალში 3:2 ჰოლანდიელები, ხოლო ნახევარფინალში 1:0 სძლიეს შვედებს.ფინალში კლასიკური კონფრონტაცია იყო:ბრაზილია VS იტალია.ძირითადი დრო ფრედ 0:0 დამთავრდა,საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.აქ უკვე იტალიელმა რობერტო ბაჯომ ბურთი ზედა ძელს მოარტყა და ბრაზილიას გამარჯვება მოუტანა.ბატონობის ახალი ეპოქა დაიწყო.

[რედაქტირება] 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

ბრაზილიამ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულა.ნახევარფინალში ბრაზილიელებმა ჰოლანდიას პენალტებით სძლიეს.თერთმეტმეტრიანი დარტყმები მას შემდეგ დაინიშნა,რაც ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.გოლები რონალდომ და პატრიკ კლუვერტმა გაიტანეს.მაგრამ პრობლემატურ ფინალში ფრანგებთან 3:0 წააგეს.ბრაზილიელთა დაცვის ხაზი იყო ძალიან სუსტი და ზინედინ ზიდანმა კუთხურიდან თავით ორი გოლი გაუტანა.ამ მატჩის შემდეგ რონალდოს რამდენიმე საათით ეპილფსიური შეტევა დაემართა.ბევრი აკრიტიკებდა რონალდოს კვლავ ძირითადში დაყენებას,რადგანაც მან ძალიან ცუდად ითამაშა.

[რედაქტირება] 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

3 რ-ს(რონალდო,რივალდო და რონალდინიო) ბრწყინვალე თამაშის წყალობით ბრაზილიამ მე-5 მოიპოვა მსოფლიო თასი 2002წელს კორეა-იაპონიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე.ჯგუფეური კენჭისყრის დროს ბრაზილიას გაუმართლა:მასთან ერთად ჯგუფში მოხვდნენ თურქეთი,ჩინეთი და კოსტა რიკა.თურქეთმა ჩემპიონატზე მესამე ადგილი აიღო როგორც ტურნირის ბოლოს ცხადი გახდა.ბრაზილიელებმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგეს,გაიტანეს 11 გოლი და საკუთარ კარში მიიღეს მჴოლოდ 3 ბურთი და ჯგუფის სათავეში მოექცნენ.

ბრაზილიის სადებიუტო შეხვედრაში თურქეთს ნაკრებთან,თურქმა ჰაკან უნსალმა რივალდოს ბურთი ფეხებში მოარტყა.რივალდო კი მოედანზე დაეცა და სახეში ხელები წაიშინა.იგი წამოდგა და თამაში გააგრძელა,ჰაკან უნსალი კი,რომელსაც აქამდე ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული მსაჯმა მოედნიდან გააძევა.ბრაზილიელის ეს სიმულაცია 5,180£-ად შეფასდა.

მერვედფინალში ბრაზილიელებმა მეტად რთულ შეხვედრაში 2:0 დაამარცხეს ბელგიელები.მეოთხედფინალში კი სელესაომ ინგლისის ნარებთან 2:1 იმარჯვა.ჯერ რივალდომ გაიტანა პირველი გოლი,ხოლო შემდეგ კი რონალდინიომ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.ამ ტამაშში როვალდო ინგლისელი დენი მილსისთვის მარჯვენა კოჭში მიყენებული ტრავმის გამო მოედნიდან იქნა გაძევებული.ნახევარფინალი იყო თურქეთის წინააღმდეგ,რომელსაც სამხრეთამერიკელები ჯგფუფურ ეტაპზეც შეხვდნენ.ეს კვლავ რთული თამაში იყო,ბრაზილიელებმა რონალდოს ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვეს.რივალდომ მთელი ტურნირის მანძილზე 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი,მაგრამ ვერ შეძლო გაემეორებნა ჟაირზინიოს 1970 წლის მიღწევა და 6 თამაშში გოლის გატანა.

ფინალში ერთმენეთს მსოფლიო ჩემპიოანტის ორი გიგანტი გუნდი შეხვდა:გერმანია და ბრაზილია.დაუჯერებელია მაგრამ ეს გუდები ერთმანეთს აქამდე მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს შეხვედრიან,თუ არ ჩავთვლით 1974წელს ბრაზილიისა და აღმოსავლეთ გერმანიის მატჩს.მიუხედავად იმისა,რომ გერმანელმა კიპერმა ოლივერ კანმა ფინალში საბედისწერო შეცდომა დაუშვა,იგი მაინც ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.რონალდომ დებლი შეასრულა და ბრზილია მეხუთედ გახდა ჩემპიონი.

[რედაქტირება] 2002-2006 წლები

2005 წლის 29 ივნისს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ბრაზილია შტამბეჭდავად 4:1 დაამარცხა თავისი დაუძინებელი მეტოქე არგენტინა და მეორედ დაეუფლა ფიფას კონედერაციის თასს.მათ აგრეთვე 2004 წლის კოპა ამერიკის თასის ფინალში პენალტების სერიით დაამარცხეს არგენტინელები.

[რედაქტირება] 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

ბრაზილიელთა მწვრთნელმა პარეირამ წარმოადგინა გუნდი მეტსახელად ჯადოსნური ნაკრები,სადაც ოთხი შემტევი იყო:კაკა,რონალდინიო,რონალდო და ადრიანო.

მზადების პროცესში გუნდში თავი იჩინა პრობლემებმა.ორთვიანი ტრავმის მოშუშების შემდეგ წონაში მოიმატა რონალდომ.მას ჰქონდა ფეხზე გამომწოვი სალბუნები და ვარჯიშებზე მაღალი ტემპერატურა.

მიუხედავად იმისა,რომ ბრაზილელებმა პირველი ორი თამაში მოიგეს ხორვატიასთან და ავსტრალიასთან,გუნდი მაინც ვერ აჩვენებდა იმ თამაშს,რასაც მისგან მოელოდნენ გულშემატკივრები.მე-3 თამაშში მწვრთნელმა სათადარიგო შემადგენლობის 5 ფეხბურთელი გამოიყვანა,მათ შორის რობინიო და სისინიო.ცვლილებამ გაამართლა და პენტაკამპეონელებმა გამანადგურებლად 4:1 სძლეს იაპონიას.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის შვეიცარიაში ემზადება.

მერვედფინალში გუნდმა 3:0 მოუგო განას.მაგრამ ბრაზილია მეოთხედფინალში საფრანგეთთან 1:0 წაგების შედეგად გამოეთიშა ტურნირს.ფრაგთა წარმატების მიზეზი იყო მეორესუნთქვაგახსნილი ზინედინ ზიდანი და საიმედო დაცვა,რომელიც აკავებდა ბრაზილიელთა შეტევებს.ბრაზილიელებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ფაბიენ ბარტეზის კარის მიმართულებით.ეს თამაში იმითაც იყო გამორჩეული,რომ ბრაზილიამ ფლეი-ოფში პირველად წააგო ამ გუნდთან.ახლა საფრანგეთს აქვს 2 მოგება,1 ფრე და 1 წაგება ბრაზილელებთან დაპირისპირებაში.

გამოთიშვის შემდეგ გუნდს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს მედიისა და გულშემატკივრების მხრიდან.მედია ატრიალებდა იმ კადრებს,სადაც ჩანს რომ ტიერი ანრის შეტევის დროს რობერტო კარლოსი ბუცს იკრავს.ლეგენდარული პელე ბრალს სდებდა პარეიერას და რონალდინიოს.

[რედაქტირება] 2006 წლის მსოფლიო ჩემპიოანტის შემდეგ

2006წლის 24 ივლისს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა 1994 წლის ჩემპიონი კარლოს დუნგა,მის ასისტენტად კი ჟორჟინიო.მისი პირველი მატჩი იყო ოსლოში ნორვეგიასთან 16 აგვისტოს,რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.მეორე მატჩი იყო ლონდონში არსენალის ემირეითს სთედიუმზე,სადაც ბრაზილიელებმა 3:0 დაამარცხეს დაუძინებელი მტერი არგენტინა.ამ გამარჯვებას მოჰყვა გამარჯვება უელსთან,კუვეიტთან და ეკვადორთან.

დუნგამ ბრაზილიელთა სამწვრთნელო რანგში პირველი მარცხი იგემა 2007 წლის 6 თებერვალს პორტუგალიის წინააღმდეგ,რომელსაც სამხრეთამერიკელთა ყოფილი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი ედგა სათავეში.2007 წლის 24 და 28 მარტს დუნგას პირველი ამრცხი გააქარწყლა ამხნაგურ მატჩებში ჩილესთან(4:0) და განასთან (1:0) გამარჯვებამ.


პარეირასაგან განსხვავებით დუნგა არ გამოარჩევდა ფეხბურთელებს და ყველას ერთმანეთის თანასწორად მიიჩნევდა.მას არ მოუძებნია ფეხბურთელები ისეთ დიდ გუნდებში როგორიცაა მილანი,რეალ მადრიდ და სხვა.ეძებდა ინდივიდუალურ ტალანტებს მთელი ევროპის მასშტაბით,მაგალითად ვაგნერ ლავი და დუდუ კარენსე მოსკოვის ცსკადან და ელანო დონეცკის შახტარიდან.ძველი ვარსკვლვური კვარტეტიდან ნაკრებში მხოლოდ რონალდინიომ და კაკამ დაიმკვიდრეს.ადრიანო 2007 წლის თებერვალში პორტუგალიის წინააღმდეგ იქნა გამოძახებული,რომელიც ბრაზილიელებმა 2:0 წააგეს.კავრტეტის ბოლოწევრის,რონალდოს ნაცვლად თავდასხმაში თამაშობს ლიუშ ფაბიანო.

[რედაქტირება] კოპა ამერიკა 2007

ბრაზილია მონაწილეობას იღებდა 2007 წელს ვენესუელაში ჩატარებულ კოპა ამერიკის(ამერიკის თასის) გათამაშებაში,სადაც მოხვდა B ჯგუფში მექსიკასთან,ეკვადორთან და ჩილესთან ერთად.პირველ მატჩში ბრაზილიელებმა სენსაციურად წააგეს მექსიკასთან-2:0,მაგრამ შემდეგ 3:0 სძლიეს ჩილეს,სამივე გოლი რობინიომ გაიტანა.ეკვადორს კი ბრაზილიელებმა ისევ რობინიოს ერთადერთი თერთმეტმეტრიანი დარტყმით მოუგეს.მეოთხედფინალში ისევ ჩილეს შეხვდნენ და უკვე 6:1 დაამარცხეს.ნეხევარფინალში ბრაზილიელთა მეტოქე ურუგვაი იყო.ძირითადი დრო 2:2 დასრულდა,პენალტებში კი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა იმარჯვეს-5:4. ფინალში კი არგენტინას შეხვდნენ,რომელიც ასევე ტურნირის მოგების ფავორიტი იყო და ფინალამდე ყველა მატჩი მოიგო.ბრაზილიელებმა თავიდანვე მოახერხეს დაწინაურება ჟულიო ბაპტიშტას მე-4 წუთზე გატანილი გოლით,45-ე წუთზე რობერტო აიალამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი,მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა დანი ალვეშმა კი ანგარიში 3:0 გახადა.ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ რობინიო დაასახელეს და ოქროს ბურთი გადასცეს.

[რედაქტირება] კონფედერაციის თასი 2009

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო 2009 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული კონფედერაციის თასის გათამაშება.პირველ მატჩში ეგვიპტესთან მძიმე ბრძოლაში იმარჯვეს ბარზილიელებმა 4:3,სადაც გამარჯვება კაკას მიერ ბოლო წუთზე გატანილი პენალტის წყალობით მოიპოვეს(ამ მატჩის შედეგად ეგვიპტე გახდა ერთადერთ აფრიკული გუნდი,რომელმაც ბრაზილა სამი გოლი გაუტანა),შემდეგ მატჩებში კი გამანადგურებლად,3:0 დაამარცხეს აშშ-სა და იტალიის ეროვნული გუნდები.ნახევარფინალში ბრაზილიელებმა ბოლო იმედის ჯარიმიდან გატანილი გოლით დაამარცხეს ტურნირის მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ნაკრები,ფინალში კი მეტად მძიმე ბრძოლაში 3:2 სძლიეს აშშ-ს ეროვნულ ნაკრებს რომელსაც ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ ბრაზილიელები.აღსანიშნავია რომ პირველი ტაიმის შემდეგ ამერიკელები იგებდნენ 2:0,მაგრამ სამხრეთამერიკელებმა მესამედ ირგუნეს კონფედერაციის თასი.გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად კაკა დასახელდა,ხოლო საუკეთესო ბომბარდირად ლუიშ ფაბიანო,რომელმა 5 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო.

[რედაქტირება] 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

არგენტინის ქალაქ როსარიოში 2009 წლის 5 სექტემბერს ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ 3:1 გამარჯვებით ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

[რედაქტირება] 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

2009 წლის 4 დეკემბერს გამართული კენჭისყრით ბრაზილიის ნაკრები ჯგუფში პორტუგალიის,კოტ დ'ივუარის და ჩრდილოეთ კორეის ნაკრებებთან ე.წ. სკვდილის ჯგუფშიმოხვდა.

ადგილი გუნდი გბ გბ სხ
1 ბრაზილიის დროშა ბრაზილია 0 0 0 0 0 0 0 0
2 ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა 0 0 0 0 0 0 0 0
3 კოტ-დ'ივუარის დროშა კოტ-დ'ივუარი 0 0 0 0 0 0 0 0
4 პორტუგალიის დროშა პორტუგალია 0 0 0 0 0 0 0 0
15 ივნისი 2010
20:30
ბრაზილიის დროშა ბრაზილია v ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთ კორეა ელის პარკი, იოჰანესბურგი

20 ივნისი 2010
20:30
ბრაზილიის დროშა ბრაზილია v კოტ-დ'ივუარის დროშა კოტ დ'ივუარი სოკერ სიტი, იოჰანესბურგი

25 ივნისი 2010
16:00
პორტუგალიის დროშა პორტუგალია v ბრაზილიის დროშა ბრაზილია მოსე მაბჰიდა, დურბანი

[რედაქტირება] ოლიმპიური თამაშები

ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებს არასდროს მოუგია ოლომპიადა,მაგრამ ორგზის მოიგო ვერცხლის(1984 და 1988) და ორგზის ბრინჯაოს მედლები(1996 და 2008).ამ ნაკრებს წვრთინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი,რისი მაგალითიცაა მარიო ზაგალო 1996 წლის,ხოლო დუნგა 2008 წლის ოლიმიურ თამაშებზე.

[რედაქტირება] მეტსახელი

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს მრავალი მეტსახელი აქვს და მსოფლიოს სხვასხვა კუთხეში სხვადასხვანაირადაა ცნობილი.ყველაზე უფრო გავრცელებული სახელია სელესაო რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს შერჩევას.ბრზაილიელები ნებისმიერი ქვეყნის ან სპორტის გუნდს სელესაოს უწოდებენ,ამიტომაც მათ ეროვნულ გუნდს სელესაო ბრასილიერა ეწოდება,მეტი დაკონკრეტებისთავის სელესაო ფუტბოლ დე ბრასილიერა.ბრზილიუეი მედია აპოპულრულებს სიტყვა სელესაოს,თუმცა გუნდს ჰქვია სხვა სახელებიც-კანარინიო,რაც ნიშნავს პატარა იადონს.ეს სახელი 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მულტიპლიკატორმა ფერნანდო პირეუჩეტიმ დაამკვიდრა,ამარელინია-პატარა ყვითლები,ვერდე ამარელიო-ყვითელ-მწვანეები,პენტაკამპეო-ხუთგზის ჩემპიონი და ესკუადრაო დე ოურო-ოქროს ესკადრონი.ბრიტანული და ამერიკული მედია მათ უწოდებს აურივერდეს,რაც მომდინარეობს პორტუგალიური სიტყვებიდან ვერდე(მწვანე) და ამარელა(ყვითელი).მაგრამ ბრაზლიელები არ ხმარობენ ამ სახელს.ინგლისური გაზეთები არაოფიციალურად უწოდებენ სამბას მეფეებს.

[რედაქტირება] სტადიონები

ბრაზილიის ნაკრებს ბევრი ქვეყნის მსგავსად არ აქვს საკუთარი საშინაო სტადიონი,იგი საკვალიფიკაციო მატჩებს ატარაბდა რიო დე ჟანეიროს მარაკანაზე და ჟოაო აველანჟზე,სან პაულუს მორუმბიზე,ბელუ ორიზონტეს მინეირაოზე,დედაქალაქ ბრაზილიას მანე გარინჩაზე,პორტუ ალეგრის ბეირა რიოზე.2006 წლის საკვალიფიკაციო კამპანიას ზოგიერთმა პროვინციულმა ქალაქმა უმასპინძლა.

[რედაქტირება] ეკიპირება

ბრაზილიი ნაკრების თავდაპირველი ფორმა იყო თეთრი მაისურალურჯი საყელოთი,მაგრამ 1950 წლის ფინალის შემდეგ გაუქმდა რადგანაც ეკლდა პატრიტიზმი.ბრაზილიის პორტის კონფედერაციის ნებართვით გაზეთმა კორეი დე მანიამ ჩაატარა კონკურსი ახალ ფორმაზე,სადაც იქნებოდა გაერთიანებული ბრაზილიის დროშის ოთხივე ფერი.გაიმარჯვა 19 წლის პელოტელი ბიჭის ალდირ გარსია შლეეს პროექტმა რომელიც ითვალისწინებდა ყვითელ მაისურს მწვანე ზოლებით და ლურჯ შორტებს თეთრი ზოლებით.ახალი ფორმა პირველად გამოყენებულ იქნა 1954 წელს ჩილეს ნაკრებთან და მას შემდეგ ამას იყენებენ ბრაზილიელი ფეხბურთელები.

ბრაზილიის გასვლით ფორმად ლურჯი მაისურის ხმარება თარიღდება 30-იანი წლებით,მაგრამ მეორე ფორმად გამოყენება 19508 წლის ფინალში მოხდა.ამ დროს ბრაზილია ეთამაშებოდა შვედეთს და რადგანა შვედები მასპინძლები იყვნენე და უფლება ჰქონდათ საკუთარი საშინაო ფორმა ჩაიცვათ,ბრალილელბმა სასწრაფოდ შეაკერინეს ლურჯი მაისური,რომელზედაც ყვითელი მაისურიდან სიმბოლოები ამოაქრგვინეს.

[რედაქტირება] შედეგები მსოფლიო ჩემპიონატზე

ოქროსფერი აღნიშნავს ბრაზილიის ჩემპიონობას.ხოლო წითელი ჩარჩო მასპინძლობას.

წელი რაუნდი პოზიცია გტ გშ
ურუგვაის დროშა 193ო წლის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი რაუნდი 6 2 1 0 1 5 2
იტალიის დროშა 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი რაუნდი 14 1 0 0 1 1 3
საფრანგეთის დროშა 1938 წლის მსოლფიო ჩემპიონატი ნახევარფინალი 3 5 3 1 1 14 11
ბრაზილიის დროშა 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფინალი 2 6 4 1 1 22 6
შვეიცარიის დროშა 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედფინალი 5 3 1 1 1 8 5
შვედეთის დროშა 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემპიონი 1 6 5 1 0 16 4
ჩილეს დროშა 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემპიონი 1 6 5 1 0 14 5
ინგლისის დროშა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი რაუნდი 11 3 1 0 2 4 6
მექსიკის დროშა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემპიონი 1 6 6 0 0 19 7
დასავლეთ გერმანიის დროშა 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ნახევარფინალი 4 7 3 2 2 6 4
არგენტინის დროშა 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ნახევარფინალი 3 7 4 3 0 10 3
ესპანეთის დროშა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მეორე რაუნდი 5 5 4 0 1 15 6
მექსიკის დროშა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედფინალი 5 5 4 1 0 10 1
იტალიის დროშა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მეთექვსმეტედფინალი 9 4 3 0 1 4 2
აშშ-ის დროშა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემპიონი 1 7 5 2 0 11 3
საფრანგეთის დროშა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფინალი 2 7 4 1 2 14 10
სამხრეთ კორეის დროშაიაპონიის დროშა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემპიონი 1 7 7 0 0 18 4
გერმანიის დროშა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედფინალი 5 5 4 0 1 10 2
სამხრეთ აფრიკის დროშა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გავიდა
ბრაზილიის დროშა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გავიდა
სულ 20/20 5 ტიტული 92 64 14 14 201 84

[რედაქტირება] ამჟამინდელი შემადგენლობა

ირლანდიასთან ამხანაგური თამაშისთვის,2010 წლის 2 მარტი.

სახელი დაბ.თარიღი კლუბი თამაში (გოლი) დებიუტი
მეკარეები
ჟულიო სეზარი 3 სექტემბერი 1979 (1979-09-03) (ასაკი 32) იტალიის დროშა ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი) 47 (0) v არგენტინა, 25 ივლისი 2004
დონი 22 ოქტომბერი 1979 (1979-10-22) (ასაკი 32) იტალიის დროშა რომა (საფეხბურთო კლუბი) 10 (0) v თურქეთი, 5 ივნისი 2007
მცველები
მაიკონი 26 ივლისი 1981 (1981-07-26) (ასაკი 30) იტალიის დროშა ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი) 56 (5) v ჩილე, 8 ივლისი 2004
ლუსიო 8 მაისი 1978 (1978-05-08) (ასაკი 34) იტალიის დროშა ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი) 89 (4) v სლოვაკეთი, 14 სექტემბერი 2000
ჟუანი 1 თებერვალი 1979 (1979-02-01) (ასაკი 33) იტალიის დროშა რომა (საფეხბურთო კლუბი) 73 (6) v ჩილე, 8 ივლისი 2004
მიშელ ბასტოსი 2 აგვისტო 1983 (1983-08-02) (ასაკი 28) საფრანგეთის დროშა ლიონი (საფეხბურთო კლუბი) 3 (0) v ინგლისი, 14 ნოემბერი 2009
დანი ალვეში 6 მაისი 1983 (1983-05-06) (ასაკი 29) ესპანეთის დროშა ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი) 33 (3) v ქუვეითი, 7 ოქტომბერი 2006
ლუიზაო 13 თებერვალი 1981 (1981-02-13) (ასაკი 31) პორტუგალიის დროშა ბენფიკა (საფეხბურთო კლუბი) 40 (3) v მექსიკა, 12 ივლისი 2001
ტიაგო სილვა 22 თებერვალი 1984 (1984-02-22) (ასაკი 28) იტალიის დროშა მილანი (საფეხბურთო კლუბი) 6 (0) v ბელგია, 7 აგვისტო 2008
ჟილბერტო 25 აპრილი 1976 (1976-04-25) (ასაკი 36) ბრაზილიის დროშა კრუზეირო 32 (1) v ნიგერია, 11 ივნისი 2003
ნახევარმცველები
ფელიპე მელო 26 აგვისტო 1983 (1983-08-26) (ასაკი 28) იტალიის დროშა იუვენტუსი (საფეხბურთო კლუბი) 16 (2) v იტალია, 10 თებერვალი 2009
რამირესი 24 მარტი 1987 (1987-03-24) (ასაკი 25) პორტუგალიის დროშა ბენფიკა (საფეხბურთო კლუბი) 11 (0) v ბელგია, 7 აგვისტო 2008
ჟილბერტო სილვა 7 ოქტომბერი 1976 (1976-10-07) (ასაკი 35) საბერძნეთის დროშა პანათინაიკოსი 86 (3) v ბოლივია, 25 ნოემბერი 2001
კაკა 22 აპრილი 1982 (1982-04-22) (ასაკი 30) ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 76 (26) v ბოლივია, 31 ივლისი 2002
ჟოსეუ 19 ივლისი 1979 (1979-07-19) (ასაკი 32) გერმანიის დროშა ვოლფსბურგი 26 (1) v განა, 7 მარტი 2007
კარლოს ედუარდო 18 ივლისი 1987 (1987-07-18) (ასაკი 24) გერმანიის დროშა ჰოფენჰაიმი 3 (0) v ინგლისი, 14 ივნისი 2009
ჟულიო ბაპტიშტა 1 ოქტომბერი 1981 (1981-10-01) (ასაკი 30) იტალიის დროშა რომა (საფეხბურთო კლუბი) 45 (5) v იაპონია, 4 ივნისი 2001
კლებერსონი 19 ივნისი 1979 (1979-06-19) (ასაკი 32) ბრაზილიის დროშა ფლამენგო 31 (2) v ბოლივია, 31 იანვარი 2002
თავდამსხმელები
ადრიანო 17 თებერვალი 1982 (1982-02-17) (ასაკი 30) ბრაზილიის დროშა ფლამენგო 48 (27) v კოლუმბია, 15 ნოემბერი 2000
რობინიო 25 იანვარი 1984 (1984-01-25) (ასაკი 28) ბრაზილიის დროშა სანტოსი 73 (20) v მექსიკა, 13 ივლისი 2003
გრაფიტე 2 აპრილი 1979 (1979-04-02) (ასაკი 33) გერმანიის დროშა ვოლფსბურგი 2 (1) v გვატემალა, 27 აპრილი 2005
ნილმარი 14 ივლისი 1984 (1984-07-14) (ასაკი 27) ესპანეთის დროშა ვილიარეალი 15 (8) v მექსიკა, 13 ივლისი 2003

[რედაქტირება] ბოლო დროს გამოძახებულები

გამოძახებულები ბოლო 1 წლის მანძილზე.

სახელი დაბ.თარიღი კლუბი თამაში (გოლი) დებიუტი ბოლოს ითამაშა
მეკარეები
დევიდ ჯეიმსი 1 აგვისტო 1970 (1970-08-01) (ასაკი 41) ინგლისის დროშა პორტსმუთი 49 (0) v მექსიკა, 29 მარტი 1997 v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009
პოლ რობინსონი 15 ოქტომბერი 1979 (1979-10-15) (ასაკი 32) ინგლისის დროშა ბლექბერნ როვერსი 41 (0) v ავსტრალია, 12 თებერვალი 2003 v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009
სკოტ კარსონი 3 სექტემბერი 1985 (1985-09-03) (ასაკი 26) ინგლისის დროშა ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 3 (0) v ავსტრია, 16 ნოემბერი 2007 v გერმანია, ნოემბერი 19, 2008
მცველები
გლენ ჯონსონი 23 აგვისტო 1984 (1984-08-23) (ასაკი 27) ინგლისის დროშა ლივერპული (საფეხბურთო კლუბი) 20 (0) v დანია, 18 ნოემბერი 2003 v ბრაზილია, ნოემბერი 14, 2009
ეშლი კოული 20 დეკემბერი 1980 (1980-12-20) (ასაკი 31) ინგლისის დროშა ჩელსი (საფეხბურთო კლუბი) 77 (0) v ალბანეთი, 28 მარტი 2001 v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009
რიო ფერდინანდი 7 ნოემბერი 1978 (1978-11-07) (ასაკი 33) ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი 76 (3) v კამერუნი, 15 ნოემბერი 1997 v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009
გარი ნევილი 18 თებერვალი 1975 (1975-02-18) (ასაკი 37) ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი 85 (0) v უკრაინა, 3 ივნისი 1995 v ანდორა, ვნისი 10, 2009
ლედლი კინგი 12 ოქტომბერი 1980 (1980-10-12) (ასაკი 31) ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოთსფური 19 (1) v იტალია, მარტი 2002 v უკრაინა, აპრილი 1, 2009
ფილ ჯაგეიკა 17 აგვისტო 1982 (1982-08-17) (ასაკი 29) ინგლისის დროშა ევერტონი 3 (0) v ტრინიდადი და ტობაგო, 1 ივნისი 2008 v უკრაინა, აპრილი 1, 2009
ლეიტონ ბეინზი 11 დეკემბერი 1984 (1984-12-11) (ასაკი 27) ინგლისის დროშა ევერტონი 0 (0) N/A v უკრაინა, აპრილი 1, 2009
ლუკ იანგი 19 ივლისი 1979 (1979-07-19) (ასაკი 32) ინგლისის დროშა ასტონ ვილა 7 (0) v ამერიკის შეერთებული შტატები, 28 მაისი 2005 v ესპანეთი, თებერვალი 11, 2009
ნახევარმცველები
დევიდ ბექჰემი 2 მაისი 1975 (1975-05-02) (ასაკი 37) იტალიის დროშა მილანი (საფეხბურთო კლუბი) 115 (17) v მოლდოვა, 1 სექტემბერი 1996 v ბრაზილია, ნოემბერი 14, 2009
ფრენკ ლამპარდი 20 ივნისი 1978 (1978-06-20) (ასაკი 33) ინგლისის დროშა ჩელსი (საფეხბურთო კლუბი) 76 (20) v ბელგია, 10 ოქტომბერი 1999 v ბრაზილია, ნოემბერი 14, 2009
სტივენ ჯერარდი 30 მაისი 1980 (1980-05-30) (ასაკი 31) ინგლისის დროშა ლივერპული (საფეხბურთო კლუბი) 77 (16) v უკრაინა, 31 მაისი 2000 v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009
აარონ ლენონი 16 აპრილი 1987 (1987-04-16) (ასაკი 25) ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოთსფური 15 (0) v იამაიკა, 2 ივნისი 2006 v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009
თეო უოლკოტი 16 მარტი 1989 (1989-03-16) (ასაკი 23) ინგლისის დროშა არსენალი (საფეხბურთო კლუბი) 8 (3) v უნგრეთი, 30 მაისი 2006 v ჰოლანდია, აგვისტო 12, 2009
სტიუარტ დაუნინგი 22 ივლისი 1984 (1984-07-22) (ასაკი 27) ინგლისის დროშა ასტონ ვილა 23 (0) v ჰოლანდია, 9 თებერვალი 2005 v უკრაინა, აპრილი 1, 2009
თავდამსხმელები
ემილ ჰესკი 11 იანვარი 1978 (1978-01-11) (ასაკი 34) ინგლისის დროშა ასტონ ვილა 57 (7) v უნგრეთი, 28 აპრილი 1999 v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009
გაბრიელ აგბონლაჰორი 13 ოქტომბერი 1986 (1986-10-13) (ასაკი 25) ინგლისის დროშა ასტონ ვილა 3 (0) v გერმანია, 19 ნოემბერი 2008 v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე