ბოგოტა
|
ქალაქი
ბოგოტა
Bogotá
|
ბოგოტა (ესპ. Bogotá; 2000 წლამდე ერქვა სანტა-დე-ბოგოტა) — კოლუმბიის დედაქალაქი. სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი და კოლუმბიის ყველაზე დიდი ქალაქი. ფართობის მიხედვით, ბოგოტა მსოფლიოს 30 უდიდესი ქალაქის სიაშია. მესამეა ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქებს შორის (2 625 მ). (ლა-პასისა და კიტოს შემდეგ). ბოგოტაში არაერთი უნივერსიტეტი და ბიბლიოთეკაა, ამიტომ მას ხშირად „სამხრეთ ამერიკის ათენსაც“ უწოდებენ.
ისტორია[რედაქტირება]
ბოგოტას ძველი სახელწოდებაა „Bacatá“, როგორც მას ჩიბჩა-მიუსკების ხალხი ეძახდა. ესპანურ კოლონიზაციამდე, ქალაქი სწორედ მათი ცივილიზაციის ცენტრი იყო. პირველი ევროპული დასახლება აქ 1538 წელს დააარსა ესპანელმა გონსალო ხიმენეს დე კესადამ და მას სანტა-ფე-დე-ბაკატა უწოდა, მისი დაბადების ადგილისა (სანტა-ფე) და ადგილობრივი სახელის შერწყმის შედეგად. მოგვიანებით, ქალაქი გახდა პერუს ვიცე-სამეფოს შემადგენელი ნაწილის, ახალი გრანადის სამეფოს დედაქალაქი, ხოლო შემდეგ ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს დედაქალაქი. სულ მალე ბოგოტა გახდა სამხრეთ ამერიკაში ესპანეთის კოლონიური მმართველობის ერთ-ერთი ცენტრი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
|
|||||