ოქროს პალმის რტო (ფრანგ. Palme d’Or) — კანის კინოფესტივალის მთავარი პრემია. პრემიას ეს სახელი 1955 წლიდან აქვს. 1946-54 წლებში უმაღლეს ჯილდოს „გრან-პრი“ (Grand Prix — დიდი პრიზი) ერქვა. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ კინოს სამყაროში.
1954 წლამდე კანის კინოფესტივალის ჟიური საუკეთესო ფილმის რეჟისორს აჯილდოვებდა „გრან პრით“. ჯილდო წარმოდგენილი იყო თანამედროვე, იმ წელს მოდაში მყოფი მხატვრის ქმნილებით. შესაბამისად ჯილდო ყოველ წელს განსხვავებული იყო. 1954 წლის დასასრულს ფესტივალის დირექტორთა საბჭომ მოიწვია რამდენიმე იუველირი რათა წარმოედგინათ პალმის რტოს დიზაინი, რომელიც იყო ქალაქ კანის სამხედრო მუნდირის დამახასიათებელი ნიშანი.
1955 წელს პირველი ოქროს პალმის რტო გადაეცა დელბერტ მანს ფილმისთვის მარტი და წარმოადგენდა ფესტივალის უმაღლეს ჯილდოს 1964 წლამდე, მანამ, სანამ ფესტივალი დროებით არ დაუბრუნდა „გრან პრით“ დაჯილდოების ტრადიციას, ოქროს პალმის რტოსთან დაკავშირებით არსებული საავტორო უფლებების დაცვის პრობლემის გამო. 1975 წელს ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოება კვლავ განახლდა და ფესტივალის სიმბოლოდაც იქცა. იგი წარმოდგენილი იყო წითლ წმინდა მაროკოს ტყავის კოლოფში, რომელსაც სარჩულად თეთრი ნატი ჰქონდა დატანებული.
მისი დიზაინი 1975 წლის შემდეგ რამდენიმეჯერ შეიცვალა. საბოლოოდ კი საყრდენი, რაზეც დამაგრებულია თვითონ რტო, რომელიც 1980 წლისთვის მრგვალი ფორმის იყო, 1984 წლისათვის მისი ფორმა პირამიდისებურით შეიცვალა. 1992 წელს პიერ დე ბურკენსმა დიზაინი შეცვალა და საყრდენი ხელით ნაკვეთი ბროლით შეცვალა. კიდევ რამდენიმე ცვლილების შემდეგ მან მიიღო ისეთი სახე, როგორიც დღეს აქვს. იგი გაკეთბულია 24 კარატიანი ოქროთი და მოთავსებულია ახლა უკვე ლურჯ მაროკოს ტყავში.
კანის კინო ფესტივალის თითქმის სამოცდათწლიანი ისტორიის მანძილზე ქალ რეჟისორს ოქროს პალმის რტო მხოლოდ ერთხელ გადაეცა. ეს გახლდათ ჯეინ კემპიონი ფილმისთვის პიანინო 1993 წელს.
| წელი |
ფილმი |
რეჟისორი |
ქვეყანა |
| 1939 |
იუნიონ პასიფიკი / Union Pacific |
სესილ დემილი |
აშშ |
| 1946 |
წამება / Hets |
ალფ სიობერგი |
შვედეთი |
| დაკარგული უიქენდი / The Lost Weekend |
ბილი უაილდერი |
აშშ |
| წითელი ველი / De røde enge |
ბოდილ იპსენი და ლაი ლაურიტცენი |
დანია |
| ქალაქი ბარში / Neecha Nagar |
ჩეტან ანანდი |
ინდოეთი |
| მოკლე შეხვედრა / Brief Encounter |
დევიდ ლინი |
დიდი ბრიტანეთი |
| მარია კანდელარია / María Candelaria |
ემილიო ფერნანდესი |
მექსიკა |
| შემობრუნება |
ფრიდრიხ ერმლერი |
სსრკ |
| პასტორალური სიმფონია / La symphonie pastorale |
ჟან დელანუა |
საფრანგეთი |
| უკნასკნელი შანსი / Die Letzte Chance |
ლეოპოლდ ლინტბერგი |
შვეიცარია |
| ხალხი ფრთების გარეშე / Muži bez křídel |
ფრანტიშეკ ჩაპი |
ჩეხოსლოვაკია |
| რომი - ღია ქალაქი / Roma, città aperta |
რობერტო როსელინი |
იტალია |
| 1947 |
არ გაუციათ |
|
|
| 1948 |
არ ჩატარებულა |
|
|
| 1949 |
მესამე კაცი / The Third Man |
კეროლ რიდი |
დიდი ბრიტანეთი |
| 1950 |
არ ჩატარებულა |
|
|
| 1951 |
მადამ ჯული / Fröken Julie |
ალფ სიობერგი |
შვედეთი |
| სასწაული მილანში / Miracolo a Milano |
ვიტორიო დე სიკა |
იტალია |
| 1952 |
ოტელო / The Tragedy of Othello: The Moor of Venice |
ორსონ უელესი |
აშშ |
| ორ ცენტიანი იმედი / Due soldi di speranza |
რენატო კასტელანი |
იტალია |
| 1953 |
შიშის საფასური / Le salaire de la peur |
ანრი-ჟორჟ კლუზო |
საფრანგეთი |
| 1954 |
ჯოჯოხეთის კარიბჭე / Jigokumon |
ტეინოსუკე კინუგასა |
იაპონია |
| 1955 |
მარტი / Marty |
დელბერტ მანი |
აშშ |
| 1956 |
მდუმარე სამყარო / Le monde du silence |
ჟაკ-ივ კუსტო და ლუი მალი |
საფრანგეთი |
| 1957 |
მეგობრული რწმენა / Friendly Persuasion |
უილიამ უაილერი |
აშშ |
| 1958 |
მიფრინავენ წეროები |
მიხეილ კალატოზოვი |
სსრკ |
| 1959 |
შავი ორფევსი / Orfeu Negro |
მარსელ კამიუ |
საფრანგეთი |
| 1960 |
ტკბილი ცხოვრება / La dolce vita |
ფედერიკო ფელინი |
იტალია |
| 1961 |
დაუსწრებლად / Une aussi longue absence |
ანრი კოლპი |
საფრანგეთი |
| ვირიდიანა / Viridiana |
ლუის ბუნიუელი |
ესპანეთი |
| 1962 |
დაპირების შესრულება / O Pagador de Promessas |
ანსელმო დუარტე |
ბრაზილია |
| 1963 |
ლეოპარდი / Il Gattopardo |
ლუკინო ვისკონტი |
იტალია |
| 1964 |
შერბურგის ქოლგები / Les Parapluies de Cherbourg |
ჟაკ დემი |
საფრანგეთი |
| 1965 |
მოხერხება / The Knack |
რიჩარდ ლესტერი |
დიდი ბრიტანეთი |
| 1966 |
ქალი და მამაკაცი / Un homme et une femme |
კლოდ ლელუში |
საფრანგეთი |
| ქალბატონებო და ბატონებო / Signore & signori |
პიეტრო ჯერმი |
იტალია |
| 1967 |
ფოტოგადიდება / Blowup |
მიქელანჯელო ანტონიონი |
იტალია |
| 1968 |
შეწყდა 1968 წლის მაისის მოვლენების გამო |
|
|
| 1969 |
თუ... / if… |
ლინდსეი ანდერსონი |
დიდი ბრიტანეთი |
| 1970 |
სამხედრო-საველე ჰოსპიტალი / MASH |
რობერტ ოლტმენი |
აშშ |
| 1971 |
შუამავალი / The Go-Between |
ჯოზეფ ლოუზი |
დიდი ბრიტანეთი |
| 1972 |
მუშათა კლასი სამოთხეში მიემგზავრება / La classe operaia va in paradiso |
ელიო პეტრი |
იტალია |
| მათეს საქმე / Il Caso Mattei |
ფრანჩესკო როსი |
იტალია |
| 1973 |
დამქირავებელი / The Hireling |
ალან ბრიჯესი |
დიდი ბრიტანეთი |
| საფრთხობელა / Scarecrow |
ჯერი შაცბერგი |
აშშ |
| 1974 |
მოლაპარაკება / The Conversation |
ფრენსის ფორდ კოპოლა |
აშშ |
| 1975 |
ომის დროინდელი ქრონიკა / Chronique des années de braise |
მოჰამედ ლახდარ-ჰამინა |
ალჟირი |
| 1976 |
ტაქსის მძღოლი / Taxi Driver |
მარტინ სკორსეზე |
აშშ |
| 1977 |
მამასახლისი / Padre padrone |
პაოლო და ვიტორიო ტავიანები |
იტალია |
| 1978 |
ხე ლანჩებისთვის / L’Albero degli zoccoli |
ერმანო ოლმი |
იტალია |
| 1979 |
აპოკალიფსი დღეს / Apocalypse Now |
ფრენსის ფორდ კოპოლა |
აშშ |
| თუნუქის დოლი / Die Blechtrommel |
ფოლკერ შლიონდორფი |
დას. გერმანია გფრ |
| 1980 |
ოჰ, ეს ჯაზი / All That Jazz |
ბობ ფოსი |
აშშ |
| მეომრის ჩრდილი / 影武者 / Kagemusha |
აკირა კუროსავა |
იაპონია |
| 1981 |
რკინის კაცი / Człowiek z żelaza |
ანჯეი ვაიდა |
პოლონეთი პოლონეთი |
| 1982 |
მონატრება / Missing |
კოსტა გავრასი |
აშშ |
| გზა / Yol |
ილმაზ გიუნეი |
თურქეთი |
| 1983 |
ლეგენდა ნარაიამაზე / 楢山節考 / Narayama bushiko |
შოჰეი იმამურა |
იაპონია |
| 1984 |
პარიზი, ტეხასი / Paris, Texas |
ვიმ ვენდერსი |
დას. გერმანია გფრ |
| 1985 |
მამა მივლინებაში / Otac na službenom putu |
ემირ კუსტურიცა |
ისფრ |
| 1986 |
მისია / The Mission |
როლან ჟოფე |
დიდი ბრიტანეთი |
| 1987 |
ეშმაკის მზის ქვეშ / Sous le soleil de Satan |
მორის პიალა |
საფრანგეთი |
| 1988 |
პელე-დამპყრობელი / Pelle erobreren |
ბილი აუგუსტი |
დანია |
| 1989 |
სექსი, ტყუილები და ვიდეოჩანაწერები / Sex, Lies, and Videotape |
სტივენ სოდერბერგი |
აშშ |
| 1990 |
გულით ველური / Wild at Heart |
დევიდ ლინჩი |
აშშ |
| 1991 |
ბარტონ ფინკი / Barton Fink |
ჯოელ და ეთან კოენები |
აშშ |
| 1992 |
საუკეთესო სურვილები / Den goda vilja |
ბილი აუგუსტი |
დანია |
| 1993 |
მშვიდობით საყვარელო /霸王別姬 / Bàwáng Bié Jī |
ჩენ კაიგე |
ჩინეთი |
| პიანინო / The Piano |
ჯეინ კემპიონი |
ახალი ზელანდია |
| 1994 |
მაკულატურა / Pulp Fiction |
კვენტინ ტარანტინო |
აშშ |
| 1995 |
ანდერგრაუნდი / Underground |
ემირ კუსტურიცა |
იუგოსლავია |
| 1996 |
საიდუმლოებანი და ტყუილები / Secrets & Lies |
მაიკ ლი |
დიდი ბრიტანეთი |
| 1997 |
ალუბლის გემო / Ta’m e guilass |
აბას კიაროსტამი |
ირანი |
| გველთევზა / Unagi |
შოჰეი იმამურა |
იაპონია |
| 1998 |
მარადიულობა და ერთი დღე / Mia aioniotita kai mia mera |
თეო ანგელოპულოსი |
საბერძნეთი |
| 1999 |
როზეტა / Rosetta |
ლუკ და ჟან-პიერ დარდენები |
ბელგია |
| 2000 |
სიბნელეში მოცეკვავე / Dancer in the Dark |
ლარს ფონ ტრიერი |
დანია |
| 2001 |
ვაჟიშვილის ოთახი / La stanza del figlio |
ნანი მორეტი |
იტალია |
| 2002 |
პიანისტი / The Pianist |
რომან პოლანსკი |
საფრანგეთი |
| 2003 |
სპილო / Elephant |
გას ვან სენტი |
აშშ |
| 2004 |
ფარენგეიტი 9/11 / Fahrenheit 9/11 |
მაიკლ მური |
აშშ |
| 2005 |
ბავშვი / L’Enfant |
ლუკ და ჟან-პიერ დარდენები |
ბელგია |
| 2006 |
ქარი, რომელიც არწევს ყანას / The Wind That Shakes the Barley |
კენ ლოუჩი |
დიდი ბრიტანეთი |
| 2007 |
4 თვე, 3 კვირა და 2 დღე / 4 luni, 3 săptămâni şi 2 zil |
კრისტიან მუნჯუ |
რუმინეთი |
| 2008 |
კლასი / Entre les murs |
ლორენ კანტე |
საფრანგეთი |
| 2009 |
თეთრი ბაფთა / Das weiße Band, Eine deutsche Kindergeschichte |
მიხაელ ჰანეკე |
გერმანია |
| 2012 |
სიყვარული / Amour |
მიხაელ ჰანეკე |
საფრანგეთი |