შვედეთი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Konungariket Sverige
შვედეთის სამეფო
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Du gamla, Du fria
დევიზი: För Sverige i tiden
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი სტოკჰოლმი
59°21′N 18°4′E
უდიდესი ქალაქი სტოკჰოლმი
ოფიც. ენები შვედური (დე ფაქტო)
მთავრობა საპარლამენტო მმართველობა კონსტიტუციური მონარქია
  -მეფე კარლ XVI გუსტავი
  -პრ.-მინისტრი ფრედერიკ რეინფელდი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
449,964 კმ² (55-ე)
 
  8.7%
მოსახლეობა
 - 2009 სავ.
 - 1990 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
9,263,87 (88-ე)
8,587,353
20 ად/კმ² (194-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2006მიახლ.
$336 მილიარდი (35-ე)

$34,735 (მე-15)
აგი (2004) Green Arrow Up Darker.svg 0.956 (მაღალი) (მე-6)
ვალუტა შვედური კრონი (SEK)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
  -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი SWE
ccTLD .se1
სატელეფონო კოდი +46
1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი.


სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად - შვედეთის სამეფო; შვედურად - Konungariket Sverige.
  • ეტიმოლოგია - შვედურად Sverige ანუ Svea-rike - “სვეას სახელმწიფო”. თვით ხალხის ეთნონიმი შესაძლოა ძველნორვეგიული წარმოშობისა იყოს - Svithjoth, სადაც Svi-ის მნიშვნელობა უცნობია, ხოლო გერმანიკულ ენაზე thjod “ხალხს” შეესატყვისება.
  • ქვეყნის კოდი - SE.


[რედაქტირება] გეოგრაფია

ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ნორვეგია და ფინეთი.

  • ფართობი - 449.964 კვ.კმ.
  • ბუნება: ტერიტორიის ნახევარზე მეტი წიწვოვან ტყეებს უკავია. უმაღლესი მწვერვალი - კებნეკაისე 2.117 მ; მდინარეები (კმ) - ტორნე-მუონიო 570, კლარი 520, დალი 520; ტბები (კვ.კმ) - ვენერნი 5.585, ვეტერნი 1.912, მელარენი 1.140; კუნძულები (კვ.კმ) - გოტლანდი 2.994, ოლანდი 1.347, ორუსტი 346; კლიმატი - კონტინენტური, სუბპოლარული.
  • ბუნებრივი რესურსები - თუთია, რკინის მადანი, ტყვია, სპილენძი, ვერცხლი, საშენი ხე-ტყე, ურანი, ჰიდროენერგია.

[რედაქტირება] სახელმწიფო

  • პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური - მეფეები (ბერნადოტების სახლი): ოსკარ II (1872-1907), გუსტავ V (1907-1950), გუსტავ VI ადოლფი (1950-1973), კარლ XVI გუსტავი (CARL XVI GUSTAF, 1973-დან).
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი Fredrik Reinfeldt(2006).
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი რიქსდაგი (349 წევრი, დაარსებულია 1435 წელს).
  • ადმინისტრაციული დაყოფა - 21 ოლქი (lan).

[რედაქტირება] დემოგრაფია

[რედაქტირება] ეკონომიკა

შვედეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (232 მლრდ $) მსოფლიოში 21-ე ადგილი უკავია.


უპირატესობანი: მსოფლიო მნიშვნელობის ფირმები: სააბი, ვოლვო, ერიქსონი, ელექტროლუქსი და SKF. მაღალგანვითარებული და მუმდმივად მოდერნიზებადი ინფრასტრუქტურა. სამრეწველო ინფრასტრუქტურა მშვენიერი მდგომარეობით, ხოლო პერსონალი დიდი პროფესიონალიზმითა და ინგლისური ენის კარგი ცოდნით გამოირჩევა.


მე-20 საუკუნეში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით, შვედეთმა მოახერხა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, რასაც მოწინავე ტქენოლოგიებმაც შეუწყო ხელი. ქვეყანას უმღლეს დონეზე განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს როგორც შიდა საკომუნიკაციო, ასევე საგარეო კომუნიკაციების თვალსაზრისით. შვედეთი ის იშვიათი ქვეყანაა, რომელსაც ყველა დარგში მაღალ დონეზე განვითარებული სამუშაო ძალები გააჩნია. ეკონომიკის ბურჯად მაინც ტყე, ჰიდროენერგია და ტკინის მადანი მოიაზრება. მრეწველობა ორიენტირებულია საგარეო ვაჭრობაზე. პროდუქციის თითქმის 90% კერძო მეწარმეების მიერ იქმნება.



შვედეთის ელექტროსადგურები:

აეს ფორსმარკი

აეს ოსკარსჰამნი

აეს რინგჰალსი

[რედაქტირება] მემკვიდრეობა

სტოკჰოლმი - ისტორიული ცენტრი, სამეფო სასახლე, რიქსდაგი, სკანსენი (ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ); სამხრეთ ოლანდის აგრარული პეიზაჟები, გამელსტადის ეკლესიათა სოფელი, ჰანზას ქალაქი ვისბიუ, ლაპლანდია.

[რედაქტირება] ისტორია

მყინვარების დნობის დაწყების შემდეგ სკანდინავიის ნახევარკუნძულის მიწების ათვისება ადამიანმაც დაიწყო. სკანდინავიის პირველი მცხოვრებნი მონადირენი და შემგროვებლები იყვნენ. დასახლება ნახევარკუნძულის სამხრეთიდან დაიწყო, რომელიც შემდგომ რამდენიმე მხარედ დაიყო, მათ შორის კი ყველაზე ძლევამოსილი სველანდი აღმოჩნდა. სამეფო ხელისუფლება მე-14 საუკუნეში გაძლიერდა, რასაც ჩრდილოეთის ქვეყნების კალმარის უნიით გაერთიანება მოჰყვა. კავშირი მომხრეებსა და დანიის ოლდენბურგების დინასტიას შორის ხანგრძლივი ომის შემდეგ დაიშალა, შვედეთის სამეფო ტახტზე კი გუსტავ ვაზა ავიდა.


მე-17 საუკუნეში შვედეთი ევროპაში მნიშვნელოვანი ძალის მქონე სახელმწიფოდ მიიჩნეოდა თავისი გამოცდილი და ეფექტური არმიის წყალობით. მომდევნო ასწლეულში სამეფომ ფართო ტერიტორიებზე გაშლილი დაპყრობილი მიწები ვეღარ შეინარჩუნა. რუსეთის დიდი ჩრდილო ომის შემდეგ, 1809 წელს შვედეთმა თავისი აღმოსავლური ტერიტორიები დათმო. მე-19 საუკუნის ინდუსტრიალიზაცია შვედეთში საკმაოდ გვიან დაიწყო. 1860-იან წლებში რკინიგზის მშენებლობა ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარი გახდა. თანდათან პირველი საწარმოები გაჩნდა ელექტროტექნიკისა და ქიმიის დარგში. 1876 წელს დაარსდა საქვეყნოდ ცნობილი კომპანია ერიქსონი. პირველი მსოფლიო ომის დროს შვედეთმა ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. 1921 წელს ხმის მიცემის საყოველთაო უფლების შესახებ კანონი იქნა მიღებული და ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ. შვედეთმა მეორე მსოფლიო ომის დროსაც მოახერხა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოეთის სხვა ქვეყნები ფაშისტურ აგრესიას ვერ ასცდნენ (დანია, ნორვეგია). გერმანული ჯარები შევიდნენ საბჭოთა კავშირის ფინეთის ტერიტორიაზეც. ომის შემდგომ, 1950-60-იან წლებში ხელისუფლებამ არაერთი სოციალური და შრომითი საკითხის რეფორმა გაატარა. ამ დროის ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლება გამოიწვია. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა იმ იდეით იკვებებოდა, რომ მშვიდობიანობის პერიოდში ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს ყოველგვარ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებისგან, რათა ომიანობისას თავი აარიდოს სხვა სახელმწიფოთა აგრესიას. ამის მიუხედავად, ოდნამ მოგვიანებით, შვედეთის სამხედრო სტრუქტურები მჭიდრო კონტაქტში შევიდა ნატოსთან. 1970-იან წლებში შვედეთში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, განსაკუთრებით საპრობლემო შეიქმნა ენერგეტიკული საკითხი. ბირთვული ენერგეტიკის კრიტიკამ ახალი რეაქტორების შენება დაბლოკა. 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრენის შემდეგ შვედეთის სრული ნეიტრალიტეტის პოლიტიკა გადაიხედა და ხელისუფლებამ ევროკავშირში შესვლის სურვილი გამოხატა. შვედეთი 1995 წელს ევროკავშირის წევრი გახდა.


ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფო - შეიქმნა მე-11 საუკუნეში. 1809 წელს მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც მოქმედებდა 1975 წლამდე. ევროპის კავშირის წევრი გახდა 1995 წელს.

[რედაქტირება] ცნობილი შვედები

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე