ნესვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნესვი
Cucumis sativus
Cucumis sativus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Cucurbitales
ოჯახი:  გოგრისებრნი
გვარი:  ნესვი
ლათინური სახელი
Cucumis

ნესვიერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის ლათ. Cucumis-ის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. აქვს მომრგვალო-დაკურთხული ღერო, გრძელყუნწიანი და მსხვილი ფოთოლი, ცალსქესიანი, ზოგჯერ ორსქესიანი ყვავილი. ნაყოფი მრავალთესლიანი გოგრულაა, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს.

ნესვის სამშობლოდ ითვლება შუა და მცირე აზია. ცნობილი სახეობებია გველისმაგვარი, დეკორატიული (აღმოსავლეთ საქართველოში დასტამბო) და ჩინური. კულტურაში გავრცელებულია უფრო ჩვეულებრივი ანუ სუფსის ნესვი ( ლათ. Cucumis melo). სითბოს მოყვარული მცენარეა, უძლებს გვალვას. კარგად ხარობს 25-30 °C ტემპერატურაზე.

ნაყოფი ძვირფასი საკვები და დიეტური პროდუქტია. დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს (16-18%-ზე მეტს), C ვიტამინს (60 მგ-მდე), კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებას და მინერალურ მარილებს. იყენებენ ნედლად, აგრეთვე შემჭკნარსა და გამხმარს. მისგან ამზადებენ ხილფაფას, მურაბას, ცუკატს, მარმელადსა და სხვას. შუა აზიის სარწყავ პირობებში ნესვის მოსავალი 1 ჰა-ზე 300-400 ც, ურწყავ რაიონებში — 200 ც-მდე აღწევს. საქართველოში გავრცელებულია უფრო ადგილობრივი ჯიშები: მეგრული ადგილობრივი, მუხიანური ადგილობრივი, აგრეთვე „მშვენება“, „კოლხოზნიცა 749/753“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]