ტეხასი
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ტეხასი}} |
ტეხასი (Texas, Tx), შტატი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი დაერქვა ინდიელთა ტომის მიხედვით. ჰიუსტონი სიდიდით პირველი ქალაქია ტეხასში და სიდიდით მეოთხე აშშ-ში. დალასის მეტროპოლიტი სიდიდით პირველია ტეხასში ხოლო მეოთხე აშშ-ში. ფართობის 10%ზე ნაკლები უდაბნოა. შტატის ეკონომიკური წარმატებები დაიწყო 20-ე საუკუნიდან, როდესაც ნავთობის რეზერვები იქნა აღმოჩენილი, რამაც გამოიწვია ეკონომიკური ბუმი შტატში. უამრავმა უნივერსიტეტის გახსნამ ტეხასი ჩამოაყალიბა როგორც მრავალმხრივი ეკონომიკისა და მაღალი ტექნოლოგიური ინდუსტრიის შტატი. ტეხასის ერთიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 1,224 ტრილიონ დოლარს და მეორეა კალიფორნიის შემდეგ. ერთიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე კი 36,484 აშშ დოლარი. 2010 წლის მონაცემებით ტეხასში თავს იყრის ფორჩუნ 500-ის 57 კომპანია. ცნობილი კომპანიები ტეხასში: Halliburton, Texas Instrumentals, ExxonMobile. ტეხასში მდებარე დალას-ფორტ ვორზის აეროპორტი საერთაშორისო გადაზიდვებით მეორეა აშშ-ში ხოლო მსოფლიოში კი მეოთხე. ტეხასში თავს იყრის დაახლოებით 1000 პორტი რომელიც გადაჭიმულია 1600 კილომეტრზე ტეხასის სანაპიროებზე, პორტებს დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 1 მილიონი ტეხასელი.
- ისტორია.
- ფართობი – 678 ათასი.
- მოსახლეობა - 25,145 ათასი, მათ შორის 3 მლნ მექსიკელია (თეთრი 71,4 % , აფროამერიკელი 11,5 %, ლათინურამერიკელი 35,9 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 79,6 %.
- ქალაქები – ოსტინი (დედაქალაქი), 541 ათასი, ჰიუსტონი, (დედაქალაქი 1837-39 და 1842-45 წლებში, 1.744 ათასი, დალასი, 1.053 ათასი, სან ანტონიო, 1.068 ათასი, ელ-პასო, 600 ათასი.
- თავისებურებები – მე-2 შტატია მოსახლეობით, მე-2 ტერიტორიით, 1-ლი ნავთობის, გაზის, ბამბის, ბრინჯის წარმოებით.
- ცნობილი ადამიანები – ჯორჯ ბუში, ბადი ჰოლი, სემ ჰიუსტონი, ლინდონ ჯონსონი, ჯენის ჯოპლინი, ტინა ტერნერი.
|
||||||||||||||
სტატიის