|
ქალაქი
არეკიპა
Arequipa
| დროშა |
გერბი |
 |
 |
|
არეკიპა (ესპ. Arequipa) — მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი პერუში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. არის არეკიპის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ვულკან ელ-მისტის მთისწინეთში, ნაყოფიერ ხეობაში.
თანამედროვე ეპოქაში არეკიპა წარმოადგენს ქვეყნის სამხრეთი ნაწილის მსხვილ ფინანსურ, სამრეწველო და სავაჭრო ცენტრს. აქვს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ბრაზილიასთან და ბოლივიასთან. რკინიგზის ხაზით უკავშირდება პერუში ტვირთბრუნვით მეორე ნავსადგურს - მატარანს.
1868 წელს ქალაქი პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა დამანგრეველმა მიწისძვრამ, თუმცა ქალაქს აღუდგინეს პირვანდელი სახე. არეკიპას ცენტრში დაცულია ბაროკოსა და ნეოგოთიკური სტილის ნაგებობები. ქალაქის ისტორიული ცენტრი 2000 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ხეობა სადაც მდებარეობს ქალაქი არეკიპა ჯერ კიდევ დასახლებული უნდა ყოფილიყო ძვ.წ. ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში. თანამედროვე ქალაქი 1540 წლის 15 აგვისტოს დააარსა ფრანსისკო პისაროს ემისარმა პედრო ანსურეს რედონდომ. იგი გახდა ქალაქის პირველი მმართველიც.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]