უგო ჩავესი
| უგო ჩავეს ფრიასი | ||
| ვენესუელის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | ||
| დაიკავა | 2 თებერვალი 1999 | |
| წინამორბედი | რაფაელ კალდერა | |
|
|
||
| დაბადებული | 28 ივლისი 1954 საბანეტა, ვენესუელა |
|
| რელიგია | კათოლიკე | |
უგო რაფაელ ჩავეს ფრიასი (ესპ. Hugo Rafael Chávez Frías, დ. 28 ივლისი, 1954) — ვენესუელის მიმდინარე პრეზიდენტი. როგორც ბოლივარიული რევოლუციის ლიდერი, ჩავესი ქადაგებს დემოკრატიული სოციალიზმისა და ლათინური ამერიკის ინტეგრაციის პოლიტიკურ დოქტრინას. ის ასევე აკრიტიკებს ნეოლიბერალიზმს, გლობალიზაციასა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.
კარიერით სამხედრო ოფიცერმა, ჩავესმა 1992 წლის ჩაშლილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მემარცხენე მეხუთე რესპუბლიკური მოძრაობა დააფუძნა. ჩავესი პრეზიდენტად აირჩიეს 1998 წელს. მისი კამპანია ეყრდნობოდა ვენესუელის ღარიბი უმრავლესობითვის შემწეობის გაზრდას. ამავე პლატფორმით ის ხელახლა აირჩიეს 2000 და 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. ჩავესი ქვეყნის მასშტაბით ხელს უმართავს „ბოლივარიულ მისიებს“, რომელთა მიზანი დაავადებებთან, გაუნათლებლობასთან, საკვების უკმარისობასთან და სიღარიბესთან ბრძოლაა, სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად. საზღვარგარეთ, ჩავესი ვაშინგტონის კონსენსუსის წინააღმდეგ გამოდის და ეკონომიკური განვითარების ალტერნატიულ მოდელებს უჭერს მხარს. ის ასევე მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ჩავესის პოლიტიკასთან პოლარულად განსხვავებული გამოხმაურება აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს. აშშ-ის მთავრობის მტკიცებით ჩავესი ლათინურ ამერიკაში დემოკრატიისთვის საშიშროებას წარმოადგენს. თუმცა მრავალი სხვა ქვეყნის მთავრობა მხარს უჭერს მის იდეოლოგიას და მოხარულია ამ ქვეყანასთან ორმხრივი სავაჭრო და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების დადების.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში