პუერტო-რიკო — სუვერენული სახელმწიფო კარიბის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, პუერტო-რიკოს კუნძულზე, რომელიც ეკუთვნის დიდი ანტილიის არქიპელაგს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ვირჯინიის კუნძულები, ხოლო დასავლეთიდან დომინიკელთა რესპუბლიკა. პუერტო-რიკო გვევლინება დამოუკიდებლად აშშ-ისგან და აქვს „არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიის“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ მოცემული ტერიტორია იმყოფება აშშ-ს მმართველობის ქვეშ (მაგრამ არ წარმოადგენს გამოუყოფელ ნაწილს),ტერიტორიაზე განსაზღვრულად მოქმედებს აშშ-ის კონსტიტუცია, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოდ გვევლინება აშშ-ის კონგრესი. თუმცა ტერიტორიას გააჩნია საკუთარი მმართველობის სისტემაც.
პუერტო-რიკოს აქვს საკუთარი კონსტიტუცია, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შტოები. კავშირი აშშ-სთან გამოიხატება საერთო მოქალაქეობაში, ვალუტაში და ასევე თავდაცვით საკითხებში. აქტიურად განიხილება თვით ამ ტერიტორიის სამართლებრივი სტატუსი როგორც პუერტო-რიკოში, ასევე აშშ-სა და გაეროში. 2000 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური კომისია პუერტო-რიკოს სტატუსის შესახებ (English President's Task Force on Puerto Rico's Status). კომისიამ შეიმუშავა ის მოდელი კუნძულის სტატუსის შესახებ, რაც დღეს არსებობს და ამით კუნძულის მოქალაქეებს მიენიჭა თვითგამორკვევის უფლება. ამით კი მათ შეუძლიათ აირჩიონ სამი გზა: გაიმყარონ ის სტატუსი რაც დღეს აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილება, გახდნენ აშშ-ის ნაწილი და შტატის უფლებებით შეუერთდნენ მას ან მიიღონ დამოუკიდებლობა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში
? არის გვერდი თემაზე:
|
თვითგამოცხადებული ტერიტორიები
|
|
|
|
 |
|