მექსიკა-საფრანგეთის ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრძოლა პუებლასთან

ფრანგული ინტერვენცია მექსიკაში, იგივე მექსიკა-საფრანგეთის ომი წარმოადგენდა საფრანგეთის მეორე იმპერიის შეჭრას მექსიკაში. ამ ომში ფრანგების მხარეს იჭერდა ბრიტანეთი და ესპანეთიც. ომი გამოწვეული იყო მექსიკის პრეზიდენტის, ბენიტო ხუარესის 1861 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, შეეჩერებინა იჯარების გადახდა მთავარი კრედიტორებისთვის, საფრანგეთის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთისათვის. ოპერაცისა ხელძღვანელობდა საფრანგეთის მეთაური ნაპოლეონ III. 31 ოქტომბერს, სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ლონდონის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ისინი აერთიანებდნენ ძალებს, რათა მექსიკისგან დაებრუნებინათ ვალები. 8 დეკემბერს, ესპანელთა ძალები, მათი კონტროლირებადი კუბიდან მიადგნენ მექსიკის ყურეში მექსიკის მთავარ პორტს – ვერაკრუსს.

პუებლასთან გამართული (თანამედროვე ქალაქი კინკო-დე-მაიო) სასტიკი ომის შემდეგ, ყველაფერი დასრულდა მექსიკის მეორე იმპერიის ჩამოყალიბებით, რომელსაც მხარს მრავალი კონსერვატორი მექსიკელი უჭერდა. როდესაც პრეზიდენტ ბენიტო ხუარესის მმართველობა შეიცვალა ჰაბსბურგთა მონარქიის ბატონობით, მექსიკის ელიტამ მოისურვა მონარქიული წყობილების აღდგენა და ამისათვის მოითხოვეს მექსიკისთვის ერცჰერცოგის გამოყოფა ავსტრიის სამეფო სახლიდან. ეს იყო მაქსიმილიან ფერდინანდი, (შემდგომში მექსიკაში მაქსიმილიან I). ეს ყველაფერი საფრანგეთის სამხედრო მხარდაჭერით მოხდა, რომელიც დაინტერესებული იყო მექსიკის ჩრდილო-დასავლეთით არსებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]