პუებლის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პუებლის ბრძოლა
მექსიკა-საფრანგეთის ომის ნაწილი
BattleofPuebla2.jpg
პუებლის ბრძოლა
თარიღი 5 მაისი, 1862
მდებარეობა პუებლა, მექსიკა
შედეგი მექსიკელების გადამწყვეტი გამარჯვება
მხარეები
მექსიკის დროშა მექსიკა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მეთაურები
იგნასიო სარაგოსა შარლ დე ლორანსე
ძალები
4 000 8 000
დანაკარგები
83 დაღუპული,
131 დაჭრილი
462 დაღუპული,
300 დაჭრილი

პუებლის ბრძოლა (ესპ. La Batalla de Puebla) — მექსიკა-საფრანგეთის ომის საწყისი ეტაპის ბრძოლა. გაიმართა 1862 წლის 5 მაისს ქალაქ პუებლასთან, რომელშიც გამარჯვება მექსიკელებმა მოიპოვეს. 1861 წელს მექსიკის უარმა ვალების გადახდაზე გამოიწვია დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და საფრანგეთის ძალების შეყვანა ქვეყანაში. მექსიკის პრეზიდენტმა ბენიტო ხუარესმა შეძლო ინგლისელებთან და ესპანელებთან მოლაპარაკება და მათაც დაუყოვნებლივ გაიყვანეს თავიანთი ჯარი ქვეყნიდან. ფრანგები დარჩნენ და დაიწყო ფრანგული ინტერვენცია.

5 მაისს პუებლასთან ფრანგულ არმიას მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მექსიკელთა ძალებმა იგნასიო სარაგოსას ხელმძღვანელობით. სარაგოსას ცუდად შეიარაღებულმა 4 500 ჯარისკაცმა დაამარცხა შარლ დე ლორანსეს ხელმძღვანელობით, კარგად შეიარაღებული 8 000 ფრანგი.

გამარჯვების დღე აღინიშნება, როგორც მექსიკაში (სინკო-დე-მაიო), ასევე აშშ-ის სამხრეთ შტატებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]