ფორტალეზა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ფორტალეზა
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ბრაზილია
შტატი სეარა
კოორდ. 3°46′53″ ს. გ. 38°35′20″ დ. გ. / 
მერი ლუიზიანი ლინსი
ქალაქი 1726  წლიდან
კლიმატის ტიპი ტროპიკული
მოსახლეობა 2 431 415 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 7748,3 კაცი/კმ²
აგლომერაცია ფორტალეზას აგლომერაცია
ოფიციალური საიტი ბმული
რუკაზე Ceara Municip Fortaleza.svg

ფორტალეზა მდებარეობა ბრაზილია

Red pog.svg

ფორტალეზა (პორტ. Fortaleza „ციხესიმაგრე“) — ქალაქი ბრაზილიაში, სეარას შტატის დედაქალაქი. სიდიდით მე-5 ქალაქია ბრაზილიაში. მეზორეგიონის, ფორტალეზას აგლომერაციის, შემადგენელი ნაწილია. მიეკუთვნება ფორტალეზის ეკონომიკურ-სტატისტიკურ მიკრორეგიონს. მოსახლეობა შეადგენს — 2 431 415 ადამიანს (2007 წლის მონაცემებით). მისი ფართობია — 313,140 კმ². სიმჭიდროვე — 7.748,3 ად./კმ².

ქალაქის სახელი დაკავშირებულია XVII საუკუნიდან არსებულ ჰოლანდიურ ფორტ სხონენბორხთან (ნიდერლ. Schoonenborch).

ქალაქის დღესასწაული — 13 აპრილი.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

იმ ადგილას, სადაც ახლა ფორტალეზაა, ევროპოლები პირველად ჩავიდნენ 1500 წლის 2 თებერვალს. ეს იყო ვისენტე პინსონის ესპანური ექსპედიცია, რომელმაც სანაპიროს დაარქვა ”სანტა-მარია დე ლა კონსოლასიონი” (ესპ. Santa Maria de la Consolación). რადგანაც ამ დროისათვის უკვე მოქმედებდა ტორდესილიაკის შეთანხმება, ესპანეთის და პორტუგალიის გავლენის სფეროს მსაზღვრელი, არ მოხდა ამ გახსნის ოფიციალური აღიარება. კოლონიზაცია დაიწყო პორტუგალიამ, როდესაც პიერო კოელიო დე სოუზამ ააგო ფორტი ”სან ტიაგო” (პორტ. Fortim de São Tiago) მდ. ტიარას სათავესთან 1603 წელს. მოკლე დროში ბრაზილიის ჩრ.-აღ. სანაპირო დაიკავეს ჰოლანდიელებმა, რომლებმაც დაარსეს ფორტი ”სხონენბორხი”, პორტუგალიელებმა კი ტერიტორიის დაბრუნების შემდეგ გადაარქვეს სახელი და ”ფორტალეზა დე ნოსა სენიორა დე ასუნსაო” (პორტ. Fortaleza de Nossa Senhora da Assunção) უწოდეს. 1799 წელს პერნამბუკუს პროვინციას გამოეყო სეარა, ფორტალეზა კი - გახდა მისი დედაქალაქი.

ფორტალეზას პანორამა

[რედაქტირება] გეოგრაფია

კლიმატი

ფორტალეზა ხასიათდება ტიპიური ტროპიკული კლიმატით, მაღალი ტემპერატურით და ტენიანობით, მთელი წლის განმავლობაში. კლიმატს ამსუბუქებს ოკეანის მხრიდან მომავალი ქარი. ყველაზე თბილი თვეებია - დეკემბერი და იანვარი. წვიმის სეზონი იანვრიდან მაისამდე გრძელდება.


მცენარეულობა

ფორტალეზა იმყოფება ტროპიკული ტყეების არეალში.

[რედაქტირება] მოსახლეობა

2007 წლის მონაცემებით, ფორტალეზას მოსახლეობა შეადგენს - 3 427 000 ადამიანს. ამასთან სიმჭიდროვე 7 588 ად./კმ². 2 087 043 ადამიანი (63,2 %) მულატია, 1 199 450 (34,0 %) თეთრკანიანი, 109 000 (2,4 %) ნეგროიდი, 30 000 (0,4 %) აზიური და ინდური წარმომავლობის.

[რედაქტირება] ეკონომიკა

[რედაქტირება] კულტურა და განათლება

ფორტალეზაში არის რამდენიმე უნივერსიტეტი, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო, მათ შორის ”სეარას სახელმწიფო უნივესიტეტი” (პორტ. Universidade Federal do Ceará, UFC). სწავლება სკოლებასა და უნივერსიტეტებში, ისევე როგორც სრულიად ბრაზილიაში, მიმდინარეობს პორტუგალიურად, ხოლო ინგლისური და ესპანური ენების სწავლა შედის საშუალო სკოლის პროგრამაში.

[რედაქტირება] გალერეა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე