სულიწმინდა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სულიწმიდა – მესამე პირი წმიდა სამებისა, არის ისეთივე ჭეშმარიტი და ძლიერი ღმერთი, როგორც მამა და ძე. საღმრთო წერილი ამოწმებს სულიწმიდის ღმრთეებრიობას,როცა მიაწერს მას: ღვთიურ თვისებებს – ყოვლისმეცნიერებას, ყოვლისშემძლეობას, ყველგან მყოფობას, ღვთიურ სახელს, ღვთიურ მოქმედებას.

პიროვნული თვისება სულიწმიდისა არის წინა საუკუნეთა მამისაგან გამომავლობა. ეს პიროვნული თვისება სულიწმიდისა ცხადად გამოხატა იესო ქრისტემ შემდეგი სიტყვებით:„რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის“ (ინ• 15, 26)


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები