აქაიის სამთავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლათინების იმპერია, მისი ვასლები და ბერძენთა სახელმწიფოები ბიზანტიის იმპერიის დაშლის შემდეგ. აქაიის სამთავრო — მუქ იისფერში.

აქაიის სამთავრო, მორეის სამთავრო — სახელმწიფო პელოპონესზე, 1205–1432 წლებში. დააარსეს ფრანგმა რაინდებმა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. პირველი მმართველის გიიომ დე შამპლიტის საფრანგეთში გამგზავრების შემდეგ (1209) მართავდა ვილარდუენთა დინასტია, რომლებმაც თავი ლათინთა იმპერიის ვასლად სცნეს. აქაიის სამთავროს ტერიტორიაზე დამყარდა დასავლური სახის ფეოდალიზმი, ბარონებსა და ფეოდალებს, რომლებზედაც იყო დაყოფილი სამთავრო, გააჩნდათ ფართო ავტონომია. ბერძენი მიწათმფლობელ-არქონტები ახალი ფეოდალური ელიტის უდაბლეს ფენას წარმოადგენდნენ. ადგილობრივი გლეხები ბატონყმურ დამოკიდებულებაში აღმოჩნდნენ და მათზე გავრცელდა ვილანის სტატუსი. 1259 წელს პელაგონიის ბრძოლაში მთავარი გიიომ II დაამარცხეს ნიკეის იმპერიის მებრძლებმა და ტყვედ იგდეს იგი. მოლაპარაკების შემდეგ ბიზანტიელთა ხელში გადავიდა მთავარი ციხესიმაგრეები. 1278 წლიდან სამთავრო ანჟუს დინასტიის მფლობელობაში გადავიდა და იმართებოდა მოადგილეების მიერ. 1430–1432 წლებში დაიპყრო მორეის დესპოტმა კონსტანტინე პალეოლოგოსმა (1449 წლიდან ბიზანტიის იმპერატორი).[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lock P. The Franks in the Aegean, 1204–500. L.; N. Y., 1995;
  • Карпов С. П. Латинская Романия. СПб., 2000.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Карпов С. П. АХЕЙСКОЕ КНЯЖЕСТВО // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 59.