ანტიოქიის საპატრიარქო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტიოქიის საპატრიარქო — ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ეკლესია, დაარსდა IV საუკუნეში. იხსენიება უკვე I მსოფლიო საეკლესიო კერებია (ნიკეის საეკლესიო კრება 325) მეექვსე კანონში.

აერთიანებდა "აღმოსავლეთის" დიოცეზში შემავალ ეკლესიებს. V საუკუნეში ანტიოქიის საპატრიარქო მოიცავდა 15 ეპარქიას. ანტიოქიის საპატრიარქოს მეთაური იწოდება "ანტიოქიისა და სრულიას აღმოსავლეთის პატრიარქად". VII საუკუნიდან ანტიოქიის საპატრიარქოს გავლენა თანდათან შემცირდა, რაც ამ მხარეში მუსლიმანთა (არაბების, თურქ-სელჩუკების, ოსმალების) ხშირი ლაშქრობისა და ბატონობის შედეგი იყო.

ანტიოქიის საპატრიარქოსთან საქართველოს ძველთაგანვე კულტურულ-რელიგიური ურთიერთობა ჰქონდა. არსანიშნავია VI საუკუნეში ანტიოქიიდან საქართველოში იოანეს მეთაურობით ასურელ მამათა მოსვლა და კულტურულ-საეკლესიო მოღვაწეობა. ძველი წყაროები მიუთითებენ V საუკუნეში ანტიოქიის საპატრიარქოსთან ქართული ეკლესიის იერარქიულ დამოკიდებულებაზე. ანტიოქიის საპატრიარქოს დაკნინებული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებისა და შეწირულებათა შეგროვების მიზნით ანტიოქიის პატრიარქები გვიან ხანაში შორეულ ქვეყნებშიც მოგზაურობდნენ, ერეოდნენ ადგილობრივი საეკლესიო საქმეებში. მაგრამ ეს მხოლოდ მათი ადრინდელი გავლენის ფორმალური გამოხატულება იყო. XV საუკუნეში საქართველოში ჩამოსულა ანტიოქიის პატრიარქი მიქაელი, 1664 და 1666 კი პატრიარქი მაკარიოსი და მისი შვილი პავლე.

ანტიოქიის საპატრიარქოს კათედრა ამჟამად დამასკოშია (სირია). აერთიანებს ლიბანელ და სირიელ მართლმადიდებლებს მთელ მსოფლიოში. აქვს 6 ეპარქია სირიაში, 6 - ლიბანში, 3 - თურქეთში, თითო - აშშ, ბრაზილიასა და არგენტინაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბ. ლომინაძე, ქსე, ტ. 1, გვ. 491, თბ., 1975