იუგოსლავია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იუგოსლავია სხვადასხვა დროს
იუგოსლავია ევროპაში
იუგოსლავია (1945 - 1991)

იუგოსლავია იყო სახელმწიფო შუა და სამხრეთ ევროპაში და ჰქონდა სხვადასხვა დროს (1918/1929–დან 1941 წლამდე და 1944/45 დან 2003–2006 წლებამდე) განსხვავებული ტერიტორიული ფორმა და პოლიტიკური წყობა. 1918 და 1991 წლებში მისი ტერიტორია მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვალა, 1991/1992 წლებში კი ოთხი წევრი რესპუბლიკის ჩამოცილების შედეგად ყოფილი ტერიტორიის მეოთხედიღა დარჩა.

XX საუკუნის განმავლობაში იუგოსლავიას შემდეგი სახელები და სახელმწიფოებრივი ფორმაციები ჰქონდა:

იუგოსლავიის სახელმწიფო ესაზღვრებოდა იტალიას, ავსტრიას, უნგრეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და ალბანეთს და ჰქონდა დიდი სანაპირო ადრიის ზღვაში მრავალრიცხოვანი კუნძულებითურთ.

ქვეყნის ჩრდილოაღმოსავლეთი ნაწილი შედარებით ვაკობიანი არის, ხოლო დანარჩენი კი უფრო მთა–გორიანი. ყველაზე მაღალი მთა იყო ტრიგლავი (2864 მეტრი იულიუსის ალპებში იესენიცეს მახლობლად. სიმაღლით ტრიგლავის მთას გოლემ კორაბი (კორაბში ალბანეთის საზღვართან გოსტივარის დასავლეთით) და ტიტოვ ვრვი (2747 მეტრი, შარ პლანინაში ტეტოვოს მახლობლად).

ალბანეთის საზღვარზე სამი დიდი ტბა იყო – სკუტარის, ოჰრიდისა და პრესპასი.

მდინარე დონი კვეთდა იუგოსლავიის ჩრდილოაღმოსავლეთს (მათ შორის ქალაქებს ნოვი სადსა და ბელგრადს) და ქმნიდა ერთგვარ ბუნებრივ საზღვარს რუმინეთთან. ამ გამყოფ ხეობას კი რკინის კარიბჭე ჰქვია (სერბულ–ხორვატულად (Đerdap) ჯერდაპი). დონის მნიშვნელოვანი შენაკადი მდინარეები არის დრაუ (დრავა), სავე (სავა), მორავა.

სექციების სია

მოსახლეობა[რედაქტირება]

მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარება
მთავარი სტატია: იუგოსლავიის მოსახლეობა

იუგოსლავიის მოსახლეობა 1991 წელს შეადგენდა 23,5 მილიონ მცხოვრებს, 19 ქალაქში ცხოვრობდა 100.000 მეტი კაცი. დიდი ქალაქები იყო ბელგრადი (1.168.000 კაცი) და ზაგრები (706.800 კაცი), მას მოსდევდა სარაევო, სკოპიე და ლუბლიანა .

სახელწოდება იუგოსლავია[რედაქტირება]

(იუგოსლავიის შესახებ არსებულ ამ და სხვა სტატიებში საკუთარი სახელები მითითებული კირილიცასა და ლატინიცაზე ამ სივრცის ორანბანიანობის (მათ შორის დღესაც) გამო. იხილე სამხრეთსლავური ენები)

მიუხედავად იმისა, რომ იუგოსლავიის სახელმწიფოს სახელის სრული ოფიციალური ფორმა XX საუკუნის განმავლობაში გამუდმებით იცვლებოდა, მისი შემოკლებული და მეორე არაოფიციალური სახელი იუგოსლავია (ლათინურ შრიფტზე Jugoslavija, ხოლო კირილურზე Југославија) არავის არასდროს არ შეუცვლია.

იუგოსლავია სერბულ–ხორვატულიდან ქართულად ითარგმნება როგორც სამხრეთი სლავია, ან სამხრეთი სლავეთი, მაგრამ ეს სახელწოდებაც საკმაოდ პირობითია, რადგან მასში არ შედიოდა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სამხრეთსლავური ქვეყანა ბულგარეთი. თავდაპირველად კი, XX საუკუნის დასაწყისში სახელიდან გამომდინარე ამ გეოპოლიტიკურ, მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიონალურ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას სამხრეთსლავურ ენებზე მოლაპარაკე ყველა ერი უნდა მოეცვა, მათ შორის ბულგარეთიც, მაგრამ ბულგარელებმა მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც მაშინ მოახერხეს საკუთარი სუვერენობის დაცვა, რასაც მათთვის მოგვიანებით ის დადებითი შედეგიც ჰქონდა, რომ თავიდან აიცილეს ომი, რომელიც 90–იანი წლების დასაწყისში ლამის მთელს ბალკანეთში მძვინვარებდა.

ისტორია[რედაქტირება]

მთავარი სტატია: იუგოსლავიის ისტორია

„სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო“ ანუ „იუგოსლავიის სამეფო“ (1918–1941)[რედაქტირება]

იუგოსლავიის სახელმწიფო შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მანამდელი სერბეთისა და ჩერნოგორიის სამეფოებისაგან (სერბეთის მიერ 1912/13 წლებში ბალკანეთის ომებში მოპოვებული მიწების ჩათვლით) და ავსტრო–უნგრეთის სამხრეთსლავური ნაწილებისაგან. ეს ნაწილები მოიცავდა ძირითადად უწინდელ კრაინას (კრონლანდია), შტირიას, ხორვატია–სლავონიას, დალმათიას, ბოსნიასა და ვოევოდინას .

სახელმწიფოს მეთაური ხდება სერბეთის მეფე პეტრე I კარაჯორჯევიჩი. ქვეყნის დაარსების დღიდან პოლიტიკურმა მდგომარეობამ კონფლიქტური სახე მიიღო ავტონომიის მოწადინე წევრ–სუბიექტებსა და დიდ სერბიაზე მეოცნებე ნაციონალ–პატრიოტებს შორის , რისი უმთავრესი მიზეზიც (და საბაბიც) სახელმწიფო ცენტრალიზმის იდეა იყო; არასერბ ეთნოსთა ავტონომიის იდეა არ აღმოჩნდა საკმარისად რეალიზებული, რამაც ახალი ბიძგი მისცა დაძაბულობებს ეთნიკურ და კონფესიონალურ ნიადაგზე. საბოლოოდ კი პოლიტიკური ბალანსის დარღვევამ სახელმწიფოებრივი კრიზისი წარმოშვა. 1929 წლის 3 ოქტომბერს მეფე ალექსანდრე I. პირველ კონსტიტუციას აუქმებს და ბალკანეთში მყარდება სამეფო დიქტატურა. სახელმწიფოს ეცვლება სახელი და იწოდება იუგოსლავიის სამეფოდ (Краљевина Југославија (СХС) / Kraljevina Jugoslavija (SHS)).

1941 წლის აპრილში იუგოსლავიის სამეფოს გერმანია და იტალია იპყრობს და სამეფოც უქმდება; სერბია, როგორც ვასალური სახელმწიფო ოკუპირებული რჩება, სლოვენიას გერმანია, იტალია და უნგრეთი ნაწილ–ნაწილ იყოფენ, ხორვატია (ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ჩათვლით) დიდ ხორვატიად (ფაქტობრივად ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ვასალურ სახელმწიფოდ) ცხადდება და ერქმევა უცნაური სახელი – ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მონტენეგროსა და ზოგ სხვა მიწებს ქვეყნის სამხრეთში იტალია ისაკუთრებს.

იუგოსლავიის ფედერაციული სახალხო რესპუბლიკა (1945–1963)[რედაქტირება]

1943 წლის 23 ნოემბერს ე.წ. ავნოის-გადაწყვეტილებებით საფუძველი ჩაეყარა სლავი ხალხების ახალ ფედერაციას იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის მეთაურობით.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წლის 29 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც იოსებ ბროზ ტიტოს სახალხო ფრონტმა არჩევნებში გაიმარჯვა იუგოსლავია გამოცხადდა სოციალისტურ ფედერაციულ სახელმწიფოდ, რომელშიც 6 წევრი–რესპუბლიკა (სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, სერბია და მაკედონია) შედიოდა და მისი სრული სახელი იყო (Федеративна Народна Република Југославија, ან Federativna Narodna Republika Jugoslavija) იუგოსლავიის სახალხო ფედერაციული რესპუბლიკა. 1946 წლის 31 იანვარს იუგოსლავიამ მიიღო საბჭოთა კავშირის მსგავსი კონსტიტუცია.

1948 წლიდან ტიტო ნელ–ნელა დაშორდა საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ბლოკის სხვა ქვეყნებს და შეუდგა საკუთარი იუგოსლავური კომუნიზმის (ტიტოიზმი) იდეის განხოციელეჰას. ამ დროს იწყება იუგოსლავიის ეკონომიკური დაახლოება ბლოკში არშემავალ ქვეყნებთან.

1963 წლის 7 აპრილს იუგოსლავიის სახალხო ფედერაციული რესპუბლიკას სახელი ისევ გამოუცვალეს და ამჯერად მას იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა (Socijalistička Federativna Republika Jugoslavija (SFRJ) / Социјалистичка Федеративна Република Југославија / (СФРЈ)) ეწოდა.

იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა (1963–1992)[რედაქტირება]

მთავარი სტატია: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა

1974 წელს პროვინციები ვოევოდინა და კოსოვო ახალ კონსტიტუციაში ავტონომიურ პროვინციებად გამოცხადდა სერბეთის შემადგენლობაში. ფაქტობრივად ამ პროვინციებს არაფორმალურად რესპუბლიკების სტატუსი მიანიჭეს, რომლებიც სერბიას ფორმალურადღა ემორჩილებოდნენ. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკებისაგან განსხვავებით ამ ავტონომიებს არ ეძლეოდა თვითგამორკვევის (ან სეცესიის) უფლება.

ასე შედგა იუგოსლავიის მაშინდელი ფედერაცია 6 წევრი–რესპუბლიკისა და (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, მაკედონია, მონტენეგრო, სერბია, სლოვენია) და ორი ავტონომიური პროვინციიისაგან (კოსოვო, ვოევოდინა) სერბეთის შემადგენლობაში.

ტიტოს გარდაცვალების შემდეგ 1980 წლის 4 მაისს სამთავრობო ფუნქციები თავის თავზე რესპუბლიკის პრეზიდიუმმა აიღო. 8 პირი, ანუ თითო–თითო კაცი წარმოადგენდა 6 რესპუბლიკასა და ორ ავტონომიას. წარმომადგენელთა შორის უთანხმოება სულ უფრო იზრდებოდა და გამაერთიანებელი ფიგურა ტიტო აღარ იყო. ცენტრალურ მთავრობაში სერბებმა იწყეს მომძლავრება და პირველი ხმებიც გაისმა დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

იუგოსლავიის დაშლა 1991 წლიდან[რედაქტირება]

მთავარი სტატია: იუგოსლავიის დაშლა
იუგოსლავიის დაშლა დინამიკაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. (ანიმაციური მოდელი)

გარდა სერბეთისა, ყოფილი იუგოსლავიის ყველა წევრ–რესპუბლიკაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების შემდეგ (მოსახლეობის დიდი აქტივობით) რეფერენდუმები გამართეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის თაობაზე. კენჭისყრას სერბებმა გამოუცხადეს ბოიკოტი და არ მიუღიათ მონაწილეობა, ყოველივე განსაკუთრებით თვალშისაცემი ხორვატიასა და ბოსნია–ჰერცეგოვინაში იყო .

ბელგრადი შეეცადა დამოუკიდებლობის მოთხოვნები სამხედრო ძალით დაეთრგუნა. ასე იუგოსლავიის სახალხო არმია (JNA) 1991 წელს ჯერ სლოვენიაში (10-დღიანი ომი სლოვენიაში) შეიჭრა, ხოლო მოგვიანებით კი ხორვატიაში (ხორვატიის ომი) გადავიდა. როცა ამან შედეგი არ გამოიღო საბრძოლო მოქმედებები ძირითადად სერბებით დასახლებულ კრაინაში (ხორვატეთი) გააჩაღეს. საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ომი ხორვატიაში ნელ–ნელა შეჩერდა, მაგრამ სამაგიეროდ ბოსნია–ჰერცეგოვინის (ბოსნიის ომი) მიმართულებით გადაინაცვლა.

„იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა“ (1992–2003) ანუ „სერბია და მონტენეგრო“ (2003–2006)[რედაქტირება]

მთავარი სტატია: სერბია და მონტენეგრო

1992 წლის 22 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით (127 ქვეყნიდან 26–მა შეიკავა თავი, ხოლო 6 წინააღმდეგ გამოვიდა) გადაწყდა, რომ სერბეთისა და მონტენეგროსაგან შემდგარ ფედერაციას ავტომატურად ვერც იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ განიხილავდნენ და ვერც გაეროს წევრად აღიარებდენენ მას. ახლადშექმნილ ფედერაციას შეეძლო სხვა ყოფილი წევრების მსგავსად ხელახლა ეთხოვა გამხდარიყო გაეროს წევრი. ამ მიზეზით იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა ვეღარ გამოიყენებდა ადგილს გაეროს სხდომებზე. მიუხედავად ამისა, იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა შეეცადა უკუეგდო ეს გადაწყვეტილება, რაც მას ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა. მხოლოდ 2000 წელს მიიღეს იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა ისევ გაეროს წევრთა რიგებში, მას შემდეგ რაც ის გაეროს მოთხოვნების კვალად ხელახლა შევიდა წინადადებით და გაწევრიანება ითხოვა. 2003 წელს, ახალი კონსტიტუციის მიხედვით ახალ ფედერაციას სერბია და მონტენეგრო ეწოდა, რამაც დასასრული დაუდო იუგოსლავიას, როგორც სახელმწიფოს ცნებას.

2006 წლის 3 ივნისს მანამდე რამდენიმე დღით ადრე წარმატებით დასრულებული სახალხო კენჭისყრაზე (ჩატარდა 2006 წლის 21 მაისს) დაყრდნობით მონტენეგრომაც გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობის შესახებ.

დღესდღეობით მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე სერბეთის პროვინციის კოსოვოს შესახებ. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა თავი დამოუკიდებლად. მოლაპარაკებები მსოფლიო თანამეგობრობის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობა–არცნობასთან დაკავშირებით ჯერ არ დასრულებულა.

სახელმწიფო–სამართლებრივი განვითარება[რედაქტირება]

მთავარი სტატია: იუგოსლავიის ისტორია

მაშინ როცა, პირველ (სამეფო 1918-1941) და მეორე იუგოსლავურ სახელმწიფოს შორის (ფედერაციული სახალხო რესპუბლიკა 1945-1963, სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა 1963-1992) იურიდიული კონტინუიტეტი არსებობდა, 1992 წელს დაარსებული მესამე იუგოსლავური (სახალხო რესპუბლიკა) სახელმწიფო, ბადენტერის კომისიის (ინგლ. ზოგჯერ წარმოთქვამენ როგორც –[ბედინტერ]) მიერ დამკვიდრებული სამართლებრივი თვალსაზრისით, მეორე იუგოსლავიის 5 მემკვიდრე სახელმწიფოთაგან მხოლოდ მისი ერთი წევრის ამარად დარჩა (სახელმწიფოთა გაერთიანება სერბია და მონტენეგრო).

იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა ბადენტერის კომისიის დასკვნით სუვერენულ რესპუბლიკებად დაიშალა, რომელთაგან უმეტესობამ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა და რომლებიც დრო და დრო საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა: სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა (სერბია და მონტენეგრო) და მაკედონია. სახელმწიფოთა კავშირი (იგივე ფედერაცია, ან გაერთიანება) შემდეგი სახელით სერბია და მონტენეგრო, რომელთა სამართლებრივ მემკვიდრედაც სერბია გამოდიოდა, დაიშალა 2006 წელს მონტენეგროს გამოყოფის შედეგად. ასე რომ, დღეს იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის ყველა ყოფილი წევრი დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენს.

ყოფილი იუგოსლავიის ეკონომიკა[რედაქტირება]

იუგოსლავიის სამეფოს კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა ჰქონდა, რომელიც იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში სულ მცირე ხნით ჯერ საბჭოთა კავშირის ეკონომიკური მოდელის ნიმუშის მიხედვით, ხოლო მოგვიანებით კი 1950–იანი წლების დამდეგს მშრომელთა თვითმმართველობის სისტემით შეიცვალა. იუგოსლავიის ვალუტა იყო იუგოსლავიის დინარი .

იუგოსლავიაში (სლოვენია/ხორვატია/ვოევოდინა) ეკონომიკურად ბევრად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე სხვა სამხრეთით მიმდებარე წევრი რესპუბლიკები/პროვინციები. მიუხედავად ყველაფრისა, იუგოსლავია სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის ერთ–ერთი ყველაზე შეძლებული ქვეყანა იყო .

ქვეყნის საერთო შიდა პროდუქტი (BIP) ყოველ მოსახლეზე ($) დოლარებში (1990 წლის სექტემბრის მდგომარეობა):

  • სლოვენია 5.500
  • ხორვატია 3.400
  • სერბია 2.200 (ვოევოდინა 3.250 / კოსოვო 730)
  • მონტენეგრო 1.700
  • ბოსნია–ჰერცეგოვინა 1.600
  • მაკედონია 1.400
  • იუგოსლავია (მთლიანად) 2.600

მეცნიერება და განთლება იუგოსლავიაში[რედაქტირება]

უმაღლესი სასწავლებლები[რედაქტირება]

იუგოსლავიის დაარსებისას არსებობდა ორი ზაგრებისა და ბელგრადის უნივერსიტეტი. ზაგრების უნივერსიტეტი დაარსდა 1669 წელს, ხოლო ბელგრადის უნივერსიტეტი კი 1808 წელს.

1918–დან 1992 წლებში დაარსებული იქნა შემდეგი ახალი უნივერსიტეტები:

ასევე დაარსებულ იქნა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი. ხელოვნების აკადემიები ლუბლიანასა და ზაგრებში, რომლებიც მანამდე არსებული ინსტიტუტების ბაზაზე შეიქმნა.

პირველი უნივერსიტეტი იუგოსლავიის ტერიტორიაზე იყო ზადარის უნივერსიტეტი, რომელიც 1396 წელს დაარსდა და 1807 წელს დაუხურავთ. 1955 წელს ზადარში ისევ ამოქმედებულა ფილოსოფიური ფაკულტეტი. 1674–დან 1786 წლებში ლეპოგლავას (ვარაჟდინთან) ერთ–ერთ მონასტერში უნივერსიტეტი არსებობდა.

კულტურა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

იუგოსლავიის ყველაზე ცნობილი მწერალი იყო ივო ანდრიჩი (1892-1975), რომელმაც 1961 მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. სერბულ–ხორვატულ ენოვანი სხვა ცნობილი ავტორები მეჰმედ (მეშა) სელიმოვიჩი (1910-1982), მიროსლავ კრლეჟა (1893-1981) და ალექსანდრ ტიშმა (1924-2003).

იხილე ასევე იუგოსლავიის მწერლების სია

კინოხელოვნება[რედაქტირება]

1945 წლამდე იუგოსლავიაში არ გადაუღიათ ბევრი ფილმი. 1950–იან წლებში იტალიური ნეორეალიზმის მსგავსი სტილი დამკვიდრდა, რომელიც ნოვი ფილმმა შეცვალა. 1980–იან წლებში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ემირ კუსტურიცას ფილმებმა.

სახვითი ხელოვნება[რედაქტირება]

იუგოსლავიაში ცხოვრობდნენ ნაივური მხატვრობა ზოგიერთი გამოჩენილი წარმომადგენლები (მათ შორის ივან გენერალიჩი).

მრავალ ისტორიულ არქიტექტურულ ძეგლთან ერთად იუგოსლავიაში ასევე თანამედროვე არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშები მოიპოვება. იუგოსლავური ინდუსტრიული დიზაინის ცნობილი სახეები არიან საშა მეხტიგი და დავორინ სავნიკი.

მუსიკა[რედაქტირება]

მთავარი სტატია: იუგოსლავიის მუსიკა

სპორტი[რედაქტირება]

იუგოსლავია მასპინძლობდა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 1976 წელს. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 1984 წელს სარაევოში ჩატარდა.

იუგოსლავიას ჰყავდა ძლიერი საკალათბურთო გუნდები; ვაჟთა ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა 1970, 1978, 1990, 1998 და 2002 წლებში, ასევე ევროპის ჩემპიონი 1973, 1975, 1977, 1989 და 1991, ხოლო 1980 წელს იუგოსლავმა კალათბურთელებმა ოლიმპიურ საზაფხულო თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

იუგოსლავიამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონი ხელბურთში 1973 წელს (ქალთა) და 1986 (ვაჟთა) შორის, წყალბურთში კი ვაჟთა ნაკრებმა მოიპოვა ოქროს მედლები 1968, 1984 და 1988 წლებში მათ შორის ოთხჯერ ვერცხლის. 1989, 1966, 1979 წლებში ბლედში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში .

სახელგანთქმული სპორტსმენები მრავალთა შორის იყვნენ:

იხილე ასევე იუგოსლაველი სპორტსმენები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]