მავრიკი
|
|||||
| ჰიმნი: Motherland | |||||
| დედაქალაქი | პორტ-ლუი |
||||
| უდიდესი ქალაქი | პორტ-ლუი | ||||
| ოფიც. ენები | ინგლისური, ფრანგული (რეგიონალური) |
||||
| მთავრობა | რესპუბლიკა | ||||
| -პრეზიდენტი | მონიკ ოჰსან ბელეპო | ||||
| -პრ.-მინისტრი | |||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
2,040 კმ²(179-ე) 0.05% |
||||
| მოსახლეობა - 2007 სავ. - სიმჭიდროვე |
1,264,866 (151-ე) 616 ად/კმ² (მე-18) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2006მიახლ. $16.0 მილიარდი (119-ე) $13,703 (51-ე) |
||||
| აგი (2004) | |||||
| ვალუტა | მავრიკის რუპიე (MUR) |
||||
| დროის სარტყელი | (UTC +4სთ.) | ||||
| -ზაფხულის დრო | (UTC +4სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | MUS | ||||
| ccTLD | .mu | ||||
| სატელეფონო კოდი | +230 |
||||
მავრიკი (ინგლ. Mauritius; ფრანგ. Maurice) — კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მადაგასკარიდან აღმოსავლეთით 900 კილომეტრში. რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის კუნძულები მავრიკი (ყველაზე დიდი, 1865 კმ²) და როდრიგესი (104 კმ²). ქვეყნის საერთო ფართობია 2045 კმ². დედაქალაქი — ქ. პორტ-ლუი, რომელიც კუნძულ მავრიკზე მდებარეობს.
[რედაქტირება] გეოგრაფია
მავრიკის კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა. ზედაპირი მაღლობია, განსაკუთრებით კუნძულ მავრიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (მთა პიტონი 826 მ). ჰავა ტროპიკულია, ზღვისა. ყველაზე თბილი თვის (თებერვალი) საშუალო ტემპერატურაა 26 °C ყველაზე ცივისა (აგვისტო) 14 °C-იდან შიგა რაიონეშბი, 18,5 °C-მდე სანაპიროზე. ნალექები წელიწადში 1500-2500 მმ-იდან სანაპირო ვაკეზე, 3500-5000 მმ-მდე ცენტრალურ პლატოზე და მთაში. იანვარ-მარტში ხშირია ტაიფუნი. მდინარეები მცირეწყლიანია. მთავარი მდინარეა გრანდ-რივიერი. მიადაგები ნოყიერია. მთაში შემორჩენილია ხშირი ტროპიკული ტყეები. ფაუნა გამოირჩევა ენდემური სახეობებით, განსაკუთრებით მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო.
[რედაქტირება] ისტორია
კუნძული მავრიკი ჯერ კიდევ X საუკუნეში იყო ცნობილი არაბი მოგზაურებისათვის, რომლებიც მას დინა არობის (ვერცხლის კუნძული) სახელით იხსენიებენ. XVI საუკუნემდე კუნძული დაუსალხებელი იყო. XVI საუკუნის დასაწყისში იქ გადასხდნენ პირველი ევროპელები - პორტუგალიელები. 1598 წელს კუნძულს დაეუფლნენ ჰოლანდიელები და უწოდეს მავრიკი (მორის ორანელის პატივსაცემად). ჰოლანდიელებმა აქ აღმოსავლეთ აფრიკიდან მონები შემოიყვანეს. 1715 წელს კუნძული მიიტაცეს ფრანგებმა (უწოდეს ილ-დე-ფრანსი), ხოლო 1810 წელს იგი დიდი ბრიტანეთის სამფლობელო გახდა. კუნძულის მოსახლეობა იბრძოდა კოლონიზატორების წინააღმდეგ (აჯანყებები 1695, 1724, 1732, 1794).
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტიკოლონიურმა ბრძოლებმა აიძულა დიდი ბრიტანეთი ზოგიერთ დათმობაზე წასულიყო. 1957 წელს გაფართოვდა საკანონმდებლო საბჭოს უფლებები. 1958 წელს შემოიღეს საყოველთაო საარჩევნო უფლება. 1964 წელს შეიქმნა ეროვნული მთავრობა. 1967 წლის 7 აგვისტოს ჩატარდა საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები. კუნძულმა მიიღო თვითმმართველი ტერიტორიის სტატუსი. არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტია მოითხოვდა კუნძულისთვის დაუყოვნებლივი დამოუკიდებლობის მიცემას. 1968 წლის 12 მარტს მავრიკი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა თანამეგობრობის ფარგლებში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 345, თბ., 1983 წელი.
|
|||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||
|
||||||||||||||||||||