ლივონია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლივონიის რუკა დაახლოებით 15-ე საუკუნე

ლივონია (ლათ. Livonia, გერმ. Livland „ლივების მიწა“) — ისტორიული მხარე აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში. სახელდებულია გერმანელი რაინდი-ჯვაროსნების მიერ იმხანად ბალტიისპირეთში მცხოვრები ერთ-ერთი ფინურ-უგრული ტომის — ლივების სახელის მიხედვით.

[რედაქტირება] ტერმინის განმარტება

XII—XIII საუკუნეების მიჯნაზე ლივონიაში მხოლოდ ლივთა განსახლების არეალი იგულისხმებოდა: დასავლეთ დაუგავის ჩრდილოეთით მდებარე მიწები, რიგის ყურის სანაპირო ტერიტორიები, სამხრეთით კი კურლანდიის მიწები. XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან 1461 წლამდე უკვე გერმანელი რაინდი-ჯვაროსნების მიერ დაპყრობილი თანამედროვე ესტონეთისა და ლატვიის მთელი ტერიტორიები იგულისხმება.

[რედაქტირება] სახელმწიფოს ისტორია

ლივონია XVII საუკუნის დამლევს

კურლანდიის საჰერცოგოს შექმნის შემდეგ (1561), ლივონია ეწოდება ჩრდილოეთ ლატვიას და სამხრეთ ესტონეთს. განეკუთვნებოდა ჯერ რეჩ პოსპოლიტას, შემდეგ შვედეთს. XVII საუკუნეში ტერმინი ლივონია შეცვალა ლიფლანდიამ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე