ფრანსისკო ფრანკო
ვიკიპედიიდან
| ფრანსისკო ფრანკო ბაამონდე Francisco Franco Bahamonde |
||
| ესპანეთის სახელმწიფოს მეთაური, რეგენტი და კაუდილიო | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1 აპრილი 1939 – 20 ნოემბერი 1975 | ||
| წინამორბედი | მანუელ ასანია (რესპუბლიკის პრეზიდენტი) | |
| მემკვიდრე | ხუან კარლოს I (მეფე) | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 5 თებერვალი 1939 – 9 ივნისი 1973 | ||
| წინამორბედი | ხუან ნეგრინი | |
| მემკვიდრე | ლუის კარერო ბლანკო | |
|
|
||
| დაბადებული | 4 დეკემბერი 1892 ფეროლი, ესპანეთი |
|
| გარდაცვლილი | 20 ნოემბერი 1975 მადრიდი, ესპანეთი |
|
| პოლიტიკური პარტია | ესპანური ფალანგა | |
| მეუღლე | კარმენ პოლო (1900-1989) | |
ფრანსისკო ფრანკო (ესპ. Francisco Paulino Hermenegildo Teódulo Franco Bahamonde) (4 დეკემბერი, 1892, ელ-ფეროლი, გალისია — 20 ნოემბერი, 1975, მადრიდი) იყო ესპანეთის დიქტატორი 1939 წლიდან მის სიკვდილამდე 1975. გენერალსიმუსი. ასევე ცნობილია როგორც კაუდილიოს ტიტულით. ხელისუფლებაში ავიდა სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ 1936-1939 წლებში.
სექციების სია |
[რედაქტირება] ახალგაზრდობა
ფრანსისკო ფრანკო ოჯახური ტრადიციის გამგრძელებელი და გახდა სამხედრო ფლოტის მეზღვაური მაგრამ ესპანეთის დამარცხებამ ესპანეთ-ამერიკის ომში 1898 წელს მიიყვანა საქმე იქამდე რომ სამუშაო ადგილები ფლოტში სერიოზულად შემცირდა და მდგომარეობიდან გამომდინარე ფრანკო მამის თხოვნით ჩაირიცხა ესპანეთის ქვეითთა აკადემიაში ხოლო მისი ძმა რამონ ფრანკო გახდა ცნობილი ავიატორი.
ქვეითთა აკადემიის დასრულების შემდეგ ტოლედოში 1910 წელს მან დაჰყო 2 მშვიდი წელი ესპანურ გარნიზოში რომელიც დისლოცირებულ იყო მის მშობლიურ ქალაქ ელ ფეროლში,თუმცა პირველივე შესაძლებლობისთანავე წავიდა საომრად მაროკოში. ამ ომში მას მიეცა საშუალება მიეღო საბრძოლო გამოცდილება და გაეკეთებინა სამხედრო კარიერა.პრაქტიკაში ეს ნიშნავდა უმძიმეს გამოცდილებას ცოცხლად გადარჩენისათვის უსასტიკესი ომის პირობებში.
ფრანკომ სწრაფადვე გამოიმუშავა კარგი ოფიცრის რეპუტაცია.მან დაჰყო 11 წელი საერთო სირთულეებით,რეგულარულ ჯარებში,შემდგომ კი ესპანურ უცხოურ ლეგიონში.(რომელიც თვისობრივად წააგავდა ფრანგულ უცხოურ ლეგიონს) 1912 დან 1916 წლამდე და 1920 წლიდან 1926 წლამდე მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი რიფელი კაბილების წინააღმდეგ ომში,გაიარა გზა ლეიტენანტიდან გენერლამდე.1916 წელს 23 წლის ასაკში ფრანკო დაიჭრა მაგრამ გახდა ყველაზე ახალგაზრდა კომენდანტე (მაიორი) ესპანურ არმიაში,ხოლო 33 წლის ასაკში კი გახდა ყველაზე ახალგაზრდა გენერალი.1926 წელს ის დაინიშნა ქვეითთა ბრიგადის მეთაურად მადრიდში,1928 წელს კი დაინიშნა ახლად შექმნილი სარაგოსას სამხედრო აკადემიის დირექტორად.
[რედაქტირება] აღმასვლა ძალაუფლებისკენ
1931 წლის რევოლუციის შემდეგ დაეცა მონარქია.ხელისუფლებაში მოვიდა მემარცხენე ხელისუფლება,ფრანსისკო ამ პერიოდში არ ერეოდა შიდაპოლიტიკაში და ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს.1931 წელს 15 აპრილს ფრანკო გამოვიდა სარაგოსას სამხედრო აკადემიის მსმენელების წინაშე და განაცხადა:«რადგანაც გამოცხადებულია რესპუბლიკა და უმაღლესი ხელისუფლება დროებითი მთავრობის ხელისუფლება დროებითი მთავრობის ხელშია ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ დისციპლინა,გავერთიანდეთ იმისთვის რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და დავეხმაროთ ერს სწორი გზით სვლაში»
ახალი მთავრობის პირველ წლებში რესპუბლიკას მართავდნენ მემარცხენეები რომლებიც ატარებდნენ სხვადასხვა უხეშ რეფორმეს აგრარულ სფეროში.აგრარული რეფორმების შემდეგ მთავრობამ დაიწყო ანტისასულიერო ღონისძიებების გატარება,ლიკვიდაცია მოხდა 1851 წელს დადებული კონკორდატის კათოლიკური ეკლესიასთან,კათოლიციზმი როგორც სახელმწიფო რელიგია დაკნინდა,მთავრობის მიერ ეკლესიის დახმარებაც ბუნებრივია შეწყდა,იეზუიტთა ორდენი გამოცხადდა უკანონოდ.ფართოდ გავრცელებული საეკლესიო სწავლების სისტემა განადგურდა,გამარტივდა განქორწინების პროცესი,ბევრი მონასტერი იქნა დანგრეული.ფართო მასები პოლიტიზირდა და რადიკალურად განეწყო.თავდასხმები,გაფიცვები,ტერორი,ქაოსი და სისხლისღვრა სოფლებში ამ ყველაფრის უკან იდგა იბერიის ანარქისტთა ფედერაცია რომელიც გამოდიოდა «თავისუფალი კომუნიზმის» ლოზუნგით,რამაც გამოიწვია მთავრობის პოზიციის კიდევ უფრო შერყევა და საბოლოო ჯამში მთავრობის გადადგომა. 1933 წელს მთავრობაში მოვიდა მემარჯვენე პარტიები,რომლებმაც შეაჩერეს ეგრედ წოდებული რეფორმები,2 წითელი წლის შემდგომ დაიწყო 2 შავი წელი რესპუბლიკაში. შედეგად რესპუბლიკაში დაიწყო ფორმირებები მრავალრიცხოვანი წინასაომარი ორგანიზაციების სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობების მიხედვით,ანარქისტების და კომუნისტების შემდეგ თავის მხრივ ნაციონალისტებმაც შექმნეს «ესპანური ფალანგა».1934 წელს ასტურიაში დაიწყო მეშახტეთა გამოსვლები ანარქისტთა წაქეზებით,რომლის ჩახშობაშიც მონაწილეობა მიიღო ფრანსისკო ფრანკომ.ამის შემდეგ გენერალი ფრანკო გახდა სამხედრო მეთაური მაროკოში თუმცა იქ მხოლოდ რამდენიმე წელი დაჰყო და დაბრუნდა მადრიდში,რატა მიეღო გენშტაბის უფროსის თანამდებობა. 1936 წლის თებერვლის არჩვნებში სერიოზული დარღვევებით გაიმარჯვა სახალხო მემარცხენე ფრონტმა,რომელშიც შედიოდნენ სოციალისტები,კომუნისტები,ანარქისტები და მემარცხენე ბურჟუაზიული პარტიების ლიდერები.მემარცხენეებმა გამარჯვების თანავე დაიწყესთანამოაზრეების ციხეებიდან განთავისუფლება,მიწების მიტაცება,ეკლესიების და მონასტრების ახალი ძალით ნგრევა,ესპანეთი ჩავარდა ღრმა კრიზისში როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ.11 მილიონი შრომის უნრიანი ესპანელიდან 8 მილიონი უმუშევრად დარჩა და იმყოფებოდა უმძიმეს გაჭირვებაში.
[რედაქტირება] სამოქალაქო ომი
1936 წლის 18 ივლისს დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი.სამხედროებმა დაიწყეს აჯანყება ყველა დიდ ქალაქში,თუმცა ზოგიერთ ქალაქში მადრიდის ჩათვლით აჯანყება სწრაფად ჩაახშვეს.საბოლოო ჯამში სწრაფი გამარჯვება ვერ მოხერხდა,ორივე მხარემ დაიწყო მასობრივი დახვრეტები პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ.
დასაწყისში აჯანყებულთა ლიდერი არ ყოფილა ფრანსისკო ფრანკო არამედ იყო ხოსე სანხურო,რომელიც პოლიტიკურ ემიგრაციაში იმყოფებოდა პორტუგალიაში.თუმცა საბრძოლო მოქმედებების დაწყების თანავე ის დაიღუპა ავიაკატასტროფაში. რადგანაც ვერ ერთმა მხარემ ვერ მოახერხა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება,ორივე მხარემ დაიწყო ძალების ხელახალი მობილიზება. მემარცხენე მთავრობამ განიცადა რადიკალიზაცია სადაც უკვე უმთავრეს როლს ასრულებდნენ კომუნისტები.მემარცხენეები (როგორც მათ უწოდებდნენ რესპუბლიკელები)დახმარებას იღებდნენ სსრკ დან და სხვა დასავლური ქვეყნიდან ხოლო ნაციონალისტები გერმანიიდან და იტალიიიდან.მემარცხენეების მხარეს იბძოდა უამრავი მოხალისე მათი უმეტესობა საბჭოთა კავშირიდან იყო თუმცა ფრანკოს მხარეზეც იბრძოდნენ არამარტო გერმანელი და იტალიელი არამედ ქართული ემიგრაციის ნაწილიც.
ერთი მხრივ პროპაგანდა აჩვენებდა ამ ომს როგორც «ბრძოლას ფაშიზმისა და რეაქციონიზმის წინააღმდეგ» «მეორე მხროვ კი ჯვაროსნულ ლაშქრობას წითლების წინააღმდეგ».
ფრანკო მუსოლინისგან და ჰიტლერისგან განსხვავებით იყო კათოლიკე-ქრისტიანი,რის გამოც მათ შორი ურთიერთობა არც თუ სახარბიელო იყო.
შედეგად 3 წლიანი სამოქალაქო ომისა ომში გამარჯვება მოიპოვეს ნაციონალისტემა.ომის ბოლოსთვის კავშირები გაუფუჭდათ მემარცხენეებს საბჭოთა კავშირთან თავის მხრივ ფალანგისტებს გერმანელებთან და იტალიელებთან. ინტერბრიგადები განადგურებულ იქნა ომის დასრულებისთანავე,ფრანკომ ასევე შესთავაზა გერმანულ ლეგიონ «კოდრონს» სამშობლოში დაბრუნება. მაშინ როდესა ჰორიზონტზე მეორე მსოფლიო ომი გამოჩნდა ფრანკომ საჭიროდ ჩათვალა დარჩენილიყო ნეიტრალიტეტის გზაზე დასავლეთთან ურთიერთობაში.
[რედაქტირება] მეორე მსოფლიო ომის პერიოდი
იტალიამ გერმანიასთან ერთად ვერ მოიპოვეს მრავალრიცხოვანი დივიდენდები.რა თქმა უნდა ისინი გადარჩნენ კომუნისტურ სახელმწიფოს დასავლეთ ევროპაში თუმცა ესპანეთი არ შევიდა მათთან ალიანსში და მთელი ომის განმავლობაში მეტწილად ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს(თუ არ ჩავთვლით ცისფერ დივიზიას) ჰიტლერთან პირისპირ შეხვედრაზე ფრანკომ უარი უთხრა გიბრალტარის აღების გეგმაში ესპანეთის მონაწილეობაზე.საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში (ცისფერი დივიზია) ფრანკო უბრუნებდა სტალინს იმ მონეტას რომელიც მან გამოიყენა სამოქალაქო ომში მის წინააღმდეგ.ჰიტლერმა ერთი პერიოდი სცადა ცისფერი დივიზიის გენერალი ფრანკოს წინააღმდეგ გამოყენება,რათა ხელისუფლებაში მოეყვანა მისადმი მორჩილი ხელისუფლება,საქმე იქამდე მივიდა რომ ორივე ქვეყანამ ერთმანეთის საზღვრებთან მობილიზება გაუკეთეს შეიარაღებულ ძალებს 1942 წელს.მუსოლინის რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ ფრანკომ გამოიწვია ლეგენდარული ცისფერი დივიზია სსრკ დან.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფრანკომ შეინარჩუნა ხელისუფლება თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა საერთაშორისო იზოლაციაში.
ფრანკომ ადოლფ ჰიტლერის უდიდესი ზეწოლის შემდეგ მაინც დახუჭა თვალები გერმანიიდან დევნილი ებრაელების შემოდინებაზე და ასევე უარი უთხრა ჰიტლერს ანტისემიტური კანონების მიღებაზე, საერთო ჯამში ფრანკოს დიდი მოღვაწეობის შედეგად გადარჩა 60 000 ებრაელი.ამ მიზეზით ფრანსისკო ფრანკო შესულია ერთ ერთ ყველაზე საპატივცემულო ადამიანად თანამედროვე ისრაელის ისტორიაში, მიუხედავად ჰიტლერთან გარკვეული თანამშრომლობისა.
[რედაქტირება] უკანასკნელი პერიოდი
ცივი ომის დაწყებისთანავე 50 იან წლებში დაიწყო ესპანეთის დიპლომატიური ცნობა.მეორე მსოფლიო ომის პერიოდშივე ფრანკომ დაიწყო ფაშისტური პარტიის(ესპანური ფალანგის)გავლენის შემცირება,ხოლო ომის შემდეგ პარტიის საქმე მხოლოდ სოციალურო საქმით შემოიფარგლებოდა მსგავსად საბჭოთა პროპკავშირებისა,პარტიის სახელი შეიცვალა და დაერქვა ნაციონალური მოძრაობა.ფრანკოს ინიციატივით გატარდა ნაციონალური შერიგების პოლიტიკა რაც გამოიხატა მემორიალში რომელიც მიეძღვნა ყველა დაღუპულს სამოქალაქო ომში.თუმცა პოლიტიკური რეპრესიები (მემარცხენეების,სეპარატისტების კატალონიიდან და ბასკეთიდან) გაგრძელდა მის სიკვდილამდე.
50 იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო ესპანური ეკონომიკური საოცრება,ესპანეთი გამოვიდა ევროპის ერთ ერთი უაღარიბესი ქვეყნის მდგომარეობიდან და შემდგომ წლებში დაიკავა მეორე ადგილი ეკონომიკური განვითარების ტემპებით (იაპონიის შემდეგ)
ბევრი მინისტრი,შემქმნელები ეკონომიკური საოცრებისა იყვენე კათოლიკური ორდენის Opus Dei წევრები. 60 იანი წლების დასასრულს დაიწყო პოლიტიკური რეფორმები,მიღებულ იქნა კანონი პრესის თავისუფლების და არაპოლიტიკური შეკრებების შესახებ.ასევე მირებულ იქნა კანონი ადამიანის უფლებების შესახებ რამაც საფუძველი მოუმზადა ქვეყანას მშვიდობიანად გადასულიყო კონსტიტუციურ მონარქიაზე.
მთელი ეს დრო 1947 წლიდან მოყოლებული ესპანეთი ითვლებოდა მონარქიულ ქვეყნად მეფის ვაკანტური ადგილით,ბოლო პერიოდში ფრანკომ მიიღო გადაწყვეტილება რომ მეფე მისი სიკვდილის შემდეგ უნდა გამხდარიყო პრინცი ხუან კარლოსი,რაც განხორციელდა 1975 წელს. მეფემ ესპანეთისა ხუან კარლოსმა პირველმა დაასრულა ქვეყის ავტორიტარულიდან დემოკრატიულ რეჟიმზე ქვეყნის გადაყვანის პროცესი.
1973 წელს ფრანკომ თავისი ნებით დატოვა მთავრობის მეთაურის პოსტი ადმირალ ლუის კარერო ბლანკოსთან შეთანხმებით(რომელიც მოკლულ იქნა იმავე წელს ეტას მიერ)
ფრანსისკო ფრანკო დაკრძალულია მადრიდში დაცემულთა ველზე რომელიც ეძღვნება ესპანეთის სამოქალაქო ომში დაღუპუ ადამიანებს და რომელიც შეიქმნა სპეციალურად ფრანკოსთვის.

