ურბან V
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ურბან V (ლათ. Urbanus PP. V; ერისკაცობაში გილიომ დე გრიმორი; დ. 1310 – გ. 6 დეკემბერი, 1370) – ფრანგი რომის პაპი 1362-1370 წწ. პაპობა მოუწია ავინიონის ტყვეობის პერიოდში (1309-1377).
დაიბადა სამხრეთ საფრანგეთში, იყო ავინიონისა და მონპელიეს პროფესორი. გახდა ბენედიქტელების ორდენის წევრი, შემდეგ გახდა მარსელის წმინდა ვიქტორის ეკლესიის აბატი.
მან გადადგა პირველი ნაბიჯები პაპების ავინიონიდან რომში დაბრუნებისათვის. იგი რომში ჩამოვიდა მაგრამ აშკარად დაინახა ფრანგი პაპების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და იძულებული შეიქმნა დაბრუნებულიყო ავინიონში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 170, თბ., 1986 წელი.
| წინამორბედი: ინოკენტი VI |
რომის პაპი 1362 — 1370 |
შემდეგი: გრიგოლ XI |
