ლიბერია
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ლიბერია}} |
|
|||||
| ჰიმნი: All Hail, Liberia, Hail! | |||||
| დევიზი: ”The love of liberty brought us here” | |||||
| დედაქალაქი | მონროვია |
||||
| უდიდესი ქალაქი | მონროვია | ||||
| ოფიც. ენები | ინგლისური | ||||
| მთავრობა | რესპუბლიკა | ||||
| -პრეზიდენტი | ელენ ჯონსონ-სირლიფი | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
111,369 კმ²(103-ე) 13.514% |
||||
| მოსახლეობა - 2007 სავ. - სიმჭიდროვე |
3,386,000 (132-ე) 29 ად/კმ² (174-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2005მიახლ. $1.6 მილიარდი (170-ე) $500 (178-ე) |
||||
| აგი (1993) | 0.311 (დაბალი) | ||||
| ვალუტა | ლიბერიული დოლარი (LRD) |
||||
| დროის სარტყელი | (UTC +0სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | LBR | ||||
| ccTLD | .lr | ||||
| სატელეფონო კოდი | +231 |
||||
ლიბერია - სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.
[რედაქტირება] პოლიტიკური წყობილება
- მმართველობის ფორმა : საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სირლიფი.
- საკანონმდებლო ორგანო :
-
-
- სენატი - 30 წევრი.
- წარმომადგენელთა პალატა -64 წევრი.
-
- ადმინისტრაციული დაყოფა : 15 პროვინცია.
[რედაქტირება] ბუნება
სანაპირო დაბლობი სუსტად დანაწევრებული და ადგილ-ადგუილ დაჭაობებულია. ქვეყნის სიღრმეში ვაკე მაღლდება (400-600 მ) და გადადის ტალღოვან ლეონე-ლიბერიის მაღლობში (მთა ნიმბა, 1752 მეტრი). არის რკინის, ალმასისა და ოქროს საბადოები.
ჰავა ცხელი და ნოტიოა. საშუალო თვიური ტემპერატურები 28 გრადუსზე მაღალია. ნალექები 1500-2000 მმ წელიწადში (შიგა რაიონებში) და 5000 მმ (ატლანტის ოკეანის სანაპიროზე).
მდინარეთა ქსელი ხშირია ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეები - მანო, ლოფა, სენტ-პოლი (დიანი), სენტ-ჯონი, სესი, კავალი - ზემო და შუა დინებაში ჭორომიანია. სანაოსნოა მდინარე სენტ-პოლი (ქვემო დინებაში).
ტერიტორიის დაახლ. 1/3 დაფარულია ხშირი მარადმწვანე ეკვატორული ტყით. ნიადაგი წითელ-ყვითელ ლატერიტულია. ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არის ფოთოლმცვენი და ნათელი ტყეები. გვინეის საზღვართნ მაღალბალახოვანი სავანაა, სადაც ხარობს აკაცია და ბაობაბი. სანაპიროზე გავრცელებულია მანგროვიანი მცენარეულობა.
სავანაში ბინადრობს კამეჩი, ანტილოპა, ჯიქი, გარეული ღორი. ტყეში ბევრია მაიმუნი და გველი. მრავალფეროვანია ფრინველებისა და მწერების ფაუნა.
|
|||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||