სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია სახელმწიფოს ეხება. ამავე სახელწოდების გეოგრაფიული რეგიონის შესახებ იხილეთ სამხრეთი აფრიკა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
Republiek van Suid-Afrika
Republic of South Africa
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
დევიზი: Diverse People Unite
ჰიმნი: Nkosi Sikelel' iAfrika
დედაქალაქი პრეტორია (ადმინისტრაციული)
კეიპტაუნი (საკანონმდებლო)
ბლუმფონტეინი (სასამართლოს)
უდიდესი ქალაქი იოჰანესბურგი
ოფიციალური ენა(ები) აფრიკაანსი, ინგლისური და სხვა
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა
ფართობი
 -  სულ 1,221,037 კმ2 (25-ე)
მოსახლეობა
 -  2008 შეფასებით 43.7 მილიონი (25-ე)
 -  სიმჭიდროვე 39 ად კაცი/კმ2 (136-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $467,95 მილიარდი (25-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $10,600 (76-ე)
აგი (2007) 0.674 (საშუალო) (121-ე)
ვალუტა რანდი (ZAR)
დროის სარტყელი (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი ZAF
Internet TLD .za
სატელეფონო კოდი 27

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (აფრიკ. Republiek van Suid-Afrika; ინგლ. Republic of South Africa) – სახელმწიფო აფრიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნამიბია, ბოტსვანა და ზიმბაბვე, ჩრდილო-აღმოსავლეთით მოზამბიკი და სვაზილენდი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შიდა ტერიტორიაზე მდებარეობს სახელმწიფო-ანკლავი ლესოტო.[1]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის განმასხვავებელი ნიშანია უსაზღვრო მრავალფეროვნება ყველაფერში. აქ 11 ენა ითვლება სახელმწიფო ენად. პოლიტიკოსებს შორის შეხვდებით ტომის ბელადებს, რაბინებს, რეგბისტებს და ემიგრაციიდან დაბრუნებულ რევოლუციონერებს. ერთ ქუჩაზე მუშაობენ ტრადიციული ექიმბაშები და საბირჟო ბროკერები. ერთმანეთის გვერდით დგას ქოხმახები და ფეშენებელური სრა-სასახლეები. 1994 წლამდე, მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანაში, იყო დაკანონებული აპარტეიდი - მოსახლეობის დაყოფა კანის ფერების მიხედვით.

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
  • ნაციონალურ ენებზე:
    • ინგლისური - Republic of South Africa
    • აფრიკაანსი - Republiek van Suid-Afrika
    • ნდებელე - Repabliki we Sewula Afrika
    • ქოსა - iRiphabliki ya Mzantsi Afrika
    • ზულუ - Riphabliki yase Ningizumu Afrika
    • პედი - Repabliki ya Afrika-Borwa
    • სესუთო - Repabliki ya Afrika-Borwa
    • სვატი - Riphabliki yase Ningizumu Afrika
    • სეტსვანა - Repabliki ya Afrika-Borwa
    • ჩივენდა - Riphabliki ya Afrika Tschimpembe
    • ცონგა - Riphabuliki ya Afrika-Dzonga
  • ეტიმოლოგია: - სახელი აფრიკის კონტინენტის მიმართ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო ეწოდა.
  • ქვეყნის კოდი: ZA.

გეოგრაფია[რედაქტირება]

South Africa Map KA.png

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მდებარეობს აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ განედებში. ქვეყნის საზღვრები ჩრდილოეთით გაუყვება მეჩხრად დასახლებული უდაბნოებისა და ნახევრადუდაბნოების რაიონებს. ჩრდილო-დასავლეთით მისი მეზობელია ნამიბია (მასთან საზღვრის სიგრძეა 1 078 კმ), ჩრდილოეთით - ბოტსვანა (1840 კმ) და ზიმბაბვე (225 კმ), აღმოსავლეთით კი მოზამბიკი (491 კმ) და სვაზილენდი (430 კმ). სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარეობს ლესოთოს სამეფო (909 კმ) რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიით. სარ-ს ფართო გასასვლელი აქვს როგორც ინდოეთის (ქვეყნის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო), ისე ატლანტის ოკეანეში (დასავლეთი სანაპირო). სანაპირო ხაზის სიგრძეა 2 881 კმ. ქვეყნის ტერიტორია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 2 000 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 1 500 კმ-ზე.

  • ფართობი: 1.221.037 კვ.კმ.
  • ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - ინჯასუტი 3.446; მდინარეები (კმ) – ორანჟი 1.750 (სულ 2.092), ლიმპოპო 1.600; ტბა - სენტ-ლუსია; კუნძულები - პრინც-ედუარდის კ-ბი 310 კვ.კმ; კლიმატი - ზომიერი თბილი.
  • ბუნებრივი რესურსები: ოქრო, ქრომი, ქვანახშირი, რკინის მადანი, მანგანუმი, ნიკელი, ფოსფატები, კალა, ურანი, ალმასი, პლატინა, სპილენძი, ვანადიუმი, მარილი, ბუნებრივი აირი.

რელიეფში სამ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ რეგიონს გამოყოფენ. ტერიტორიის უდიდეს ნაწილს იკავებს მაღალი ვაკე რელიეფის მქონე პლატო, რომლის ფართობის 3/4 ზღვის დონიდან 600 მეტრზე, ხოლო 1/4 1000 მ-დან 1600 მ-მდე მაღლა მდებარეობს. ეს პლატო ძირითადად ცნობილია ადგილობრივი სახელწოდებებით. სამხრეთ-დასავლეთით ეს არის კარუს პლატოს რიგები (მცირე, დიდი, ზემო), აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ვრცელდება ველდების რაიონი (მაღალი, შუა, დაბალი, ბუშველდი). მდინარე ორანჟის შუა ხეობის ჩრდილოეთით ვრცელდება კალაჰარის ვაკე. პლატოებისა და სანაპირო ზოლის ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენს დიდი ბექი, რომელიც 2 000 კმ-ზე ვრცელდება. დიდი ბექის აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 600-800 მეტრიდან (დასავლეთით) – 1 500 – 2 500 მეტრამდე (აღმოსავლეთით). ამ რაიონის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ცნობილია დრაკონის მთებით, მისი ზოგიერთი მწვერვალი კი სიმაღლით 3 000 მ-ს ჭარბობს. სწორედ აქ მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მწვერვალი კატკინ-პიკი 3 659 მ სიმაღლით.

დიდი ბექის სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი სანაპირო ვაკე-დაბლობები არ ქმნიან ერთიან რაიონს. მაგალითად: აღმოსავლეთი სანაპირო იღებს საკმაო რაოდენობის ნალექს, რის გამოც აქ წარმოდგენილია მრავალფეროვანი ტენის მოყვარული სუბტროპიკული და ტროპიკული მცენარეულობა, რაც შეეხება დასავლეთ სანაპიროს, აქ სიმშრალეა, მცენარეული საფარი ღარიბია, ძირითადად უდაბნოს და ნახევრადუდაბნოს ტიპის. საერთოდ, როგორც დასავლეთი, ასევე აღმოსავლეთი სანაპირო ხაზი მცირედ დანაწევრებულია, მოსახერხებელი უბეები და ყურეები თითქმის არ გვხვდება, მათგან განსხვავებით კი სამხრეთი სანაპირო ბევრად შეჭრილ-შემოჭრილია. სწორედ ამ ადგილზე, სანაპიროსთან ახლოს გამოდის კაპის მთები, რომელიც რამდენიმე პარალელური ქედისგან შედგება.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა (Jacob Zuma, 2009).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (400+90 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია - 9 პროვინცია.

აღმოსავლეთი კაპლანდიგაუტენგოდასავლეთი კაპლანდითავისუფალი სახელმწიფოკვაზულუ –ნატალილიმპოპომპუმალანგაჩრდილოეთი კაპლანდიჩრდილო-დასავლეთი
კეიპტაუნი

სამფლობელოები[რედაქტირება]

  • მარიონის კუნძულები
  • პრინც-ედუარდის კუნძული


დემოგრაფია[რედაქტირება]

იოჰანესბურგი

ეკონომიკა[რედაქტირება]

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 130 მლრდ $ (31-ე ადგილი); 1 სულზე - 3.210 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 5, მრეწველობა 35, მომსახურება 60.
  • ექსპორტი: ოქრო, ლითონი, ალმასი, კვების პროდუქტები.
  • ბიუჯეტი: 22,600 მლნ $.
  • ვალუტა: რანდი (ZAR).

ტურიზმი[რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ძალიან საინტერესო კოლორიტული ქვეყანაა, არაჩვეულებრივად მიმზიდველია თავისი სპეციფიკურობით, ფერწერული ლანდშაფტების და ველური ბუნების მრავალფეროვნები ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს ტურისტებისა. სამხრეთ აფრიკაში შეგვიძლია შევხვდეთ მეტისტებს, ინდოელებს, ინგლისელებს, ჩინელებს, ემიგრანტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ბოლო წლებში სამხ. აფრიკის რესპუბლიკა ხდება ძალიან პოპულარული ტურისტებისათვის სამხრეთ ნახევარსფეროში.ტურზიმის ყველასახეობიდან ამ ქვეყანაში ყველაზე დინამიურად ვითარდება ეკოლოგიური ტურიზმი, მრავალნაციონალური პარკები საშუალებას გვაძლევს, სამხ. აფრიკაში დავაკვირდეთ ცხოველების სამყაროს გარკვეულ პირობებში, ქვეყნის ტერიტორია შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე ბუნებრივ სარტყელად,სავანის სარტყელი მოიცავს კრიუგერის სახ. ნაციონალურ პარკს, სადაც არის 137 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი, მათ შორის კამეჩები, სპილოები, ლეოპარდები, ლომები, ჟირაფები, ჰიპოტატამები. აფრიკის სამხრეთი ძალიან პოპულარულია ნადირობის მხრივ, აკრძალულია ნადირობა იშვიათ ცხოველებზე, ჟირაფი, შავი მარტორქა და ანტილოპა. აღსანიშნავია, მიწისქვეშა მარშუტები ძალიან პოპულარულია სპელეოლოგებს შორის.ეს მარშუტები აშენებული გვირაბებში კონგო, სიდვალა.გვირაბებში ძალიან კარგად შენარჩუნდა ნახატები, რომლების იყო დახატული პირველყოფილი ადამიანების მიერ.პრეტორია კომპაქტური და მოწესრიგებულია, დედაქალაქში ტურისტებს ემსახურება სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, აგრეთვე გასართობი ცენტრები.ატრაქციიდან უნდა აღნიშნოთ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახლი, ეკლესიის მოედანი, ოპერის შენობა. პრეტორიაში არის მოქმედი ალმასების მაღარო.კალინან მუზეუმში ტურისტებს შეუძლიათ გაეცნონ ალმასების დუბლიკატებს. საინტერესოა ის რომ მთავარ ქალაქად ითვლება არა პრეტორია არამედ იოჰანესბურგი- კონტინენტის ერთ-ერთი მეგაპოალისია, საქმიანი ინდუსტრიული და ფინანსური ცენტრია. დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს ქალაქის პანორამა. გოლდ რიფ სიტი ძალაინ პოპულარული მუზეუმია ტურისტებს შორის.ის არის ღია ცის ქვეშ, აქ შეგიძლია გაიარო ძველ ქუჩებზე, შეგიძლია ნახო მუშების მიერ რეკონსტრუქცირებული სახლები.დაახლ. 200 კმ. იოჰანესბურგიდან არქიტექტორებმა, მხატვრებმა და მშენებლებმა შექმნეს ნამდვილი ოაზისი, რომელიც შედგება ხელოვნური კლდეებისა და ტროპიკული ტყეებისგან. ეს გასართობი კომპლექსი მსოფლიო მნიშვნელობისაა, რომელიც გვთავაზობს პრაქტიკულად შეუზღუდავ საშუალებებს კარგი დროის გასატარებლად. ტურისტები ეცნობიან ციხე-სიმაგრეებს, რომლებიც უ8ნდა ჩაითვალოს მერვე საოცრებად, ის გარშემორტყმულია ტროპიკული ტყით, რომელშიც არის დაახლოებით მილიონი ეგზოტიკური მცენარე. ძალიან დიდი რაოდენობითაა ჩაჩქერები და შადრევნები, ფერწერული მონუმნეტებითა და ძველი ტაძრები, ეს ყველაფერი იპყრობს ტურისტების ყურადღებას. ძალაინ ბევრი საინტერესო რამ ელით ტურისტებს დურბანეში, რომელიც პოპულარულია თავისი აღმოსავლური ბაზრით, პლიაჟებით და ა.შ. ტურსტებისათვის არსებობს უამრავი ექსკურსიული პროგრამები. დიდი პოპულარობით სარგებლობს ექსკურსია ღვინის რაონებში, სადაც არის დაახლ. 4000 ღვინის ფერმა.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

ჰომინიდების ნასახლარები სხვადასხვა პროვინციებში; სენტ ლუსიას და დრაკენბერგის პარკები, მაპუნგუბვეს კულტურული ლანდშაფტი.


ცნობილი სამხრეთ-აფრიკელები[რედაქტირება]

ისტორია[რედაქტირება]

50-იანი წლებიდან თეთრკანიანი უმცირესობის მთავრობა აპარტეიდის პოლიტიკას ატარებდა, რაც 1991 წლამდე გაგრძელდა. 1994 წელს ნელსონ მანდელა პირველ შავკანიან პრეზიდენტად იქნა არჩეული. დემოკრატიულ რელსებზე გადასვლა სამხრეთ აფრიკაში განხორციელდა მშვიდობიანი ევოლუციური გზით და თავიდან იქნა აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება. აპარტეიდის დამხობის შემდეგ უკვე ორჯერ ჩატარდა არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სერიოზული სოციალური პრობლემები აქვს (სიღარიბე, დამნაშავეობა, განათლების დაბალი საერთო დონე), თანდათანობით მკვიდრდება დემოკრატია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]