საფრანგეთის რევოლუცია

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თავისუფლება - ხალხის წინამძღოლი, ეჟენ დელაკრუას ნახატი, რომელიც 1830 წლის ივლისის რევოლუციას მიეძღვნა, თუმცა საყოველთაოდ მიღებულია, როგორც ფრანგი ხალხის მონარქიის წინააღმდეგ აჯანყებისა და, კერძოდ, საფრანგეთის რევოლუციის სიმბოლო.

საფრანგეთის რევოლუცია (1789–1799) იყო გარდამტეხი პერიოდი საფრანგეთის, ევროპისა და დასავლეთის ცივილიზაციის ისტორიაში. ამ პერიოდში საფრანგეთში რესპუბლიკანიზმმა შეცვალა აბსოლუტური მონარქია, ხოლო ქვეყნის კათოლიკური ეკლესია იძულებული გახდა რადიკალური რესტრუქტურიზაცია გაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მომდევნო 75 წლის განმავლობაში საფრანგეთი მრავალგზის გადახრილა რესპუბლიკას, იმპერიასა და მონარქიას შორის, ეს რევოლუცია საყოველთაოდ მიღებულია როგორც გარდამავალი მომენტი დასავლური დემოკრატიის ისტორიაში -- აბსოლუტიზმისა და არისტოკრატიის ხანიდან მოქალაქეობრიობის, როგორც დომინანტური პოლიტიკური ძალის, ეპოქაში.

[რედაქტირება] მიმდინარეობა

1792 წლის 10 აგვისტოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მონარქია დაემხო და პირველი რესპუბლიკა(რეს-მართველობა, პუბლიცუს-ხალხი) შეიქმნა. ახალდაბადებულ რესპუბლიკას მაშინათვე უამრავი მტერი გამოუჩნდა. სხვა იმპერიები შიშობდნენ, რომ მონარქიას საფრთხე მათთანაც დაემუქრებოდა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა(რუსეთის ჩათვლით) ანტიფრანგულ კოალიციაში შევიდა.

რესპუბლიკას სათავეში იაკობინური კონვერტი ჩაუდგა. იაკობინთა ლიდერმა მაქსიმილიან რობერსპიერმა, მოახერხა ქვეყნის ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანა და გამარჯვების მოპოვება ევროპულ-მონარქიულ სახელმწიფოთა ინტერვენციაზე. მისმა რეფორმებმა გააძლიერა ქვეყანა და და საფრანგეთს მილიონიანი არმია დაუტოვა. მათ დროს დაწინაურდა ნიჭიერი სამხედრო სტრატეგოსი ნაპოლეონ ბონაპარტე. ბონაპარტე გახდა რობერსპიერის მისიის გამგრძელებელი. მან დაამხო იაკობინელთა შემდგომ დამყარებული თერმიდორული მმართველობა და რობერსპიერის მიერ მობილიზირებული მილიტარისტული რესურსი წარმატებით გამოიყენა.

პირადი ხელსაწყოები