ფრანსუა I (საფრანგეთი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანსუა I
François Ier
Francis1-1.jpg
საფრანგეთის 24-ე მეფე
მმართ. დასაწყისი: 1 იანვარი 1515
მმართ. დასასრული: 31 მარტი 1547
წინამორბედი: ლუი XII
მემკვიდრე: ანრი II
დაბ. თარიღი: 12 სექტემბერი 1494
დაბ. ადგილი: შარანტა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 31 მარტი 1547
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: კლაუდია
ელეონორა
შვილები: ფრანცისკ III
ანრი II
ჩარლზ II
ლუიზა
შარლოტა
მადლენი
მარგარიტა
დინასტია: ვალუას დინასტია
მამა: ჩარლზ ანგუმენელი
დედა: ლუიზა სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: King Francis I Signature.svg

ფრანსუა I ვალუა (ფრანგ. François I de Valois; დ. 12 სექტემბერი, 1494, კონიაკი, საფრანგეთი — გ. 31 მარტი, 1547, რამბუიე, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1515-1547 წლებში. მოიეკუთვნებოდა ვალუას დინასტიას.

1532 წელს შეიერთა ბრეტანი. სახელმწიფო მმართველობის მთავარ ორგანოდ აქცია სამეფო საბჭო, პროვინციებში შემოიღო გენერალური ნაცვლის თანამდებობა, აკონტროლებდა გუბერნატორების საქმიანობას, შეზღუდა პარლამენტის უფლება, სამეფო დომენის შემოსავალი გააერთიანა სახელმწიფო გადასახადებთან და საგრძნობლად გაზარდა სახელმწიფო გადასახადი. 1539 წლის ედიქტით აკრძალა გაფიცვები და შეგირდების კავშირები. დადო ბოლონიის კონკორდატი. 1516, 1535 და 1540 წლებში გამოსცა ედიქტები კალვინისტების დევნის შესახებ. 1545 წელს ვალდენსები მასობრივად გაანადგურა. იტალიური ომების დროს (1449-1559 წწ.) 1515 წელს გაიმარჯვა მარინიანოს ბრძოლაში და დაიკავა მილანი. 1525 წელს იგი კარლ V-მ დაამარცხა პავიასთან და ტყვედ წაიყვანა მადრიდში. იძულებული გახდა 1526 წელს დაედო საფრანგეთისათვის დამამცირებელი მადრიდის ხელშეკრულება. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ კავშირი დადო პაპ კლემენტ VII-სთან, ვენეციასა და მილანის ჰერცოგთან (კონიაკის ლიგა).

მფარველობდა ხელოვნებას. 1530 წელს დააარსა ჰუმანისტური უნივერსიტეტი — „სამეფო ლექტორების კოლეგია“, რომელსაც XVIII საუკუნის ბოლოდან ეწოდება — კოლეჟ დე ფრანსი.

ლიტერატურა[რედაქტირება]