მავრიტანია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
الجمهورية الإسلامية الموريتانية
მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: მავრიტანიის ეროვნული ჰიმნი
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ნუაქშოტი
18°09′N 15°58′W
უდიდესი ქალაქი ნუაქშოტი
ოფიც. ენები არაბული ენა
მთავრობა სამხედრო ხუნტა
  -პრეზიდენტი მუჰამედ ულდ აბდელ აზიზი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
1,030,700 კმ²(29)
 
  0.03%
მოსახლეობა
 - 2005 სავ.
 - 1,864,236 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
3,069,000 (135-ე)
1988
3.0/კმ² (221-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2005მიახლ.
$7.159 მილიარდი (144-ე)

$2,402 (132-ე)
აგი (2007) Green Arrow Up Darker.svg 0.550 (საშუალო) (137-ე)
ვალუტა ოუგუია (MRO)
დროის სარტყელი GMT (UTC +0)
ქვეყნის კოდი MRT
ccTLD .mr
სატელეფონო კოდი +222

მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა — სახელმწიფო ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.

სექციების სია

[რედაქტირება] პოლიტიკური წყობილება

  • სენატი - 56 წევრი
  • ეროვნული ასამბლეა - 81 წევრი.
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 12 პროვინცია და დედაქალაქის რაიონი.

[რედაქტირება] ისტორია

მავრიტანიის ძველი და შუა საუკუნეების ისტორია ნაკლებად არის შესწავლილი. XV საუკუნეშო მოვიდნენ ევროპელები. პორტუგალიელებმა და ესპანელებმა შექმნეს დასაყრდენი ბაზები მავრიტანიის სანაპიროზე და დაიწყეს შავკანიანი მონების, ოქროსა და გუმიარაბიკის გაზიდვა. მალე მათ მეტოქეიბა დაუწყეს ჰოლანდიელებმა, ინგლისელებმა და ფრანგებმა. ვერსალის ზავით (1783) მავრიტანიის სანაპირო საფრანგეთის განსაკუთრებული ინტერესების სფეროდ ცნეს. XIX საუკუნის შუა ხანებიდან საფრანგეთმა ხელი მიჰყო მავრიტანიის ინტენსიურ კოლონიზაციას, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის შეუპოვარი წინააღმდეგობის გამო მავრიტანია ოფიციალურად მხოლოდ 1920 წელს გამოცხადდა კოლონიად და შევიდა საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში. ფრანგმა კოლონიზატორებმა შემოიღეს პირდაპირი მმართველობის სისტემა, თუმცა ტრადიციულ ბელადებს მნიშვნელოვანი გავლენა შეუნარჩუნეს. კოლონიზატორემბა მკვიდრ მოსახლეობას წაართვეს ელემენტარული უფლებები; მძიმე გადასახადებით დაბეგრეს და დააკისრეს იძულებითი შრომა.

[რედაქტირება] გეოგრაფია

Mr-map KA.png

მავრიტანიის ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს დასავლეთ საჰარის ქვიშიან და ქვიან უდაბნოებს. რელიეფში ჭარბობს დაბლობი ვაკე და დაბალი პლატოები, რომელთაგან აღსანიშნავია ადრარის პლატო (სიმაღლე 732 მ-მდე, მთა ამოზაგა). სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება სპილენძისა და რკინის მადანი, ქვამარილი, თაბაშირი და სხვა.

ჰავა ტროპიკული უდაბნოსია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 16-20 °C-ია, ივლისის 30-32 °C, მაქსიმალური 40-45 °C-ზე მაღალია. ნალექები 100 მმ-ზე ნაკლებია წელიწადში, ჩრდილო-ამოსავლეთით 50 მმ-ზე ნაკლები, სამხრეთით 200-400 მმ. მუდმივნაკადიანი მდინარეები არ არის, გარდა მდინარე სენეგალისა, რომელიც საზღვარზე გადის. წყალმომარაგების მიზნით იყენებენ მიწისქვეშა წყლებსა და წყაროებს.

უდაბნო რაიონებში გავრცელებულია მეჩხერი და მარცვლოვან-ბუჩქნარიანი და ეფემერული ბალახოვანი მცენარეულობა, სამხრეთით ნახევარუდაბნოებია, სადაც ხარობს სიმშრალის მოყვარული ბუჩქნარი და აკაცია. ცხოველთა სამყაროში ჭარბობს უდაბნოს სახეობები (ქვეწარმავლები, მღრღნელები, მტაცებლებიდან - ტურა, მელა), ზოგიერთ რაიონში შემორჩენილია სირაქლემა და ჩლიქოსნები (ქურციკი, ანტილოპები). სანაპირო წყლები მდიდარია თევზით.

[რედაქტირება] მოსახლეობა

1988 წლის აღწერი მონაცემებით, მავრიტანიის მოსახლეობა 1 864 236 ადამიანს შეადგენდა, თუმცა 2009 წლისთვის ეს რიცხვი სავარაუდოდ 3 069 000 უნდა ყოფილიყო. მკვიდრი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ დასავლეთ საჰარის არაბები (მავრები). მათი სალაპარაკო ენაა ჰასინია, არაბული ენის დიალექტი. ჩრდილოეთი და ცენტრალური მავრიტანია ეთნიკურად შედარებით ეეთგვაროვანი, ძირითადად მომთაბარე ხალხითაა დასახლებული. სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია ბერბერ-ზენაგას მცირე ჯგუფი. დანარჩენი მავრიტანიელები ნეგროიდული ხალხებია, რომლებიც ქვეყნის სამხრეთის, უმთავრესად სენეგალის ველის ბინადრები არიან. გაბატონებული რელიგიაა ისლამი.

[რედაქტირება] ხელოვნება

ნეოლითის ხანის ძეგლები დაკავშირებულია ძველი ნეგროიდული ხალხებისა და ბერბერების კულტურასთან (კლდის მხატვრობა, ქვის აკლდამები). შუა საუკუნეების მავრიტანიის ტერიტორიაზე გავრცელებული იყო არაბ-ბერბერული კულტურა. XI-XIII საუკუნეებში ქალაქებში აგებენ ალიზის სახლებსა და მინარეთებიან მეჩეთებს. XX საუკუნეში, ქალაქებში ნუაქშოტსა და ნაუდიბუში (პორტ-ეტიენი) შენდება თანამედროვე ნაგებობები. ბევრმა ქალქმა შეინარჩუნა შუა საუკუნეების სახე.

[რედაქტირება] ლიტერატურა


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე