ანგლიკანიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კენტერბერის საკათედრო ტაძარი
პროტესტანტიზმი
95Thesen.jpg
რეფორმაცია
ისტორია

წინა-რეფორმაციული მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები


რეფორმაციის მოძრაობები

ანაბაპტიზმი • ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • კონტრ-რეფორმაცია • ლუთერანობა • პოლონური დასი • რემონსტრანტები • ცვინგლიანობა • ჰუგენოტები


პოსტ-რეფორმაციული მოძრაობები

ბაპტიზმი • კონგრეციონალისტები • პიეტიზმი • პურიტანები • მეთოდიზმი • მენონიტები • ამიშები


პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი •

XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


ანგლიკანიზმიპროტესტანტობის ნაირსახეობა, დასაბამს იღებს XVI საუკუნიდან. ანგლიკანები ეკლესიის მეთაურად მეფეს (ან დედოფალს) აღიარებენ. ანგლკანურ ეკლესიაში სამი მიმდინარეობა არსებობს: მაღალი ეკლესია – კონსერვატორულ–არისტოკრატული, რომელიც ახლოს დგას კათოლიკურ ეკლესიასთან, დაბალი ეკლესია, რომელიც იხრება პურიტანობისა და პიეტიზმისკენ და ფართო ეკლესია – ცდილობს გააერთიანოს ყველა ქრისტიანული მიმდინარეობა და შეუგუოს თანამდროვე ანგლიკანურ ეკლესიას. ანგლიკანური ეკლესია მონაწილეობს ეკუმენურ მოძრაობაში.

დაარსების ისტორია[რედაქტირება]

ინგლისის მეფემ ჰენრი VIII–მ მხარი დაუჭირა რეფორმაციას, ინგლისის ეკლესია ჩამოაშორა რომის ეკლესიას და სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა. "სუპერმაციის აქტით" 1534 წელს მანასტრები დახურეს. შეიტანეს ნაწილობრივი ცვლილებები კათოლიკურ ღვთისმსახურებაში(1536–1543). ედუარდ VI-ის მეფობაში სამეფო საბჭომ და კანტერბერიის არქიეპისკოპოსმა ტ.კრანმერმა გაატარეს საეკლესიო რეფორმა. ანგლიკანური ეკლესიის საფუძვლად იქცა "საზოგადო ღვთისმსახურებათა წიგნი"(1549), "ერთგვარობის აქტი", რწმენის 42–ე მუხლი და ანგლიკანური "კატეხიზისი"(1553).ნაწილობრივ გარდაიქმნა ღვთისმსახურება(ორი სახის ზიარება ერისკაცთათვის, ხატების, წმ. ნაწილების, ცელიბატისა და მონაზვნობის მოსპობა, ღვთისმსახურება ინგლისურ ენაზე და სხვა).

მომდევნო პერიოდი[რედაქტირება]

მერი ტიუდორის მეფობის დროს კათოლციზმი აღადგინეს. ელისაბედI–ის დროს "რწმენის 39 მუხლით"(1571) ანგლიკანური ეკლესია დაუახლოვდა კალვინიზმს. 1567 წლიდან ანგლიკანურ ეკლესიას გამოეყვნენ პურიტანები. ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცისს დროს ანგლიკანური ეკლესია გააუქმეს(1643), ოფიციალურ რელიგიად იქცა პრესვიტერიანობა 1648 წლამდე, შემდეგ ინდეპენდეტობა. რესტავრაციის ხანაში პარლამენტის "ერთგვარობის აქტით" 1662 წლს ანგლიკანური ეკლესია აღადგინეს. 1791 წლიდან დაწესდა რწმენის თავისუფლება კათოლიკეთათვის. 1829 წელს მოხდა "კათოლიკეთა ემანსიპაცია". 1850 წლიდან ინგლისის კათოლიკეთა სამღვდელოებას სათავეში უდგას უესტმისტერის არქიეპისკოპოსი. ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია მეფე. საეკლესიო იერარქიას სათავეში უდგას პრიმასი – კანტერბერის არქიებისკოპოსი. მას მოსდევს იორკის არქიეპისკოპოსი, ორმოცამდე ეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები. ეპისკოპოსტა დიდი ნაწილი ლორდთა პალატის წევრია. საეკლესიო გადაწყვეტილებებს ამტკიცებს პარლამენტი. გარდა ინგლისისა, ანგლიკანური ეკლესია დამოუკიდებლად არსებობს ირლანდიაში, უელსში, შოტლანდიაში, კანადაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, აშშ–ში და სხვაგან. ანგლიკანელთა საეღტო რიცხვი 80 მილიონამდეა. ისინი ქმნიან ანგლიკნაური ეკლესიის კავშირს. 1867 წლიდან ანგლიკნაური ეკლესიის ეპისკოპოსები პერიოდილად იკრიბებიან ლონდონში, ე.წ. ლამბერთის(კენტერბერის არქიეპისკოპოსის სასახლე ლონდონში) კონფერენციებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]