კარდინალი (რელიგია)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კარდინალი.

კარდინალი (ლათ. cardinalis - მთავარი) – კათოლიკურ ეკლესიაში უმაღლესი სასულიერო პირი რომის პაპის შემდეგ, ეკლესიას პაპთან ერთან მართავს კარდინალთა კოლეგია (სათავეში უდგას დეკანი). ლატერანის საეკლესიო კრების (1179) დადგენილებით, კარდინალთა კოლეგია ირჩევს პაპს, კარდინალებს კი ნიშნავს პაპი.სიქსტ V-ის დადგენილებით (1586), კარდინალთა რაოდენობა 70-ს არ უნდა აღემატებოდეს. XX საუკუნის შუა წლებამდე კარდინალებად უმეტესად იტალიელებს ირჩევდნენ. პაპებმა იოანე XXIII-მ და პავლე VI-მ კარდინალთა რაოდენობა გაზარდეს:1969 წელს კარდინალთა კოლეგიაში 131 წევრი შედიოდა, მათ შორის იყვნენ ეპისკოპოსები აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან. რომში მცხოვრები კარდინალები (კურიის კარდინალები) ხელმძღვანელობენ ვატიკანის ცენტრალურ ორგანოებს - კონგრეგაციებს, ტრიბუნალებს და სხვა. იერარქიულად კარდინალები 3 ხარისხად იყოფიან: კარდინალ-ეპისკოპოსები, კარდინალ-პრესვიტერები, კარდინალ-დიაკვნები.

პავლე VI-ის კანონით (1970), 75 წელს მიღწეული კარდინალი პენზიაზე გადის (წოდების შენარჩუნებით), ხოლო 80 წლისა რჩება კოლეგიის წევრად, მაგრამ კარგავს უფლებას იყოს რომის კურიის წევრი და მონაწილეობა მიიღოს ახალი პაპის არჩევაში.

ლიტერატურა [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: