დიეგო ველასკესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიეგო ველასკესი
Diegovelazquezselfportrait.jpg
ავტოპორტრეტი (1643)
დაიბადა: 6 ივნისი, 1599
სევილია, ესპანეთი
გარდაიცვალა: 6 აგვისტო, 1660 (61 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
ეროვნება: ესპანელი
სფერო: მხატვრობა
მიმდინარეობა: ბაროკო
ცნობილი ნამუშევრები: ბრედას დაცემა (1634–1635)
ვენერა სარკით (1644–1648)
მენინი (1656)

დიეგო როდრიგეს დე სილვა ველასკესი (ესპ. Diego Rodríguez de Silva y Velázquez; დ. 6 ივნისი, 1599, სევილია — გ. 6 აგვისტო, 1660, მადრიდი) — ესპანელი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დიეგო ველასკესი დაიბადა სევილიაში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. მისი პირველი მასწავლებელი იყო ფრანცისკო დე ერერა, რომელთანაც 11 წლამდე სწავლობდა, ხოლო შემდეგ ფრანცისკო პაჩეკოს მოსწალე გახდა, რომელიც არ ზღუდავდა ველასკესს და ხელს არ უშლიდა მისი მხატვრული ინდივიდუალურობის ჩამოყალიბებაში. ამის შემდეგ 20-იანი წლებიდან ველასკესი დამოუკიდებლად გამოდის სამხატვრო ასპარეზზე. მისი შემოქმედების ამ პერიოდს "სევილიურს" უწოდებენ. ამ დროს ველასკესი განიცდის ცნობილი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს გავლენას. ამასთან დიეგოს იზიდავდა უბრალო, იდეალურობას მოკლებული, პლებეური იერის მქონე სახეები. კარავაჯოსგან მან აიღო სპეციფიკური განათება, ე.წ ტენებროზო-ინტერიერული განათება. მისი პერსონაჟები გამოისახებიან ჩამუქებულ ინტერიერში. იტალიელი ფერმწერისგან განსხვავებით მას არ იზიდავს რთული, დინამიური კომპოზიციები. მას უფრო მოსწონს სადა განლაგება. ეს სისადავე მის შემოქმედებას ბოლომდე გაჰყვა. აგრეთვე ველასკესისათვის დამახასიათებელია ობიექტურობა, ყოველგვარი შელამაზების უარყოფა. აგრეთვე უნარი, ჩვეულებრივში და უბრალოში დაინახოს სახასიათო და მნიშვნელოვანი. რადგანაც ობიექტურობა პორტრეტის არსებითი ნიშანია, სწორედ ამიტომ ველასკესი ითვლება ყველა დროის უდიდეს პორტრეტისტად.

20-იან წლებში ველასკესი მიიწვიეს ფილიპ მეოთხის სამეფო კარზე. ზუსტად ამავე პერიოდში ესპანეთში ჩამოდის სახელგანთქმული ფლანდრიელი მხატვარი რუბენსი. დიეგო მას მეგზურობას უწევდა სამეფო კარის გალერეის დათვალიერებისას. ახალგაზრდა ველასკესს რუბენსის რჩევით აგზავნიან იტალიაში. მას აქ უნდა ესწავლა და შეეძინა იტალიური ფერწერის ნიმუშები. ველასკესმა უდიდესი აღფრთოვანებით აღიქვა იტალიური მხატვრობა და განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე ტიციანმა მოახდინა. სწორედ ტიციანმა უბიძგა მას თავისუფალი მხატვრობისაკენ. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ ველასკესი ინტენსიურად იწყებს მუშაობას, ძირითადად პორტრეტებზე. იგი ასრულებდა მეფის, მისი ოჯახის წევრების, მთავრობის მეთაურებისა და სხვათა პორტრეტებს. რომელთა ფონად მხატვარმა გამოიყენა პეიზაჟები, ნადირობის სცენები და ანიმალისტური ჟანრის ნაწარმოებები და ა.შ ამ პერიოდის საუკეთესო ნამუშევარია "ბრედის ჩაბარება". ეს არის ე.წ ჯგუფური პორტრეტი. ამავე პერიოდში ველასკესი ქმნის ეტაპურ ნამუშევრებს: ესენია ჯუჯების სერია, რომლებშიც მჟღავნდება ველასკესის ერთი თვისება: იგი ამ უბედურ ადამიანებში ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშე წარმოაჩენს სწორედ მათ ადამიანურ საწყისს. ამ სერიის ნახატებს შორის განსაკუთრებულია "ელ პრიმა" ჯუჯა, რომელიც გამოირჩევა ინტელიგენტური იერით, ნათელი სახით, ჭკვიანური ამოხედვით. ამავე პერიოდში ქმნის ველასკესი თავის ცნობილ ნამუშევარს "ვენერა სარკეში", სადაც მითიური ქალღმერთი წარმოდგენილია საკმაოდ ორიგინალურად-ზურგიდან. მისი სახე ირეკლება სარკეში, რომელიც ამურს უჭირავს. მეორე ნამუშევარია "ეზოპე და მენიპი"-ანტიკური ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენლები, მაგრამ აქ ისინი გამოყვანილნი არიან, როგორც ორი ესპანელი მოხეტიალე, მათხოვრის ტანსაცმელში, მაგრამ შინაგანი ღირსებით და კეთილშობილებით სავსენი.

პაპი ინოკენტი X

ამის შემდეგ ველასკესი მეორედ მიემგზავრება იტალიაში, ახლა უკვე როგორც სახელგანთქმული მხატვარი. იტალიაში ყოფნისას მან შექმნა თავისი შემოქმედების უნატიფესი ნამუშევარი, "პაპი ინოკენტი X-ს" პორტრეტი. ეს ნამუშევარი დღესაც აოცებს მნახველს. იგი საკმაოდ მრავლისმთქმელია. პაპის სახეში ერთდროულად ჩანს ძალაც, გონებაც, ჭკუაც და სისასტიკეც.

ველასკესი გარდაიცვალა მეუღლესთან ერთად მადრიდში, ხანძრისას, 1660 წლის 6 აგვისტოს. მის ერთ-ერთ ძეგლს ძეგლს ამკობს წარწერა: "სიმართლის მხატვარი" (ეპითეტი რომლითაც მას ფრანგი მხატვარი ედუარდ მანე მოიხსენიებდა .

ნამუშევრები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Brown, Dale (1969). The World of Velázquez: 1599–1660. New York: Time-Life Books. ISBN 0-8094-0252-1. 
  • Brown, Johnathan (1986) Velázquez: Painter and Courtier Yale University Press, New Haven, ISBN 0-300-03466-0 ;
  • Brown, Jonathan (1978) Images and Ideas in Seventeenth-Century Spanish Painting Princeton University Press, Princeton, New Jersey, ISBN 0-691-03941-0;
  • Brown, Johnathan (2008) Collected writings on Velázquez, CEEH & Yale University Press, New Haven, ISBN 978-0-300-14493-2.
  • Calvo Serraller, Francisco (1999). Velázquez:. Madrid: Electa. ISBN 84-8156-203-3. 
  • Davies, David and Enriqueta Harris (1996) Velázquez in Seville National Gallery of Scotland, Edinburgh, ISBN 0-300-06949-9;
  • "Diego Velázquez" (1911). ბრიტანიკა, 11th ed. London: Cambridge University Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: