ალექსანდრე V
| ალექსანდრე V | |
| იმერეთის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1720 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1752 |
| წინამორბედი: | გიორგი VII |
| მემკვიდრე: | სოლომონ I |
| დაბ. თარიღი: | |
| გარდ. თარიღი: | 1752 |
| შვილები: | სოლომონ I |
ალექსანდრე V (დ. დაახლოებით 1703/1704 — გ. მარტი, 1752), იმერეთის მეფე 1720-1741, 1741–1746, 1749–1752. მის დროს გაძლიერდა ოსმალეთის აგრესია. მეფის ხელისუფლება დასუსტებული იყო გამუდმებული შინაფეოდალური ომებით. 1721-1728 სამეფოს ფაქტობრივად ოდიშის მთავარი ბეჟან I დადიანი განაგებდა. 1734 ალექსანდრე V-მ ჩიხორის ბრძოლაში დაამარცხა ოტია დადიანი და მეფე-მთავრებს შორის დროებით მშვიდობა ჩამოვარდა.
ალექსანდრე V რუსეთთან დაახლოების მომხრე იყო. მის პირველ ცდას 1720-1730 ამ მხრივ შედეგი არ მოჰყოლია. მხოლოდ რუსეთ-ოსმალეთის 1735-1739 ომის დროს, რუსების მიერ აზოვის აღების შემდეგ (1736 წლის 16 ივნისი), გაუჩნდათ ალექსანდრე V-სა და მის მომხრეებს დახმარების იმედი. 1738 ალექსანდრე V-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი. ელჩმა იმპერატორს დასავლეთ საქართველოს რუკა წარუდგინა, ქვეყნის ოსმალებისაგან განთავისუფლების გეგმა გააცნო და მფარველობა სთხოვა. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსეთ-ოსმალეთის ბელგრადის საზავო ხელშეკრულებამ (1739). სამეფოში კვლავ ატყდა შინაფეოდალური ომი. 1741 წელს ალექსანდრე V-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა მისი ძმა გიორგი გაამეფეს. მაგრამ ალექსანდრე V-მ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1743 წელს მან ზავი დადო დადიანთან და სამეფოში მცირე ხნით მშვიდობა ჩამოვარდა. 1746 წელს ალექსანდრე V ტახტიდან გადააყენა მისმა ძმამ - მამუკამ. 1747 ოსმალეთის დახმარებით ალექსანდრე V-მ ისევ დაიბრუნა მეფობა, მაგრამ სამეფოში საერთო არეულობა სუფევდა.
ალექსანდრე V-მ ააგო ჩხარის წმ. გიროგის მონასტერი (1737) და ვარციხის სამეფო სასახლე.
[რედაქტირება] წყარო
- დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962;
- ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, [ნაწ.] 2, ზ. ჭიჭინაძის გამოც., ტფ., 1913;
- ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ბურჯანაძე შ., ლიხთ-იმერეთის 1737 წლის რუკა როგორც ფეოდალური საქართველოს ისტორიის პირველწყარო, «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1959, ტ. 1
- გრიგოლია კ., ქსე, ტ. 1, გვ. 293, თბ., 1975
| წინამორბედი: გიორგი VII |
იმერეთის მეფე 1720 - 1752 |
შემდეგი: სოლომონ I |
|
|||||||||||
სტატიის