ლესოთო
|
|||||
| ჰიმნი: Lesotho Fatse La Bontata Rona | |||||
| დედაქალაქი | მასერუ |
||||
| უდიდესი ქალაქი | მასერუ | ||||
| ოფიც. ენები | სესოთო, ინგლისური | ||||
| მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | ||||
| -მონარქი | ლეტსი III | ||||
| -პრ.-მინისტრი | |||||
| ფართობი - საერთო |
30,355 კმ²(140-ე) |
||||
| მოსახლეობა - 2005 სავ. - 2004 ცენზი - სიმჭიდროვე |
1,795,000 (146-ე) 2,031,348 59 ად/კმ² (138-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2005მიახლ. $4.996 მილიარდი (150-ე) $2,113 (139-ე) |
||||
| აგი (2007) | |||||
| ვალუტა | ლესოთური ლოტი (LSL) |
||||
| დროის სარტყელი | (UTC +2სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | LSO | ||||
| ccTLD | .ls | ||||
| სატელეფონო კოდი | +266 |
||||
ლესოთო (ინგლ. Lesotho) – სახელმწიფო-ანკლავი სამხრეთ აფრიკაში. მთლიანად გარს აკრავს სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა. აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოს ფართობია 30 355 კმ². ლესოთო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის ტერიტორიის არცერთი ნაწილი ზღვის დონიდან 1400 მეტრს ქვემოთ არ მდებარეობს. ქვეყნის დედაქალაქია – მასერუ.
სექციების სია |
[რედაქტირება] გეოგრაფია
ლესოთოს უჭირავს ბასუტოს პლატო (საშუალო სიმალე 2300-3000 მ), რომელიც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია დრაკონის მთებით (მთა თაბანა-ნტლენიანა 3482 მ) . იანვრის საშუალო ტემპერატურაა 25-25 °C, ივლისის 15 °C. ნალექები 750-1000 მმ წელიწადში. მდინბარეები ჭორომიანია აქვთ ჰოდროენერგიის დიდი მარაგი. მთავარი მდინარეა ორანჟი. მიადაგები დასავლეთ ნაწილში ქვიშიანია, აღმოსავლეთით - ვულკანური. მცენარეულობიდან ჭარბობს მარცვლოვნები, დრაკონის მთებში ბუჩქნარი და მთის ალპური მდელოები.
[რედაქტირება] ისტორია
ლესოთოს ადრინდელი ისტორია სუსტადაა შესწავლილი. მისი ავტოქთონური მოსახლეობა იყო ბუშმენები, რომლებიც XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდილოეთიდან მოსულმა ბასუტომ განდევნა. 1836 წლიდან ბასუტოს მიწების დაპყრობა დაიწყეს ბურებმა, მათი მიწებისადმი ინტერესი ინგლისელებსაც აღეძრათ. ბასუტოს ტომების შეუპოვარი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არ შეწყვეტილა მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა ბასუტოს ტერიტორია ბრიტანეთის პროტექტორატად გამოაცხადეს (ბასუტოლენდი) 1884 წელს. ინგლისის ხელისუფლებმა დააწესეს „ირიბი მმართველობის“ სისტემა (ტომთა ბელადების საბჭოების მეშვეობით. რომლებიც ინგლისის კომისარს ექვემდებარებოდა) და ბასუტოლენდი აქციეს იაფი მუშახელის დიდი ბრიტანეთის სხვა კოლონიური სამფლობელოების მრეწველობისათვის სამხრეთ აფრიკაში.
1907 წელს შეიქმნა ბასუტოს პირველი ორგანიზაცია — ბასუტოლენდის პროგრესული ასოციაცია (იგი აერთიანდებდა მასწავლებლებს, კლერკებს, წვრილ ვაჭრებს), რომელმაც მოითხოვა სოციალური რეფორმების გატარება და „აფრიკელებისათვის გასაქანის მიცემა განათლების, ვაჭრობისა და მეწარმეობის სფეროში“. მეორე მსოფლიო ომის წლებში ათასობით ბასუტო იბრძოდა ინგლისის კოლონიური არმიის რიგებში ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ომის შემდეგ დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი აღმავლობა. 1952 წელს ღარიბთა ლიგის ახალგაზრდობის ჯგუფმა მასწავლებელ ნ. მოკეჰლეს ხელმძღვანელობით შექმნა ბასუტოლენდის აფრიკული კონგრესის პარტია, რომელიც მოითხოვდა დაუყოვნებლივ მიეცათ ბასუტოლენდისთვის მიეცათ შინაგანი თვითმმართველობა, შემდეგ კი სრული დამოუკიდებლობა. განმათავისუფლებელი ბრძოლის გააქტიურებამ ინგლისის ხელისუფალნი აიძულა დაეწყოთ რეფორმების გატარება. 1960 წელს შეიქმნა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები, ბასუტოლენდმა შინაგანი დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1965 წელს პარლამენტის პირველ საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა პარტიამ. მისი ლიდერი ლ.ჯონათანი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახდა. 1966 წლის 4 ოქტომბერს ბასუტოლენდმა დამოუკიდებლობა მიიღო და 1966 წლის კონსტიტუციის თანახმად ლესოთოს სამეფო ეწოდა.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის 99,5 % აფრიკელია, ძირითადად ბასუტო. მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ზულუ, ინგლისელები და აფრიკანელები. უმრავლესობა ქრისტიანია, ნაწილი ინარჩუნებს ადგილობრივ ტრადიციულ რწმენებს. მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს ლესოთოს აღმოსავლეთ ნაწილში. მთავარი ქალაქებია მასერუ, ლერიბე, მაფეტინგი.
[რედაქტირება] ხელოვნება
ლესოთოს ტერიტორიაზე შემონახულია კლდეზე შესრულებული მოხატულობა, როგორც ჩანს, ბუშმენებისა. სოფლებს აქვთ სწორი გეგმა. ქვიშით ან ალიზით ნაშენი ქოხები განლაგებულია წრიულად (შუაში დგას საკრებულო სახლი), გადახურულია თივის ორ ან ოთხფერდა სახურავით. საოჯახო ნივთებს ამკობენ კვეთილი გეომეტრიული ორნამენტით. ამზადებენ ხის სტატუეტებს, კერამიკულ ნაწარმს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 201-202, თბ., 1983 წელი.
|
|||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||