მიქელანჯელო ბუონაროტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიქელანჯელო ბუონაროტი

მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი (6 მარტი, 1475 - 18 თებერვალი, 1564), ცნობილი როგორც მიქელანჯელოიტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების გარეთ სხვა დარგებს თითქმის არ შეხებია, ის უზადობა, რომელიც მის შემოქმედებას ახასიათებს ყველა დისციპლინაში, რომელშიც კი ოდესმე შეუქმნია, მას რენესანსის არქეტიპი ადამიანის ტიტულს ანიჭებს, მის მოპაექრე და თანამოქალაქე ფლორენციელ ლეონარდო და ვინჩისთან ერთად.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დავითზე მუშაობა მიქელანჯელომ 1504 წელს დაასრულა

მიქელანჯელო დაიბადა ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში 1475 წლის 6 მარტს ქალაქ კაპრეზში (ახლანდელი პროვინცია არეცო), ფლორენციის მახლობლად. მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო და მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. ამან განაპირობა მიქელანჯელოს გადაწყვეტილება, 13 წლის ასაკში, გადასულიყო დომენიკო გირლანდაიოს სახელოსნოში, მის ასისტენტად. სადაც ის, სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა და ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ხატვას ცდილობდა, რასაც ისე ახერხებდა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. სწორედ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო, 1490−1492 წლებში , ფლორენციის იმდროინდელ მმრათველ, ლორენცო მედიჩის ვილაში. ამ პერიოდის ნამუშევრებია, "კენტავრების ბრძოლა" და "მადონა კიბესთან".

ლორენცოს გარდაცვალების შემდეგ, ფლორენციის ახალმა მმართველმა, პიერო მედიჩიმ უარი თქვა მიქელანჯელოს ვილაში დარჩენაზე. 1492 წელს გადავიდა ახალგაზრდა ხელოვანი ბოლონიაში.

20 წლის მიქელანჯელო მიიღო ალდოვრანდის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, რომლის დავალებითაც მან წმინდა პეტრონიუსის ეკლესიაში, წმინდა დომინიკუსის სამარხისათვის, ორი წმინდანის ფიგურა და ერთი ანგელოზის ქანდაკება შექმნა. ერთი წლის შემდეგ, როცა მისმა ხელოვნებამ ბოლონიაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მიქელანჯელო სავონაროლაში დაბრუნდა.

მიქელანჯელო რომში 1496 წლის 25 ივნისს 21 წლის ასაკში ჩავიდა.[1] იმავე წლის 4 ივლისს, კარდინალ რაფაელ რიარიოს დავალებით მან მუშაობა ბახუსის ქანდაკებაზე დაიწყო, თუმცა კარდინალს მისი ნამუშევარი არ მოეწონა და ქანდაკებამ ადგილი ბანკირი ჯაკოპო გალის ბაღში დაიდო.

რომში მიქელანჯელო სანტა-მარია-დი-ლორეტოს ეკლესიის მახლობლად ცხოვრობდა. მიქელანჯელოს სახლი 1874 წელს დაანგრიეს, ხოლო შემორჩენილი არქიტექტურული ელემენტები 1930 წელს განადგურდა. მისი სახლის რეკონსტრუქცია დღისთვის იანიკულის ბორცვზე მდებარეობს.

1546 წელს მიქელანჯელო ვატიკანში დაინიშნა წმინდა პეტრეს ბაზილიკის არქიტექტორად. წმინდა პეტრეს ბაზილიკის დასრულებამდე, 1564 წელს მიქელანჯელო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სურვილის მიხედვით ის რომიდან ფლორენციაში გადაასვენეს და დაკრძალეს სანტა კროჩეს ბაზილიკაში.

მიქელანჯელოს პორტრეტები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. J. de Tolnay, The Youth of Michelangelo, 26–28