კრისტოფორო დე კასტელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრისტოფორო დე კასტელის ავტოპორტრეტი

დონ კრისტოფორო დე კასტელიიტალიელი მისიონერი, პატრი, თეატინელთა ორდენის წევრი. მოღვაწეობდა XVII საუკუნის პირველ ნახევარსა და შუა წლებში. საქართველოში 1628 წელს ჩამოვიდა პატრ ანტონიო ჯარდინასა და ბერ კლაუდიოსთან ერთად. მისიონერები მივიდნენ ქალაქ გორში თეიმურაზ პირველთან, ხოლო 1634 წელს შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით გურიაში გადავიდნენ. 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა ისინი განდევნა. იტალიელი მისიონერები ოდიშში ჩავიდნენ. კრისტოფორო კასტელი 1652 წელსაც საქართველოშია, შემდეგ კი იტალიაში ბრუნდება. ამ პერიოდში მან მრავალი საინტერესო ჩანახატი გააკეთა, რომელიც ორ ალბომში იყო შესრულებული. ერთი ალბომი კრისტოფოროს იტალიაში დაბრუნებისას განადგურდა, მეორე კი დაცულია ქალაქ პალერმოს კომუნალურ ბიბლიოთეკაში და 500-ზე მეტ ჩანახატს შეიცავს. ამ ჩანახატების ნაწილი გამოაქვეყნა მიხეილ თამარაშვილმა, მანვე ჩამოიტანა საქართველოში ჩანახატების ნაწილის ფოტოფირები. 1977 წელს კასტელის ალბომი წინასიტყვაობითა და შენიშვნებით გამოსცა ბ. გიორგაძემ. კასტელის რელაცია, ჩანახატები და მათზე მინაწერები ძვირფას ცნობებს იძლევა XVII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიისათვის.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: